კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ მალავდა თიკა ბალანჩინი გათხოვებასა და ორსულობას და ვისთან მოაწერა საქართველოში მან ხელი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

დიდი ხანია, მომღერალი თიკა ბალანჩინი საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა. როგორც გავარკვიეთ, ის უცხოეთში გაემგზავრა, აქტიურად წერს სიმღერებს, იღებს კლიპებს და სოლო კარიერისთვის ემზადება. ამავდროულად, ორსულობის მეცხრე თვეშია და სულ მალე, პატარა გოგონას დედიკო გახდება. აპირებს თუ არა თიკა  საქართველოში დაბრუნებას, რატომ მალავს ის პირად ცხოვრებას და ვინ არის პატარას მამა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
თიკა ბალანჩინი: უკვე ოთხი თვეა, რაც ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში ჩამოვედი. რასაც საქართველოში ვაკეთებდი, აქაც იმავეს ვაკეთებ – ბენდთან ერთად აქტიურად ვწერ ახალ სიმღერებს, ვიღებ კლიპებს და ვემზადები სოლო კარიერისთვის. ასე რომ, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი, ეს წელი ჩემთვის იღბლიანად და წარმატებულად დაიწყო და სულ მალე ბარსელონიდან ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ.
– ვისთან ერთად წახვედი უცხოეთში?
– უცხოეთში ჩემს პროდიუსერთან და ქმართან, დათუნა ბარნაბიშვილთან ერთად წამოვედი.
– თიკა, სულ მალე, ბავშვს ელოდები და ის, რომ შენი პროდიუსერი, დათუნა ბარნაბიშვილი შენი ქმარია, მალავდი. რატომ?
– არ დამიმალავს, უბრალოდ, არ მიყვარს ჩემი პირადი ცხოვრების აფიშირება, სოციალურ ქსელში ფოტოების აქტიურად დადება და ფაქტების გასაჯაროება. მე და დათუნამ ხელი საქართველოში მოვაწერეთ. უკვე მეცხრე თვეში ვარ, სულ მალე, დედა გავხდები – პატარა გოგონა გაჩნდება და ბედნიერების მოლოდინში ვარ. ბევრმა არც კი იცოდა, რომ გავთხოვდი და ახლა მუცლით რომ დავდე ფოტო, გაუკვირდათ (იცინის). კიდევ ვამბობ, ჩემი პირადი ცხოვრება არ დამიმალავს, უბრალოდ, არ მიყვარს ხმამაღლა აფიშირება და ლაპარაკი. მესმის, როცა ცნობადი ხარ, შენი პირადიც აინტერესებთ, მაგრამ მე ჩემს შემოქმედებაზე უფრო მიყვარს საუბარი. და, არც ახალდაბადებული ბავშვის ფოტოებს დავდებ სოციალურ ქსელში. ცრურწმენების არ მჯერა, უბრალოდ, არ მომწონს ახალშობილი ბავშვის ფოტოებს რომ დებენ, თორემ, თვალისცემისა და ავი თვალის კი არ მეშინია (იცინის).
– ესე იგი, პატარას გაჩენას ესპანეთში გეგმავ? სახელი თუ შეურჩიე?
– დიახ, ბუნებრივად უნდა ვიმშობიარო და სულ მალე, ესპანელი გოგონას დედა ვხდები (იცინის). რაც შეეხება სახელს, ჯერ ვერ შევარჩიეთ. რომ დაიბადება, მე და მამიკო მერე ჩამოვყალიბდებით.
– მეცხრე თვეში ხარ, საკმაოდ დიდი მუცელი გაქვს, თუმცა აქტიურად დგახარ სცენაზე. შენი მდგომარეობა ხელს არ გიშლის? როგორი ორსულობა გაქვს?
– მართალია, უკვე მალე გავაჩენ, მაგრამ მუცლით მაინც აქტიურად ვდგავარ სცენაზე და ეს ხელს არ მიშლის. ტოქსიკური პერიოდები გავიარე, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ორსულობა ქალის ცხოვრებაში მძიმე ტვირთია. თან, ჭკვიანი გოგოა და დედიკოს არ აწუხებს (იცინის). ასე რომ, რთული ეტაპები გავიარე და ახლა სრული დატვირთვით ვმუშაობ.
– 21 წლის ხარ, სამი წლიდან ბებოსთან იზრდებოდი, რადგან დედა უცხოეთში იყო. ბებოს მარტო დატოვება არ გაგიჭირდა?
– ბებოს გარეშე ძალიან გამიჭირდა, თან, უცხო მხარეში ახალჩამოსულიც გარემოს ვეგუებოდი. ბებო სანტორინზე ცხოვრობს, დეიდასთან და სულ ხაზზე ვართ. ხშირად მელაპარაკება, ძალიან მგულშემატკივრობს. რომ დაიბადება ბავშვი, ჩამოვა. მერე, მეც ჩავაკითხავ.
– ბავშვის გაზრდაში ვინ დაგეხმარება?
– დედა ჩემთან ცხოვრობს და ის დამეხმარება. ჩემი პროფესიის გამო, დატვირთული ვიქნები და ამაში დედა შემიწყობს ხელს – პატარას ერთად გავზრდით. სულ ვხუმრობ, ოჯახი, საბოლოო ჯამში, შევიკარით-მეთქი (იცინის).
– ვიცი, პირადზე საუბარი არ გიყვარს, მაგრამ მამაზე მინდა გკითხო – მახსოვს, ერთხელ თქვი, ის რომ ჩემს ცხოვრებაში არ არის, ეს ტრაგედია სულაც არ არისო. ახლა თუ ეკონტაქტები და იცის, რომ გათხოვდი და შვილს ელოდები?
– ვთქვი და ახლაც ვამბობ: მამა, რომ ჩემს ცხოვრებაში არ არის, ეს ჩემთვის დიდი დანაკლისი ან ტრაგედია არ არის. ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაში არასდროს მიგრძნია უმამობა. არ ვამბობ, რომ ეს კარგია, უბრალოდ, ასე მოხდა. მთავარია, ჩემი შვილი მამის გვერდით გაიზრდება და იგრძნობს მის სითბოს. არც კი ვიცი, ახლა მამა სად არის, სად ცხოვრობს, როგორაა... მე მამობა ბებიამ გამიწია. ბევრჯერ ყოფილა რთული პერიოდები ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, გადავლახე და ახლა ბედნიერი ვარ. ახლაც რთულ პერიოდს გავდივარ, თავს ვიმკვიდრებ და ისევ იმ გზას გავდივარ, რაც უკვე გავლილი მაქვს. ფაქტობრივად, ახლიდან ვიწყებ ცხოვრებას, ეს არ არის მარტივი. მაგრამ ყველაფერი გამომივა. ეს ის ქვეყანაა, სადაც ბარიერებს გადავლახავ და ყველაფერს მივაღწევ. უბრალოდ, დრო მჭირდება და ასაკიც ხელს მიწყობს. რაც ცუდი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, იმან ბევრი მასწავლა, გამოცდილება მომცა და ვფიქრობ, უფრო გამაძლიერა. ცოტა ცუდი თუ არ მოხდა, ტვინი არ შეგიქანა და ბიძგი არ მოგცა, ისე არაფერი გამოგივა. ყველა რთული პერიოდი ჩემთვის ბიძგი იყო წარმატებისკენ. ზოგადად, იღბლიანი გოგო ვარ და ბევრი რამ მაქვს, რის გამოც შემიძლია, ეს თამამად ვთქვა. იმდენად მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ქალაქი თბილისი, მეგობრები და ხალხი, უკვე ნოსტალგია დამეწყო, თუმცა, იმდენი საქმე მაქვს და დედობისთვისაც ვემზადები, ამაზე ნაკლებად ვფიქრობ და ამ ნოსტალგიის გადალახვა არ მიჭირს.
– როდის აპირებ საქართველოში დაბრუნებას?
– ეს ჯერ არ ვიცი, არ გადამიწყვეტია. მიზნები მაქვს და ჯერ, მათ მისაღწევად ვიბრძვი, მერე ვნახოთ. კიდევ ვამბობ, ყველაფერი კარგი იმდენად ერთად დამატყდა თავს, ეიფორიაში ვარ და მონატრებასაც ვერ ვასწრებ (იცინის).
– ქმარი თუ განებივრებს ორსულ ცოლს?
– დათუნა ჩემთვის ფეიერვერკივითაა. ყოველდღე ძალიან მანებივრებს და ხელისგულზე მატარებს (იცინის).
скачать dle 11.3