კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ დაემსგავსა დღეს ეკლესია ამკრძალავ, დამკრძალავ, მაწყევართა ბიუროს და რატომ ეშინიათ ადამიანებს სასულიერო პირების

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

„იქნება ისეთივე უზრუნველობა, განცხრომა, ურწმუნოება, გარყვნილება, როგორიც იყო ნოეს დროს: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ და ყიდდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ, მაგრამ როგორც იმ დღეს, როცა ლოთი გამოვიდა სოდომიდან, წამოვიდა ზეციდან ცეცხლის წვიმა და ყველა გაანადგურა, ასევე მოხდება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა მოგვევლინება... იესო ქრისტემ ეს თქვა იმის დასტურად, რომ იგი მოვა უცაბედად, მოულოდნელად, როცა უმეტესობა ხალხისა ქვეყნიერ სიამეში იქნება ჩაძირული. ამ დროს დასრულდება თუ აღესრულება დროც და იქნება სხვა სამყარო, სხვა ადამიანები, სხვა დედამიწა და მარადისობა...”

მამა გიორგი (თევდორაშვილი): მათ ვინც გადაწყვიტეთ, რომ პეტრეპავლობის მარხვა შეინახოთ, გირჩევთ გულით, სულით შეინახეთ. ვისაც ჯერ  არ გადაგიწყვეტიათ მარხვის შენახვა, გადახედეთ ჩვენი ქვეყნის აწმყოს: დღე არ გავა, რაიმე უბედურება არ მოხდეს. ეკლესიიდან წასული ხალხი, სამწუხაროდ, დიდ განსაცდელებში ვარდებიან. მეტი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს. სულიერი ასკეტიკა უნდა ვისწავლოთ. დღეს ეკლესია ამკრძალავ ბიუროს დაემსგავსა, დამკრძალავ, ქორწინების ბიუროს, მაწყევართა ბიუროს, გაბოროტებულ მღვდლებს. ადამიანებს მღვდლების ეშინიათ. ერთმა ადამიანმა მითხრა: ისეთი კარგი მღვდელი ვნახე, არ გვეჩხუბაო. კარგი მღვდელია, თურმე, ის, რომელიც არ ჩხუბობს, არ იწყევლება. ასეთ მდგომარეობაშია დღეს ეკლესია. რომ გაიცინებ, გაიღიმებ, უხარიათ: მღვდელმა გამიცინა, არ დამწყევლა, არ მეჩხუბაო – ეშინიათ ჩვენი. ადამიანი თავად უნდა მიხვდეს, რა აუკრძალოს საკუთარ თავს, რას უყუროს და რას არა. ის, ვინც თურქულ სერიალს უყურებს, რა უნდა მას ეკლესიაში. ღვთისმშობელს ლანძღავენ და შეიძლება, ამას უყურო? თუ გსიამოვნებს, რომ დედას გიგინებენ, უყურე, ვინ დაგიშლის ამას. როგორ უნდა დავუშალო ვინმეს ფეხბურთის ყურება, მაგრამ რომ მიიდგამ ლუდს, დალევ და შემდეგ ილანძღები, ყვირი, რა თქმა უნდა, ეს არ არის კარგი. მარხვაში თუ ერთობი, ესე იგი, არ ხარ მარხვაზე. მე ამას იმიტომ გეუბნებით, რომ უფრო უკეთესი იყო და ცხონდე. სიკვდილი ფეხდაფეხ დაგვდევს, ამიტომ გეუბნებით: ჯერ მოინანიეთ, ილოცეთ, აღსარება თქვით, ეზიარეთ. რატომ ვართ მპარავები და ქურდები, იმიტომ რომ არასდროს გვცალია ეკლესიაში წასასვლელად.
– დღეს ადამიანები სასწაულებს ეძებენ, ელოდებიან. დადიან სხვადასხვა ადამიანებთან. ბევრი უწოდებს საკუთარ თავს წინასწარმეტყველს.
– არავინ იცის, ვინ იქნება ხვალ პატრიარქი, იტყუებიან. ხვალ რომ გაგიყვანს ღმერთი ამქვეყნიდან, სად მოხვდები, იმაზე იფიქრე. ბოლო წინასწარმეტყველი იყო იოანე. სხვა მკითხავებს, წინასწარმეტყველებს, საერთოდ, მკითხაობას დაანებეთ თავი. მომავლის ცოდნა არ არის კარგი. იესო ქრისტე ამბობს: ბოროტი და მემრუშე მოდგმა ეძებს სასწაულებს და არ მიეცა, გარდა იონასი, რომელიც სამი დღე ვეშაპის მუცელში იჯდა. ნუ ელოდებით სასწაულებს: ჭაღი შეტოკდა, ხატს მირონი მოსდის, ეს მითხრეს. რომელი საუკუნეა, როგორ შეიძლება ასე. იესო ქრისტე თავად გვეუბნება, მეორედ მოსვლისას რა მოვლენები განვითარდება. ნოე 7 სულთან ერთად შევიდა კიდობანში, მოხდა წარღვნა, ვინც არ შევიდა, ყველა დაიღუპა. ეს არის წინა სახე ეკლესიის. იესო ქრისტე ამბობს, როგორც იყო ლოთი ნოეს დროს, ახლაც ასე იქნება: ჭამდნენ, სვამდნენ, ქორწინდებოდნენ და თხოვდებოდნენ. ეს ცოდვა კი არ არის, უბრალოდ, მთავარი იყო ჭამა. დღესაც ასეა, მარხვაშიც სულ კითხულობენ: ეს ვჭამო, ეს მეჭმევა? სამარხო კერძების კრებულიც კი გამოვიდა. მეორედ მოსვლისას ჭამაზე იქნება ყურადღება გამახვილებულიო და მართლაც ასეა. ადამიანებს მერე ავიწყდებათ, რომ საცხოვრებლად არიან მოსულები. შედით მარკეტებში, რა ხდება: ჭამაზეა მთელი ქვეყნიერება გადასული. მეორე – სმა. იმაზე კი არ არის საუბარი, მარხვაში რა უნდა გააკეთო, კითხულობენ: თევზი ხომ იჭმევა. მერე ღვინოს დააყოლებენ და ასე მიდის ჭამა-სმა. მესამე – ქორწინდებიან და განქორწინდებიან. მთელი ბუმი იქნება დაქორწინებაზე, ოჯახის შექმნაზე. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ქალი ქალს მიჰყვება, კაცი – კაცს, უკვე დაკანონებასაც ითხოვენ. გასათხოვარი უნდა გათხოვდეს, დასაქორწინებელი უნდა დაქორწინდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შენი ამოსავალი წერტილი. ეს არ არის მთავარი: პარაკლისი გადამიხადე, დედაოსთან წავალ, რაღაცას წამიკითხავს... უნდა ნახოთ საპატრიარქოში რა ხდება მესამე-მეოთხე ქორწინებაზე კურთხევის მისაღებად. ქორწინება ერთ-ერთი პირველი საიდუმლოებაა, რომელიც სამოთხიდან მოდის. მაგრამ ამის გამო დაუფიქრებლად აღარ უნდა გათხოვდე, ფინანასური გამორჩენის გამო ან იმიტომ, რომ ვეღარ თხოვდები. სიყვარულით უნდა გათხოვდე. ჯობია, არ იყოს სიყვარულის გარეშე გათხოვება, ვიდრე ერთმანეთი არ უყვარდეთ და ბავშვები მშობლების ჩხუბს ხედავდნენ. ჭამდნენ, სვამდნენ და შემდეგ ამას ემატება – ყიდულობდნენ, ყიდიდნენ, რგავდნენ.  კვირას ყველა ბაზრობაზე გარბის: მამაო, რემონტი მაქვს, ეს უნდა ვიყიდო, რომ არ წავიდე, არ შეიძლება. კვირას არის დასვენება, მივდივართ აგარაკებზე, ვრწყავთ, მხოლოდ კვირას და კვირას. ანუ ხალხი მხოლოდ ყოფა-ცხოვრებით იქნება დაკავებული და ასე არის ახლაც. ნოე აშენებდა კიდობანს, ჩვენ ვაშენებთ შენობებს. აქ, ამქვეყნად რომ იშენებ სახლს, იმქვეყნად არ გინდა? ჯერ სულიერი სახლი უნდა ააშენო, რომელიც  სარწმუნოებაზე იქნება დაფუძნებული, კედლები სათნოებით უნდა ამოიყვანო და სიყვარულით უნდა გადახურო. მაგრამ შენ რომ აშენებ და ამ დროს სიკვდილი მოვა, რას ეტყვი: არ დავდიოდი წირვაზე, რადგან  ვაშენებდი, ვსვამდი, ვჭამდი, ვთხოვდებოდი, ვრგავდი და ასე შემდეგ. ერთი სიტყვა არ არის ნახსენები სიკეთეზე, სიხარულზე, სიყვარულზე, მარხვაზე. ამას ამბობს იესო ქრისტე. ტელევიზორში შემოსილი მკითხავები რომ გამოდიან, სადმე ახსენებენ ქრისტეს? მე ვნახეო, მე მქონდა გამოცხადება, მე ვიცი, პატრიარქმა მაკურთხაო. ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: ამას იტყვის უფალი. ხომ ხედავთ, ნამდვილ წინასწარმეტყველებს და ცრუ წინასწარმეტყველებს შორის რამხელა განსხვავებაა. ამ ყველაფერს ამბობს იესო ქრისტე, რადგან მან იცოდა და იცის ჩვენი მთავარი მოთხოვნილება არის –  რა იქნება მომავალში.
– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რა მდგომარეობაშია?
–  გაიგე, დღეს რა მდგომარეობაში ხარ და გაიგებ ხვალ რა მდგომარებაში იქნები. ჩვენს ცოდვებს უნდა დავაკვირდეთ. მარხვაც სწორედ ეს არის, ვფიქრობ: რას ვჭამ, რას ვსვამ, ნაკლებს ვყიდი, ნაკლებს ვყიდულობ, ნაკლებად ვფიქრობ ხორციელ პრობლემებზე. თუ სულიერ პრობლემებზე ვიფიქრებ, ვიზრუნებ ,ოჯახიც მექნება, შვილებიც მეყოლება, ვიყიდი კიდეც, გავყიდი კიდეც, შევჭამ კიდეც. მაგრამ ჯერ ეძებეთ სასუფეველი ცათა, სიმართლე მისი და დანარჩენი, ყველაფერი მოგეცემათო. მაგრამ შენი პირველი მისწრაფება თუ ის იქნება, აკეთო, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ვერაფერსაც ვერ მიაღწევთ. კი არ ვიწყევლები, მინდა, რომ გათხოვდეთ, იყიდოთ კიდეც, მოხნათ კიდეც, მაგრამ ჯერ სულის ცხონებაზე უნდა იფიქროთ, ეძიოთ. წაიკითხეთ საქმე წმიდა მოციქულთა, პეტრე-პავლეს დაუჯდომელი, დრო თუ დაგრჩებათ, ფეხბურთსაც უყურეთ, მაგრამ ჩემი დედა, შენი დედაო ნუ იძახით. არავინ არაფერს გიკრძალავთ, დაბალ დონედ მიმაჩნია გამოვაცხადო: ვინც ამ ტელევიზიას უყურებს, ის ხვალ ეკლესიაში არ მოვიდეს. ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა, ამხელა ადამიანებს გითხრათ, რა ჭამოთ, რა დალიოთ, რა გაყიდოთ. სახარებაში წერია, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ სწორედ ასეთ მატერიალურ საკითხებზე იქნება ყურადღება გამახვილებულიო. ამაზე მეტი წინასწარმეტყველება რაღა გინდათ. მარხვაში რომ ხართ, კარგად დააკვირდით: რამდენს ჭამთ, რას ჭამთ, რამდენს სვამთ, ვინ მოგყავთ, ვის მიჰყვებით, რას აშენებთ, რას რგავთ. ეს არის სახარებისეული სწავლება, ჭეშმარიტება, რომელსაც წინ ვერავინ აღუდგება. ნორმალურად ჭამეთ, დალიეთ, ოღონდ, უპირველეს ყოვლისა, სასუფეველი ცათა ეძიეთ, დანარჩენი, ყველაფერი მოგეცემათ.

скачать dle 11.3