№25 სულიერი ცხოვრების შესახებ
„რაც უფრო მაღლა აფრინდები რომელიმე საქმეში, მით უფრო დიდი ძალით დაეხეთქები ძირს და მხოლოდ ნამსხვრევებიღა დარჩება. ხშირად ვხედავთ, რომ ვიღაცას თავი დიდ ვინმედ მიაჩნია, გარეგნულად კი, ხელს არაფერი უწყობს. ეს სახიფათოა. ის დემონის ამპარტავნებას იძენს და, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ხარისხში სატანას უტოლდება.
***
ახლა ერში ადამიანები ნებისმიერი პრობლემით არიან დაკავებულნი. გარდა თავიანთი საკუთარისა, ჩემის აზრით, ვინმეს საკუთარი საქმე რომ ეკეთებინა, ყველაფერი სწორ რიტმზე გადავიდოდა. სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ხედავთ, რომ დემონი დაგვცინის და თითოეულს სამუშაოს აძლევს.
***
როცა საკუთარ თავს გამოვისწორებ, მაშინ ეკლესიის პატარა ნაწილიც გამოსწორდება; ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ერთსულოვანნი ვიყოთ. სულიწმიდა ერთია. ადამიანები კი, ახლა მრავალ სულს ქმნიან. ამის გაგება არ ძალმიძს.
***
ღმერთი ყველა ადამიანისგან ერთსა და იმავეს როდი მოითხოვს და მოელის. ამა სოფელს ვერ გაექცევით. არ შეგიძლიათ? მთელი ძალები ღვთისმოსაობის ამ საქმისკენ მიმართეთ, რომელთა აღსრულებაც არ შეგიძლიათ. ეს უკვე ბევრია.
***
სიმდაბლე იქონიეთ და საკუთარი თავი კარგად შეიცანით. აი, მაგალითიც: როდესაც ხიგან რომელიმე წმიდანის სახის ამოკვეთას მოვრჩები, ვფიქრობ, რომ კარგი გამოვიდა, მცირე ხნის შემდეგ მას კვლავ შევხედავ და ნაკლოვანებებს ვამჩნევ. გამადიდებელ შუშას ხომ ვერ ავიღებ, რათა დავინახო, რომ სერიოზული ნაკლოვანებები არ აქვს? იგივეა, როდესაც ხელებს ვუყურებთ. ვხედავთ, რომ ისინი სუფთაა. განა გამადიდებლით ვუყურებთ ჭუჭყისა და მრავალი მიკრობის დასანახად? იგივეა, როდესაც დაძაბულები ჩავყურებთ საკუთარ სულს, ვხედავთ, რომ სულაც არ ვართ ისეთნი, რასაც ჩვენზე სამყარო ფიქრობს და ამბობს.
***
მოთმინება ყველას უნდა გვქონდეს. მცირეთაც და დიდთაც. თუ მოთმინებას არ ვიქონიებთ, გარკვეულწილად, მუდამ დაძაბულობა გვექნება. ყოველი ადამიანი მეტ-ნაკლებად ეგოისტია. ყოველთვის, როცა ეგოიზმი გვამოქმედებს, პატარა საბაბიც კი, დიდ ჩხუბს იწვევს. იწყება იქიდან, რომ ოჯახში განსაცდელი ჩნდება. თქვენ არ ფრთხილობთ და არ ერიდებით. მცირეოდენი მოთმინება მაინც იქონიეთ და ილოცეთ. შემდეგ, როცა ერთი დაწყნარდება, მაშინ მეორესაც შეუძლია, გაგებით მოეკიდოს. დააკვირდით მეთევზეებს, რას დაიჭერდნენ, წყნარი ამინდი რომ არ დგებოდეს? მოთმინება იქონიეთ და ღვთისადმი უდიდესი რწმენა გექნებათ. ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვიაზარებია. რაოდენ მყოფობს ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში. ამას ჯერ კიდევ ვერ მივხვდით. თუ ადამიანები ამას მიხვდებიან, ძალზე უსაფრთხოდ იქნებიან და საკუთარ სულსა და მთლიანად თავის თავს უფალს მიანდობენ.
***
ჩვენ ჭინჭრის ამონაზარდს ვგავართ. შორიდან ისინი მწვანე და ხასხასა ჩანს. თითქოს მდელო ან მინდორი იყოს, მაგრამ როდესაც მიუახლოვდები და შეეხები, მაშინ ჩხვლეტას იგრძნობ და მათ მავნებლობას დაინახავ.
***
მხოლოდ შენი ცოდნის იმედი ნუ გექნება. შინაგანი ღვთაებრივი ცოდნის მისაღებად საერო ცოდნა უნდა მოთოკო. ბავშვივით უბრალო იყავი. შენი ცოდნა ნუ გაგაამაყებს. ცოდნა აამპარტავნებს.
***
მრისხანება საჭიროა, როდესაც ჩვენი რწმენა უნდა დავიცვათ და არა საკუთარი თავის ფიზიკურად დაცვისას. უნდა ვმრისხანებდეთ, როცა ვხედავთ, რომ ჩვენს რწმენას აგინებენ. თუ მე მადანაშაულებენ, ეს მოკრძალებითა და სიმშვიდით უნდა მივიღო, მაგრამ თუ მართლმადიდებლობას ადანაშაულებენ და აგინებენ, უნდა გავბრაზდე.
***
ზოგჯერ სულიერ ცხოვრებაში საკუთარი თავის იძულებაა საჭირო. ხშირად სულიერ მადას ვკარგავთ. თავი უნდა ვაიძულოთ ერთი ლუკმის შესაჭმელად და მადაც გაჩნდება. ასე ხდება, მაგალითად, ნაღრძობი ხელის შემთხვევაში. თუ მას მხოლოდ მოვეფერებით და ხელს გადავუსვამთ, არაფერი გამოვა. საჭიროა მკვეთრი მოძრაობა, რათა სახსარი თავის ადგილას ჩაჯდეს. ნუ დავემსგავსებით კუს, რომელიც ქორწილში წავიდა და ნათლობისას ჩააღწია ადგილზე“.
ბერი პაისი