№25 ბრძნული აზრები
კეისარი: თუ წინ წავედი – მომყევით, თუ უკან დავიხევ – მესროლეთ, თუ მომკლავენ – შური იძიეთ.
რიდი: სიმართლე არის ის, რისთვისაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ.
პლანკი: ჭეშმარიტება არასდროს იმარჯვებს, უბრალოდ, მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან.
დემოკრიტე: სულელებს დიდ ზიანს აყენებენ ისინი, ვინც მათ აქებენ.
მონტენი: ადამიანის ხმა ყველგან შეიძლება გაიგოთ, მაშინაც კი, როცა ის ჩურჩულებს და თუ ის სიმართლეს ამბობს, მისი ხმა უფრო გასაგებია, ვიდრე ათასი შეიარაღებული ჯარისკაცის.
გოეთე: მე არადროს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.
დიტრიხი: სიცოცხლე დაავადებაა, რომელიც სიკვდილს იწვევს.
სენკევიჩი: ტკბილია სურვილი, მაგრამ სასურველად ყოფნა უფრო ტკბილია.
სერვანტესი: შელახული ღირსების აღსადგენად ადამიანს ყოველგვარი უკიდურესობა მიეტევება.
ვეისი: ადამიანს თუ შესწევს უნარი, გარედან შეაფასოს თავისი თავი, ესე იგი, მას ინტელექტი აქვს.
სოფოკლე: იყავი პირველი, როცა უნდა უსმინო და უკანასკნელი, როცა უნდა ილაპარაკო.
შოუ: პესიმისტი ის ადამიანია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ოპტიმისტი კი იცინის, რათა ზოგი რამ დაივიწყოს.
ბერბსტი: კრიტიკა არის ხელოვნება – სხვის ხარჯზე სულიერად ისე გამდიდრდე, რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოს.
ოლკოტი: კამათი ბევრს ეხერხება, მაგრამ უბრალო საუბარი ცოტა ვინმემ თუ იცის.
მენეკენი: ნდობა არის ის გრძნობა, რის გამოც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იციან, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა.
კანტი: ვინც უარი თქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.
პავეზე: მწუხარებაც და სიამოვნებაც იმას ნიშნავს, რომ ვნებებს აჰყოლიხარ.
ლაუბი: თავისუფალია ადამიანი, ვინც სულ ცოტა ის მაინც შეიგნო, რომ თავისუფალი არ არის.
სმირკი: სქესის შეცვლის ოპერაციას მხოლოდ იმიტომ ჩავიტარებდი, რომ მენახა, როგორი გრძნობაა, როცა ყოველთვის შენ ხარ მართალი.
არისტოტელე: ქალები რომ არა, დედამიწაზე ფულს ფასი არ ექნებოდა.