კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რა საფრთხეს გვიქმნის ფეხებით კარისკენ დაძინება და რა იცავს ღამით ადამიანის სულს ბოროტ ძალთა შემოტევისგან

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

ძველად, ანუ უხსოვარი დროიდან, ადამიანი გაცილებით მეტ დროს უთმობდა სამყაროს, რომელშიც ის ცხოვრობდა. აკვირდებოდა გარემოს და თქვენ წარმოიდგინეთ, ახერხებდა, ისეთი საგნები და მოვლენები დაეკავშირებინა ერთმანეთთან, დღეს, უახლესი მეცნიერული მიღწევების ფონზე, საერთოდ შეუთავსებელი რომ ჩანს. მაგალითად, ელვა და ჭექა-ქუხილი მაშინ ცის რისხვად მიაჩნდათ, კატა კი – ბნელეთის მოციქულად... კაცობრიობა განვითარების იმ ეტაპზე ახსნას ვერ უძებნიდა თუ: რატომ ახლდა ნათება გრუხუნსა და ჭექა-ქუხილს; რატომ უელავდა კატას თვალები უკუნეთ ღამეში და მსგავს სხვა მოვლენებს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ასეთ ცრურწმენათა რიგს მიეკუთვნება ძილთან დაკავშირებული გადმოცემებიც, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს ხალხზე ზემოქმედების ძალა. ერთ-ერთი აქტუალური აკრძალვა კი ხსენებულ თემაზე, ასეთი გახლავთ: დასაძინებლად არ დაწვე ისე, რომ ფეხები კარისკენ გქონდეს მიმართული. ბუნებრივია, დაგებადათ კითხვა: რატომ? ან, რა დაშავდება წინააღმდეგ შემთხვევაში? გაინტერესებთ? ყველაფერს შეიტყობთ პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსის, ბატონი ლადოს ინტერვიუდან.
– დასაწოლად რომ ემზადები, ყველანაირად ცდილობ, კომფორტულად მოეწყო, მაგრამ, აღმოჩნდა, მთავარი სულ სხვა რამ ყოფილა...
– რაც არ უნდა მოხერხებული იყოს საწოლი, თბილი და ფუმფულა – პიჟამა, არ დაგავიწყდეთ, რომ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება: დაწვე ისე, რომ ფეხები კარისკენ არ გქონდეს მიმართული. სტუმრადაც რომ იყოთ, თუ მასპინძლის საწოლის მდებარეობა მიუღებელია თქვენთვის, სასწრაფოდ შეცვალეთ სასთუმალი. გამოუვალ მდგომარეობაში კი, ავეჯის გადაადგილებასაც ნუ მოერიდებით. აღსანიშნავია, რომ ეს ტრადიცია დაკრძალვის რიტუალს ეყრდნობა, კერძოდ, მიცვალებულის სახლიდან გამოსვენების წესს. მოგეხსენებათ, ამ დროს კარში კუბო გააქვთ, გამოთქმაა ასეთი: ფეხებით წინ.
– ...და ეს წესი რაღას ეყრდნობა?
– ამაზე რომ პასუხი გაგცეთ, ისევ წარსულს უნდა ჩავუღრმავდეთ და ჭექა-ქუხილისა და კატების მსგავსად, კარისკენ ფეხებით ძილის აკრძალვის მიზეზიც იქ მოვძებნოთ. აღმოჩნდა, რომ ამ მოვლენის საიდუმლო გასაღები ძველ სკანდინავიურ მითოლოგიას უკავშირდება, სადაც სრულიად დაუშვებელი გახლდათ ფეხებით კარისკენ ძილი. სულ სხვა, განსაკუთრებული ხედვა ჰქონდა ინდოევროპულ მითოლოგიას სამყაროს მოწყობის შესახებ. ამ შეხედულებით, სამყარო სამ ნაწილად იყოფოდა. პირველი – ხალხი, რომელსაც გარს აკრავს მეორე ნაწილი – ანუ საშინელი ჯადოქრებისა და შეუცნობელ საშიშროებათა სამყარო და რა თქმა უნდა, არსებობდა მესამე ნაწილიც – ღმერთთა სავანე.
სწორედ უძველეს ინდოევროპელებს მიაჩნდათ, რომ სახლი გახლდათ სამყაროს ის პირველი ნაწილი, რომელიც თავის მფლობელს, ანუ მასში მცხოვრებ ადამიანს, მეორე – ეშმაკეული გარე სამყაროსგან კედლებითა და კარის საშუალებით იცავდა. კარი კი იმ საშიშ სამყაროში გასასვლელი იყო, სადაც გარდაცვლილთა სულებმა განსასვენებლი ჰპოვეს.
– რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან კარისკენ ფეხებით ძილს?
– ცნობილია, რომ ძველად ცნება „ძილი“ და „სიკვდილი“, რაღაც ასპექტში, გაიგივებული გახლდათ. ადამიანი ვერ ხვდებოდა, როგორ აეხსნა ძილის მდგომარეობა და მას მოკლევადიან გარდაცვალებად აღიქვამდა. ფიქრობდნენ, რომ ძილის დროს სული სხეულს გამოეყოფა და სხვა განზომილებაში გადადის. სწორედ აქედან გამომდინარე, ეშინოდათ კარისკენ ფეხებით დაძინების, რომ სხეულიდან გამოსულ სულს კარიდან პირდაპირ იმქვეყნიური სამყაროსკენ არ ექნა პირი, საიდანაც თავის დაღწევა უკვე იოლი აღარ იქნებოდა. მიცვალებულის ფეხებით წინ გამოსვენების ტრადიციაც ამავე გადმოცემის საფუძველზე შეიქმნა იმ პრინციპით, რომ გარდაცვლილის სულის ამქვეყნად დარჩენას აზრი არ აქვს. ამ ყოველივედან გამომდინარე ეშინოდა ხალხს ძილში სიკვდილის, რადგან თითქმის ყველა კარი მაშინ მიცვალებულთა სამყაროში გადასასვლელ, ერთგვარ პორტალად აღიქმებოდა. თუმცა, არის ვერსიაც, რომ კარს მიღმა, სხვა სამყაროთა პორტალი კი არა, ბნელ ძალთა თავშესაფარია, საიდანაც რეგულარულად ხვდებიან ჯოჯოხეთში. მათ კი ძალუძთ, მძინარე ადამიანის სული მიიტაცონ და შეპყრობილად აქციონ. კიდევ არის მოსაზრება, რომ ძილი, თავისი არსით, ასრტალურ სამყაროში მოგზაურობაა: ადამიანის სული სხეულს ტოვებს, მიღმა სამყაროში გადადის და ამ დროს მისთვის პორტალი ისევ და ისევ კარია. ამიტომ, თუ ადამიანს ძილის დროს ფეხები კარისკენ ექნება მიმართული, სული შეიძლება, არასწორად შევიდეს სხეულში, ან, საერთოდაც ვერ შეაღწიოს მასში, რასაც უცილობელი სიკვდილი მოჰყვება. რეალურადაც, უფრო ხშირად სწორედ ძილში, ღამით იღუპებიან ადამიანები, როცა ბუნებრივ სიკვდილზეა ლაპარაკი. თუმცა, ავადმყოფობით გამოწვეული სიკვდილიც ყველაზე ხშირად გვიან ღამით დგება, რადგან ადამიანის სხეული ყველაზე ხშირად ამ პერიოდშია მზად გარდაცვალებისთვის. ამიტომაც ფიქრობენ, რომ არ შეიძლება კარისკენ ფეხებით ძილი.
– აბა, როგორ უნდა დავიძინოთ: ფეხებით თუ  თავით კარისკენ?
– ამის ზუსტი განმარტება არ არსებობს, რადგან ძილი თავით ხსენებული „პორტალისკენ“, ასევე, არ არის რეკომენდებული. უმჯობესია, საწოლი კარის პარალელურად დადგათ – ეს იქნება ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება.
მათ კი, ვისთვისაც ოთახში ავეჯის გადაადგილება და დეკორაციის შეცვლა, შეუძლებელია, რადგან ფართობი ისე მცირეა, საწოლიც კი ძლივს ეტევა, ფენ-შუის მიმდევრები ურჩევენ: კარის დირეზე დაკიდონ ზარი, ეგრეთ წოდებული, „ქარის მუსიკა“. მათი მტკიცებით, ამ ტიპის ზარს შეუძლია, გაანეიტრალოს „მკვდარი“ ენერგეტიკა და „ცოცხლამდე“ არ მიუშვას. დაბოლოს, ამ გადმოცემებსა და მინიშნებებზე დამყარებულ ცრურწმენებსაც რომ თავი დავანებოთ, კარისკენ ფეხებით ძილი რეკომენდებული არ არის მგრძნობიარე ადამიანებისთვის. მსგავს სიტუაციაში მათ, გაუცნობიერებლად, მუდმივად სდევთ დაუცველობის შეგრძნება და მოუსვენრად სძინავთ. ამ დროს, კართან დაკავშირებული იდუმალების შიშით დაბინდულ გონებაში, საშინელი კადრები იხატება, რაც ღამეული კოშმარების, დაღლილობისა და თვითგანადგურების მიზეზი ხდება.   
скачать dle 11.3