კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 უცნაური ორთაბრძოლა

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

რეკსი სტაუტი

ჰოლტვილში ყველა იცნობდა მისტერ სიმონსს. როცა ის ოჰაიოდან ჩამოვიდა და ხელნაკეთი სუვენირების პატარა მაღაზია გახსნა. სიმონსს ცოლი ჰყავდა. შვილი – არა. საკმაოდ თავაზიანი, გულისხმიერი, განათლებული სიმონსი ყველას მოსწონდა. ჰოლტვილელები პატივს სცემდნენ, მასთან საუბრის სურვილი ჰქონდათ და ხშირად გაიგონებდით, როგორ აქებდნენ. ჯონათან სიმონსს ერთი გატაცება ჰქონდა და ამის შესახებ პირველად მისმა მეზობელმა, აფთიაქარმა რობი სტეისიმ შეიტყო. უფრო სწორად, ჯერ ხმა გაიგონა, გაკვირვებული მაღაზიაში შევიდა და დაინახა, როგორ ურტყამდა სიმონსი მუშტებს უკანა ოთახში, ჭერში ჩამოკიდებულ ტყავის „მსხალს“.
– მოკრივე ხარ? ვერასდროს წარმოვიდგენდი.
– არა, საქმე ასე მარტივად არ არის. მე კრივი მეცნიერულად მაინტერესებს. იყო დრო, როცა ლექციებს ვატარებდი და საჩვენებელ მატჩებში ვიღებდი მონაწილეობას. ახლა მხოლოდ ფორმის შენარჩუნებას ვცდილობ და მინდა, გთხოვო, ამის შესახებ არავის უთხრა.
აფთიაქარმა გაგებით დაუქნია თავი, მაგრამ პირობა ვერ შეასრულა. იმდენად დიდი იყო ახალი ამბის სხვებისთვის გაზიარების სურვილი, რომ რამდენიმე დღეში მთელმა ჰოლტვილმა იცოდა სიმონსის გატაცების ამბავი. მას გაცილებით მეტი პატივისცემითა და მოწიწებით დაუწყეს ყურება. მერე ზოგიერთმა გაბედა – სიმონსს ესტუმრებოდნენ ხოლმე და კრივზე ელაპარაკებოდნენ. მას მალე მოეხსნა უხერხულობის განცდა და ხალისით დაიწყო თავისი ცოდნის დემონსტრირება ამ სფეროში. სულ იმას ამტკიცებდა, რომ კრივი სპორტის სერიოზული სახეობას იყო და ამიტომაც მეცნიერების რანგში აჰყავდა. კითხულობდა და წერდა ლიტერატურას. როცა „მსხალს“ მუშტებს ურტყამდა, მაშინაც კი წიგნი ეჭირა ხელში.
პატარა ქალაქი ჰოლტვილი ამ ახალი ამბით ცხოვრობდა და კიდევ უფრო მეტად გამოხატავდნენ აღფრთოვანებას სიმონსის მიმართ, სანამ ჰოლტვილში ვინმე ჯო ბოლეი არ გამოჩნდა. სიმონსს მოუყვნენ მის შესახებ. ორმოც წლამდე ასაკის, ულვაშიანი, ჩაფსკვნილი... თავისი პატარა, ტყავის ნაკეთობების საამქრო ჰქონდა. რაც მთავარია, მასაც ზუსტად ისეთივე გატაცება აღმოჩნდა, როგორც სიმონსს – კერძოდ, კრივის სიყვარული. გაზაფხულის ერთ თბილ საღამოს ჯონათანი თავისი მაღაზიის წინ იჯდა და ჩამავალი მზის სხივებს ეფიცხებოდა, როცა მასთან აფთიაქარი მივიდა. მასთან ერთად იყო ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, უელმანი.
– სიმონს, კარგად იცი, მთელი ქალაქი როგორი პაცივისცემით არის შენ მიმართ განწყობილი. ჩვენი მაისის ფესტივალის შესახებაც გსმენია, ყოველ წელს რომ დიდი ზარზეიმით იმართება და ჰოდა, რადგან ასეთი შანსი გაგვიჩნდა, გადავწყვიტეთ, თქვენი საჩვენებელი მატჩი მოვაწყოთ.
სიმონსს დიდი აღფრთოვანება არ დასტყობია. ვერ მიხვდებოდი, რას ფიქრობდა.
– უარს ხომ არ გვეტყვი? ბოლეი შენი ღირსეული მეტოქეა, ექსჩემპიონი ყოფილა თავის წონაში.
– თვითონ დათანხმდება? ელაპარაკეთ?
– ამას საკუთარ თავზე ვიღებ, – თქვა უელმენმა, – ქალაქში ახალი ჩამოსულია, ავტორიტეტი სჭირდება.
სიმონსმა მხრები აიჩეჩა.
– რა ვიცი, ფესტივალზე, ქალების თანდასწრებით, როცა იქ ბავშვებიც არიან, ერთმანეთისთვის ცხვირ-პირის დასისხლიანება არ მიმაჩნია სასახელო საქმედ. მოვერიდოთ და რამე უკეთესი მოვიფიქროთ.
– თქვენ ხომ სერიოზულად არ იბრძოლებთ. ერთმანეთი რატომ უნდა დაასისხლიანოთ. პირიქით, სწორედ ბავშვებმა უნდა ნახონ კლასიკური კრივი. შენ ისეთი ცოდნა გაქვს, არაჩვეულებრივი მატჩი იქნება. რაც უფრო ახლოვდებოდა მატჩის დღე, მით მეტად შფოთავდა სიმონსი და საკუთარ თავზე ბრაზობდა: ეს რა დამემართა, რატომ დავთანხმდიო. ექსჩემპიონს შეეძლო დაემახინჯებინა კიდეც. ერთი ისეთი ამოერტყა ნიკაპში, რომ მთელი სახე მობრეცოდა. სიმონსი დარდობდა. მას ხომ არასდროს უჩხუბია. კრივში მისი გამოცდილება „მსხალთან“ ვარჯიშითა და წიგნებიდან წესების ცოდნით შემოიფარგლებოდა. ფესტივალის დღეც დადგა. ორი კვირით ადრე სიმონსმა „მსხალთან“ ბრძოლები გაააქტიურა. მოწინააღმდეგე თვალითაც არ ჰყავდა ნანახი, მაგრამ მასზე სმენოდა, რომ დილაობით ტყის პირას წელს ზემოთ შიშველი დარბოდა და თავის კუნთებს „ამზეურებდა“. ერთი სიტყვით, სიმონსის შფოთვა და ნერვიულობა მატულობდა. ქალაქის მთავარ პარკში რომ მივიდა, პირველად ნახა თავის ცხოვრებაში რინგი, რომელიც საგანგებოდ მათი მატჩისთვის მოეწყოთ. იქვე იდო პირსახოცები და წყლით სავსე ვედრო. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა სიმონსისთვის. შებრუნდა და იქაურობას სირბილით გაეცალა. აღარც სირცხვილზე ფიქრობდა, აღარც რეპუტაციაზე – მთავარი იყო, რაც შეიძლება, შორს გაქცეულიყო. ბუჩქებს რომ გასცდა, რაღაც მოძრავი ფიგურა შენიშნა. ორი ნაბიჯიც და პირდაპირ შეეჯახა ჯმუხ და ულვაშებიან მამაკაცს. მაშინვე მიხვდა, ვინ იყო მის წინ.
– შენ ის ექსჩემპიონი ხარ?
– შენ კი კრივის სპეციალისტი... შეგეშინდა და იმალები?
– გირჩევთ, ზედმეტი არ ილაპარაკოთ, ისედაც გაღიზიანებული ვარ. შარს ნუ ეძებთ.
– მე ვეძებ შარს? თქვენ არ გამოთქვით მატჩის სურვილი? ვინ გეხვეწებოდათ? მით უმეტეს, თუ გაქცევას აპირებდით.
– მომისმინე, ექსჩემპიონო, ენა ჩაიგდე-მეთქი. თორემ მუშტს გითავაზებ ცხვირ-პირში.
– თუ ეს შეგეძლო, რატომ გაიქეცი?
– მე? უბრალოდ, მატჩის წინ სუფთა ჰაერზე გავლა მომინდა.
– ბუჩქებში? აღიარეთ, რომ ჩვეულებრივი ლაჩარი ხართ.
სიმონსს სახეზე სისხლი მოაწვა. ხელი გამეტებით მოიქნია და მოწინააღმდეგეს ზუსტად ისე ამოარტყა ცხვირში, როგორც კრივის წიგნებში იყო აღწერილი. სისხლის დანახვამ მასზე უჩვეულოდ იმოქმედა. კი არ ჩაცხრა, კიდევ უფრო გაუცხოველდა ბრძოლის ჟინი. მაგრამ არც ექსჩემპიონი იჯდა გულხელდაკრეფილი. მანაც მოიქნია ხელი. ცოტა ხნის შემდეგ, ორივე მიწაზე გორავდა. ერთმანეთს გამეტებით ურტყამდნენ. ხან ერთის სახეზე იფეთქებდა სისხლი ფანტანივით, ხანაც მეორის. სიმონსი მერე ვეღარ იხსენებდა, როდის აიღო ქვა და მოწინააღმდეგეს სახეში ჩასცხო. მერე კიდევ... კიდევ... როცა აფთიაქარმა და ჰოლტვილის მაცხოვრებლებმა მოირბინეს, ყველაფერი უკვე დასრულებული იყო. ექსჩემპიონი აღარ სუნთქავდა. ერთიანად სისხლში მოსვრილი სიმონსი კი არაადამიანური ხმით ღმუოდა: მე ის მოვკალი, მე ის მოვკალი... და ეს სამწუხარო რეალობა აღმოჩნდა.

скачать dle 11.3