კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როდის უჩენს მშობელი შვილს ფობიას და როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს შიშისა და ფობიების დაძლევაში

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

რაღაცის შიში, ასაკის მიუხედავად, ყველა ადამიანს აქვს. შიშის საშუალებით ვხვდებით, რა არის სახიფათო და რა – არა, ანუ მას აქვს დაცვითი ფუნქცია. მაგალითად, თუ ბავშვს ეშინია ძაღლის, რომელიც მისკენ მორბის და უყეფს, ეს საფრთხის დროს წარმოქმნილი ბუნებრივი რეაქციაა. პრობლემად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ეს შიში ბავშვს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა ფობიებია გავრცელებული ბავშვებში და როგორ დავეხმაროთ მათ გადალახვაში – ამის შესახებ გვესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგი თათია გურგენიძე: როდესაც შიში ხდება შემაწუხებელი, აკვიატებული, არაჯანსაღი – ასეთ შიშს ფობია ჰქვია. ანუ ფობიის დროს შეიძლება, საერთოდ არც კი არსებობდეს რეალური საფრთხე,  არის მხოლოდ შიშთან დაკავშირებული აზრი, რომელიც იმდენად ძლიერია და იმდენად მოიცავს ხოლმე ადამიანის ფსიქიკას, რომ მისი გაკონტროლება, გაცნობიერება შეუძლებელი ხდება. ფობია, ძირითადად, ერთ, რაიმე სახის შიშს უკავშირდება. არსებობს უამრავი დასახელების ფობია. სოციოფობია – აქ იგულისხმება სხვა ადამიანების, სხვადასხვა სოციალური სიტუაციების შიში. მაგალითად, საბავშვო ბაღში, სკოლაში ბავშვს შეიძლება, გაუჩნდეს სხვების წინაშე გამოსვლის, ლექსის თქმის, გაკვეთილის მოყოლის შიში და ასე შემდეგ. გვხვდება სპეციფიკური ფობიები – ობობის, მწერების, ლიფტის და ასე შემდეგ. ყოველი ბავშვის ფობია ინდივიდუალურია. შესაძლებელია, მის დასაძლევად საკმარისი აღმოჩნდეს უფროსების ჩარევა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, სპეციალისტის დახმარებაც  ხდება საჭირო.
– ბავშვებში რომელ ასაკში რა ფობიაა გავრცელებული?
– დაახლოებით 8 თვიდან ბავშვებს ეწყებათ უცხოების შიში, მათთვის უცხო და უასიამოვნო ადამიანის დანახვისას შესაძლოა, ტირილი დაიწყონ. ეტაპობრივად, ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვი სძლევს ამ შიშს. ბავშვს, ასაკის მიხედვით, სხვადასხვა რამის შეიძლება ეშინოდეს, უცხოების, სიბნელის, ცხოველების, მწერების, მარტო დარჩენის. 2 წლამდე ბავშვებს აქვთ სენსორული შიშები, ეშინიათ სინათლის, ხმის მკვეთრი ცვლილების, დიდი ზომის საგნების, წვერის, ხალხმრავლობისა და ასე შემდეგ, რაც ამ ასაკში ბუნებრივია. ასეთ დროს უმჯობესია, მშობელმა ბავშვს ბავშვს მისთვის შესაბამისი დღის რეჟიმი დაუწესოს, ამასთან, გაითვალისწინოს, რა განაპირობებს ბავშვის კომფორტსა და დისკომფორტს. მცირე ასაკში ბავშვებს, ასევე, ეშინიათ მარტო დარჩენის, როდესაც ერთი ან ორივე მშობელი მიდის, ბავშვი ამას აპროტესტებს – ეს ბუნებრივია და ნორმაა, ასაკის მატებასთან ერთად კი განშორებას უფრო იოლად უნდა უმკლავდებოდეს. განშორების სირთულე თავს იჩენს ხოლმე საბავშვო ბაღში მისვლისას. თავდაპირველად დასაშვებია ბავშვი ტიროდეს, განიცდიდეს, თუმცა თანდათან უნდა შეეგუოს და საბოლოოდ უნდა შეძლოს მშობლის გარეშე დარჩენა. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ეს გარემო, მაგალითად, ბაღი უსაფრთხო და ბავშვისადმი კეთილგანწყობილია. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი არ რჩება ბაღში ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ტირის, აპროტესტებს, ერღვევა რეჟიმი, ძილი, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს რაღაც სირთულე და გამოსაკვლევია, რა იწვევს ბავშვის შფოთვას. ასეთ შემთხვევაში ეფექტურია სპეციალისტის ჩარევა. 2-დან 6 წლამდე პერიოდში ბავშვებს უვითარდებათ ფანტაზია, წარმოსახვის უნარი. ინტერესდებიან ზღაპრებით, მულტფილმებით, ეცნობიან სხვადასხვა პერსონაჟებს. ამ პერიოდში დამახასიათებელია არარეალური მოვლენების, საგნების, ბოროტი პერსონაჟების ფობია. ეს შეიძლება, სიზმრებშიც გამოიხატოს. ხშირად გვხვდება სიბნელის ფობია. ამ შემთხვევაშიც განსასაზღვრია არის თუ არა რეალისტური ეს ფობია. თუ ბავშვი ვერ გადის ერთი ოთახიდან მეორეში მშობლის გარეშე, იგონებს სხვადასხვა მიზეზს, რომ არ დარჩეს მარტო, ამ შემთხვევაში უნდა მოვძებნოთ, სინამდვილეში რა არის ამ შფოთვის მიზეზი.
ბავშვის ქცევის სამართავად ხშირად მშობელი მას აშინებს, შეიძლება თუ არა, ამის გამო პატარას ჩამოუყალიბდეს ფობიები?
– ზოგჯერ მშობლები თავად უწყობენ ხელს შიშისა და ფობიის გაჩენას. ბავშვის ქცევის მართვისთვის ხშირად ვიყენებთ ბუას, გუდიან კაცს, მგელს და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი მიდგომა – გარედან შემოგვყავს პერსონაჟი, რომლითაც ბავშვს ვაკეთებინებთ ჩვენთვის სასურველს, ანუ ვასწავლით, რომ ვიღაცის შიშით უნდა მოიქცეს კარგად. რეალურად კი, უფრო მეტად ეფექტურია, თავად მას გამოვუმუშავოთ თვითკონტროლის უნარი და „კარგად“ მოქცევა შიშის გარეშე შეძლოს. ზოგჯერ მშობლები პატარებს ეუბნებიან: „შენი დედა აღარ ვიქნები“, „მგელი წაგიყვანს” და ასე შემდეგ. ასეთი ფრაზებიც დაუშვებელია. მაშინ, როცა მშობელი უნდა იყოს სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტი,  ჩვენ თავად ვუკარგავთ უსაფრთხოების განცდას. ვასწავლით, რომ მას  ვერ დავიცავთ და თუ ცუდად მოიქცევა, შეიძლება, მივატოვოთ კიდეც. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, უფრო მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ბავშვის ქცევის მართვაზე, ვიდრე საფრთხე შევუქმნათ მის ემოციებს. ბავშვზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახში არსებული სიტუაცია. მშობლებს შორის ხშირი კონფლიქტი მას ემოციურად დაუცველად აგრძნობინებს თავს და შესაძლოა, მიტოვების ფობია გაუჩნდეს. ასევე, ზედმეტი მზრუნველობაც უარყოფითად აისახება. ყველაფრის ბავშვის მაგივრად შესრულება მას უმწეობისკენ უბიძგებს, უჩენს შიშს, რომ დედის გარეშე ვერაფერს შეძლებს. ასეთ დროს მშობლები ხშირად გარემოს დიდი საფრთხის მატარებლად წარმოიდგენენ, ყველაფერში ხიფათს ხედავენ და ბავშვიც ამას სწავლობს.
–  როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი ბავშვს ფობიების დაძლევაში?
–  დაუშვებელია დაცინვა, სხვების თანდასწრებით ბავშვის ფობიაზე საუბარი. ამ დროს უმჯობესია, ბავშვს ვაგრძნობინოთ, რომ მისი გვესმის, მასთან ერთად შევამოწმოთ ოთახი, გავყვეთ, ძილის წინ მივუწვეთ, შესაძლებელია, მოვუყვეთ  ბავშვობის ისტორია, რომ ჩვენც გვეშინოდა სიბნელის. ამით ვაგრძნობინოთ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მარტო მას არ ეშინია, არ არის სირცხვილი. ასევე, შესაძლოა, ვთხოვოთ, მოგვიყვეს თავის შიშებზე, შემდეგ დახატოს, ეს ნახატი შეიძლება გადააგდოთ ერთად, დახიოთ. ზოგადად, ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა ბავშვთან გულწრფელი, მეგობრული საუბარი. მშობლებიც და ბავშვიც ყვებიან თავიანთი ემოციების შესახებ, როდის უხარიათ, მოიწყენენ, ეშინიათ, ბრაზდებიან. ეს ეხმარება ბავშვს უკეთ გაერკვეს თავის ემოციებში, მშობლებთან ერთად იპოვოს გამოსავალი. ფობიას ბავშვები მშობლებისგანაც სწავლობენ. შესაძლოა, არ უნახავს რომელიმე ცხოველი, მაგრამ უკვე ეშინია, რადგან მისი ეშინია დედას, მამას. ზოგჯერ მშობელი  მუდმივად უკრძალავს ბავშვს: „არ მიხვიდე, გიკბენს, დაანებე თავი“. ეს, რა თქმა უნდა, ზრდის შანსს, რომ ბავშვს ძაღლებისადმი შიში ჩამოუყალიბდეს.
скачать dle 11.3