კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რა ენერგეტიკული თვისებებით გამოირჩევა ის თეფში, საიდანაც საკვებს მიირთმევთ

სწორად შერჩეული ჭურჭელი, ოჯახის წევრებსა და სტუმრებზე დიდ ზეგავლენას ახდენს – მოქმედებს მათ გუნება-განწყობაზე, შრომისუნარიანობაზე, ურთიერთობებზე.
ყველა ჭურჭელი და ხელსაწყო, რასაც სამზარეულოში კერძის მოსამზადებლად იყენებთ, გარკვეული ენერგეტიკის მატარებელია. სამზარეულოს ჭურჭელი ინახავს ინფორმაციას, მოვლენათა ნიუანსებს, რომელსაც მისი მფლობელი გადასცემს. ინფორმაცია დიასახლისიდან დიასახლისს, თაობიდან თაობას გადაეცემა.
გარკვეული ენერგეტიკული თვისებებით გამოირჩევა თეფში, რომლიდანაც საკვებს მიირთმევთ. აუცილებლად უნდა დააკვირდეთ თეფშის ფორმასა და ფერს.
* მრგვალი ფორმის თეფში, მასზე დალაგებულ საკვებს ავი თვალისგან იცავს;
* კვადრატული და შეტეხილი გვერდების მქონე თეფშის მფლობელი საკმაოდ ამაღელვებელი და რომანტიკული ბუნების ადამიანია;
* სამკუთხედი თეფშიდან საჭმლის ჭამა ადამიანს მეტად პიკანტურს ხდის და მის ავანგარდულ ბუნებას უსვამს ხაზს.
იმასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ რა ორნამენტებითაა მოხატული ის თეფში, საიდანაც ყოველდღიურად იღებთ საკვებს. ციფრებით მოხატული თეფშის მიმართ დიდი სიფრთხილე გმართებთ – მათი კომბინაცია უდიდესი ენერგეტიკული კოდის შემქმნელია. არ არის გამორიცხული, ასეთი ციფრების შეჯამება ისეთ კოდს იძლეოდეს, რომელიც ადამიანისთვის უბედურების მომტანია. ასეთი თეფშიდან საჭმლის მიღება, დროთა განმავლობაში, სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით ჯანმრთელობის მხრივ, დაგირღვევთ ძილის ხარისხს, გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას. უმჯობესია, სადა, ერთი ფერის თეფშს მიანიჭოთ უპირატესობა, თუმცა, სიფრთხილისა და დაკვირვების გამოჩენა, აქაც გმართებთ, რადგან ჭურჭლის ფერი ადამიანზე მოქმედებს და ისიც, გარკვეული მაგიური თვისებების მქონეა.
* უპირატესობა წითელი ფერის თეფშს მიანიჭეთ, თუ გსურთ, რომ სიყვარულში გაგიმართლოთ;
* საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად შავი ან ყავისფერი ჭურჭელია უკეთესი;
* თეთრი ფერის ჭურჭლიდან ჭამა აზრების კონცენტრაციაში დაგეხმარებათ;
* საკვების მირთმევა ყველაზე კარგია ცისარტყელას ფერების მქონე ჭურჭლიდან.
იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ფერის სუფრაზე აწყობთ ჭურჭელს და ვინ გყავთ სტუმრად:
* სუფრას თეთრი გადასაფარებელი გადააფარეთ და ცისფერი ჭურჭლითა და სანთლებით გააწყვეთ, თუ ოჯახის წევრებთან ან მოწვეულ მეგობართან გულითადი და გულღია საუბარი გსურთ;
* არასასურველ სტუმარს კერძი ყვითელი ჭურჭლით მიართვით;
* თუ საყვარელ ადამიანს ეპატიჟებით ბინაში ან, გსურთ, საპირისპირო სქესის სტუმრის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყროთ და თქვენით დააინტერესოთ, თეთრ სუფრაზე ვარდისფერი ჭურჭელი გაიტანეთ;
* თუ თანამოსუფრესთან მკაცრი და სერიოზული საუბარი გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია, მაგიდას ღია ყავისფერი შეფერილობის სუფრა გადააფაროთ, კერძები მწვანე ჭურჭლით გაიტანოთ და სტუმარსაც ასეთივე ფერის თეფში დაუდოთ.
აუცილებლად გადააჯვარედინეთ დანა-ჩანგალი თეფშებზე – ეს სტუმარს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს და მისგან წამოსული ცუდი ზრახვებისგან დაგიცავთ.
* თუ საქმიან პარტნიორს ფინანსური დახმარების მიზნით მოიწვევთ სტუმრად, თქვენი თეფშის ქვეშ ვერცხლისფერი, ხურდა ფული დადეთ. ეს თქვენთვის ძალზედ მომგებიანია.
როდესაც ანტიკვარულ ჭურჭელს ყიდულობთ, აუცილებლად დაინტერესდით, ვინ იყო მისი მფლობელი. ადამიანის აურას ჭურჭელი ინახავს და, თუ მისი ყოფილი მფლობელი არ გამოირჩეოდა დადებითი აურით, შესაძლოა, ასეთი ნივთის ოჯახში შეტანამ, პრობლემების წინაშე დაგაყენოთ. ზოგადად, ამის გარკვევა რთულია, ამიტომ გირჩევთ, მოერიდეთ, ასეთი ჭურჭლის ყიდვას მოერიდეთ და ახალი, სუფთა აურის შეიძინეთ.скачать dle 11.3