კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ექიმის რჩევები

ნინო კანდელაკი მაია ნუცუბიძე

კითხვა: მაქვს ხშირი შარდვა და შარდის შეკავება, დიდი ხანია; ვღებულობ 0.4-მილიგრამიან გურორეკს, ვღებულობდი 0,8-მილიგრამიანსაც, თუმცა განსაკუთრებულ შეღავათს ვერ ვგრძნობდი და ახლაც ვერ გრძნობ. პროსტატის ადენომა ზომებში მნიშვნელოვნად გადიდებული არ მაქვს, დღეს შევწყვიტე ურორეკის მიღება. მაინტერესებს, მაქსიმუმ რამდენ დღეში ვიგრძნობ მდგომარეობის გართულებას, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, ტყუილად ვიღებ აღნიშნულ პრეპარატს.
პასუხი:
არასწორად უდგებით საკითხს, არ შეიძლება, პროსტატის ადენომის დროს ასეთი თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენ ხანში შეიძლება მოხდეს გართულება, მაგრამ მოსალოდნელია ჯირკვლის ზომაში გადიდება და შარდვის შეკავების განვითარება. თუმცა, აუცილებელი არ არის, ეს მოხდეს, ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით, რა მდგომარეობა გაქვთ. თუ პრეპარატი შედეგს არ გაძლევდათ, საჭირო იყო უროლოგთან ვიზიტი და სხვა მკურნალობის დანიშვნა. მნიშვნელოვანია თქვენი ასაკიც, ჯირკვლის ზომა, პსა მაჩვენებელი და სხვა მონაცემები.
კითხვა: რას ნიშნავს ლიმფური კვანძების გაფართოება და ლიმფადენოპათია?
პასუხი:
ლიმფური კვანძების გაფართოება ნიშნავს, რომ ლიმფური კვანძი გადიდებულია, ხოლო ლიმფადენოპათია არის ტერმინი, რომელიც რამდენიმე ლიმფური კვანძის გადიდების აღსანიშნავად გამოიყენება.
კითხვა: ვარ 63 წლის, მაწუხებს ძლიერი ოფლიანობა, დავლიე დორამიცინი და გოლდრეი, გავიკეთე ცეფამედი 7 ცალი და არ მიშველა, ტემპერატურა – 36,9. გთხოვთ მიპასუხოთ, რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული და ვის მივმართო?
პასუხი:
როგორც ჩანს, თქვენ მეორადი ჰიპერჰიდროზი გაწუხებთ, ეს მდგომარეობა სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს. მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზი შეიძლება იყოს ენდოკრინული დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება – ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა, შაქრიანი დიაბეტი, აკრომეგალია, კლიმაქსი და სხვა); ნერვული სისტემის და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგია (ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, პანიკური შეტევები, ფობიური დარღვევები, პარკინსონიზმი, პოლინეიროპათია, ინსულტი და სხვა); ინფექციური დაავადებები (ტუბერკულოზი, მალარია, ბრუცელოზი, ჰელმინთოზი, სეფსისი, შიდსი და სხვა); გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონული დაავადება და სხვა); თირკმელების დაავადება; ავთვისებიანი სიმსივნეები; გენეტიკური დაავადებები და სხვა მრავალი (ჩამონათვალი არასრულია). დიფერენცირებაში ზოგადი პროფილის ექიმმა – თერაპევტმა უნდა გაგიწიოთ დახმარება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
скачать dle 11.3