კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 გახდებით მდიდარი?

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

სახალისო ტესტია, ფული ოცნებების რეალიზების საშუალებაა და კარგია, როცა ის გაქვს. ვიღაცებს უმართლებთ და მათ ბევრი ფული აქვთ. თქვენ გაგიმართლებთ ასე?
1. გაიცანით ბიზნესმენი, რა თემაზე დაელაპარაკებით მას?
ა) საკუთარ თავზე მოვუყვები;
ბ) ვეცდები, ჩემი ერუდიციის დონე ვაჩვენო;
გ) ბიზნესზე, რა თქმა უნდა.
2. მაღაზიაში როცა შედიხართ, პირველად ათვალიერებთ...
ა) ნივთს, რომელიც მომეწონა, მერე ვუყურებ ფასს;
ბ) ჯერ ფასებს ვათვალიერებ, მერე – ნივთებს;
გ) სხვა მყიდველებს. მაინტერესებს, რას ირჩევენ.
3. ფული არ გაქვთ, მაგრამ მნიშვნელოვან საღამოზე მიგიწვიეს, სადაც შესაბამისად უნდა გამოიყურებოდეთ:
ა) უარს ვიტყვი, რაიმე ორიგინალურ მიზეზს მოვიფიქრებ;
ბ) ვისესხებ ფულს და ღირსეულად წავალ საღამოზე,
გ) როგორმე გამოვძვრები სიტუაციიდან, მოვიქექები გარდერობში.
4. რას ნიშნავს თქვენთვის, იყო მდიდარი...
ა) ეს ნიშნავს, იყო თავისუფალი;
ბ) გქონდეს ყველაფერი, რაც გინდა;
გ) გქონდეს ძალაუფლება.
5. თქვენი აზრით, ადამიანის მთავარი დანიშნულება არის:
ა) განავითაროს თავისი ტალანტი და შესაძლებლობები;
ბ) იყოს ღირსეული, შემდგარი პიროვნება;
გ) მოირგოს სხვადასხვა როლი და გახდეს წარმატებული.
6. მილიონი ლარი რომ გქონდეს, რას გააკეთებდით?
ა) საკუთარ საქმეს, კარგ ბიზნესს დავიწყებდი;
ბ) უამრავ საჩუქარს ვუყიდდი ყველას, მეგობრებს, ახლობლებს;
გ) ვეცდებოდი, ამ ფულით კიდევ მეტი მეშოვნა.
7. როცა თქვენი პარტნიორი საათობით ლაპარაკობს საქმეზე ტელეფონით, თავად როგორ იქცევით?
ა) ავიღებ ტელეფონს და გავერთობი;
ბ) მოვიწყენ, რა თქმა უნდა და შემეტყობა, რომ მოწყენილი ვარ;
გ) თავს რამით შევიქცევ. საქმე – საქმეა.
ნახეთ შედეგები
პასუხების უმეტესობა არის „ა“: თქვენ ბევრი ფულის გარეშეც კარგად გრძნობთ თავს. დამოუკიდებელი, შემდგარი პიროვნება ხართ. არც საქმე გაშინებთ და არც შრომა. საკუთარი თავის მიმართაც მომთხოვნი ბრძანდებით. ჭკვიანი და ძლიერი ბევრს მოსწონხართ.
პასუხების უმეტესობაა „ბ“: დიდი შანსი გაქვთ, გახდეთ მილიონერი, მაგრამ ეს იმ შემთხვეთაში, თუ იპოვით ბევრი ფულის მქონე პარტნიორს და იქორწინებთ მასზე. რატომ არ გინდათ, გააღვივოთ თქვენი შესაძლებლობები და ნიჭი. იქნებ დამოუკიდებლადაც გაცილებით მეტს მიაღწიოთ.
ასუხების უმეტესობაა „გ“: დიდ ფულს აუცილებლად იშოვით, იმიტომ რომ მხოლოდ ამაზე ფიქრობთ, ეძებთ გზებს, იყენებთ ყველა საშუალებას. ერთხელაც გაგიმართლებთ – თქვენ ამის გჯერათ!
скачать dle 11.3