№25 რა მოხდა ამ დღეს
18 ივნისი
1853 – ლონდონში, ისტორიაში პირველად, გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევა.
1889 – ამერიკაში დააპატენტეს საბავშვო ეტლი.
19 ივნისი
1917 – პირველი მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის მეფემ გამოსცა ბრძანებულება სამეფო ოჯახის ყველა წევრის სახელებში ამოეღოთ გერმანული ტიტული. სამეფო დინასტია, რომელსაც ადრე ეწოდებოდა საქს-კიბერგ-გოთელი, გახდა უინძორელი.
1990 – ბელგიამ, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ ლუქსემბურგმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს შენგენის ხელშეკრულებას ერთმანეთს შორის საზღვრების გახსნის თაობაზე.
20 ივნისი
1974 – თურქები შეიჭრნენ კვიპროსზე.
21 ივნისი
1948 – ფირმა „კოლუმბიამ“ გამოუშვა პირველი დისკი 33 ბრუნვით წუთში.
1990 – ჩრდილო-დასავლეთ ირანში მოხდა რიხტერის სკალით 7,3-ბალიანი მიწისძვრა. დაიღუპა 50 ათასი ადამიანი, დაშავდა 200 ათასი, უსახლკაროდ 500 ათასი ადამიანი დარჩა.
22 ივნისი
1910 – გაიხსნა ევროპაში პირველი საჰაერო სამგზავრო ხაზი ფრიდრიხსჰაფენი-დიუსელდორფი, რომელზეც მოძრაობდა დირიჟაბლი „გერმანია“.
1940 – მარშალმა პეტენმა საფრანგეთის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა გერმანიასთან მორიგების აქტს.
23 ივნისი
1894 – პარიზში მიიღეს გადაწყვეტილება ოლიმპიური კომიტეტის შექმნისა და თამაშების 4 წელიწადში ერთხელ ჩატარების შესახებ.
1930 – პირველად გამოიყენეს რადარები თვითმფრინავების აღმოსაჩენად.
1963 – ლონდონში საჩვენებლად გამოიტანეს პირველი საყოფაცხოვრებო ვიდეომაგნიტოფონი.
24 ივნისი
1801 – ასტრონომმა აღმოაჩინა პირველი ყველაზე დიდი ასტეროიდი ცერერა.