კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რის გამო იყვნენ შოკში იოანე ბაგრატიონ–მუხრანელისა და ქრისტინე ძიძიგურის ქორწილში საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა სამეფოს წარმომადგენლები და მსოფლიოში გავლენიანი ბიზნესმენები და რატომ თქვა წყვილმა საქორწილო საჩუქრებზე უარი

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

3 ივნისს სვეტიცხოვლის ტაძარში პრინცმა იოანე ბაგრატიონ-მუხრანელმა და მშვენიერმა ქრისტინე ძიძიგურმა ჯვარი დაიწერეს. მათ 4 წლის წინ ესპანეთში მოაწერეს ხელი. მას შემდეგ ფიქრობდა წყვილი საქართველოში ჯვრისწერასა და ქართული ქორწილის გადახდაზე. ჯვრისწერასა და ქორწილს წინ კიდევ არაერთი მოვლენა უძღოდა. და ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა. იყვნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. წყვილი კი, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით ლამაზი, დახვეწილი იყო პატარძალი. მე მათ კიდევ ერთხელ ვულოცავ და უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ (ფოტოები – ჟურნალი HELLO, ფოტოგრაფი ნინა კოსტომაროვა).
                                                 მზადება ქორწილისთვის
როგორც შევიტყვეთ, იოანე ბაგრატიონ-მუხრანელს ყოველთვის უნდოდა საქართველოში გადაეხადა ქართული ქორწილი, სადაც მისი სტუმრები ჩვენს ქვეყანას გაიცნობდნენ. საქართველოს პატრიარქის კურთხევით, ჯვრისწერისთვის შეირჩა სვეტიცხოველი, მისივე კურთხევით, წყვილს ჯვარი დაწერა პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგიმ (ზვიადაძე). სტუმრების პატივსაცემად, ჯვრისწერა ორ ენაზე მიმდინარეობდა. „შატო მუხრანიც“ სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ იოანე ბაგრატიონ-მუხრანელია, თავისი წინაპრების ნაკვალევზე უნდოდა ჩაეტარებინა ღონისძიება, რომელიც მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, იოანეს სურვილი იყო, ჩამოსულიყვნენ მისი მეგობრები და არა მხოლოდ
ქორწილს დასწრებოდნენ, არამედ ტურისტული თვალსაზრისით გაეცნოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ახალი ლოკაცია მსოფლიოს რუკაზე, რადგან ამ საზოგადოებას ცნობილი ტურისტული ადგილები, მარტივად რომ ვთქვათ, მობეზრდათ და ახალი სივრცე სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ეს იყო ქორწილი-ივენთი, რომელიც ჯვრისწერის შემდეგ, უკვე, საქართველოს
პოპულარიზაციაზე აკეთებდა აქცენტს.
რადგან იოანე ესპანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელია, დედის მხრიდან კი, 4 ევროპულ სამეფოსთან არის დაკავშირებული, მას ჰქონდა იურიდიული უფლება, სამეფო ოჯახის წევრები, თავისი ნათესავები საქართველოში ოფიციალური სტატუსით დაეპატიჟებინა და რა თქმა უნდა, ისინიც დიდი სიამოვნებით ჩამოვიდნენ. შესაბამისად, სტუმრების უმრავლესობა ან სამეფო ოჯახიდან იყო, ან გავლენიანი, ცნობილი ბიზნესმენები, მაგალითად:  „ბეემვეს“ მეპატრონე თავის ოჯახთან ერთად, ასევე „სვაროვსკის“ მეპატრონე, „ლამბორჯინის“ მფლობელი თავის ოჯახთან ერთად და ასე შემდეგ. ამ რანგის ამდენი სტუმარი საქართველოში ერთად არ ყოფილა. 600 ადამიანზე იყო ქორწილი გათვლილი და ორდღიანი ღინისძიება გამოვიდა. 1 ივნისს გაიმართა სტუმრების მიღება და წყვილის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის, „ქართული ფონდის“ პრეზენტაცია. ორგანიზაცია
საქართველოში ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობასა და უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. ქრისტინემ და იოანემ უარი თქვეს საჩუქრებზე და ის თანხა, რომელიც სტუმრებს საჩუქრებში უნდა გადაეხადათ, ფონდში ჩარიცხეს, რომელიც მთლიანად ამ მნიშვნელოვან საქმეს მოხმარდება. როგორც შევიტყვე, ქორწილის ორგანიზება მთლიანად ოჯახის პირადი ბიუჯეტიდან გაკეთდა.
ქორწილის დღეს განსაკუთრებით ნერვიულობდა იონე ბაგრატიონ-მუხრანელი, რადგან გარდა იმისა, რომ ჯვარს იწერდნენ, ამდენი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო მისი პრეზენტაცია ქართული საზოგადოების წინაშე. ქრისტინეც და იოანეც ყველა დეტალში იყვნენ ჩართულები. მეორე დღეს, 2 ივნისს მათი ორგანიზებით უკვე  გალა ღონისძიება გაიმართა – საღამოს კაბებით, სმოკინგებით... სტუმრებს თავიანთი ქვეყნების ელჩები დახვდნენ.
                                               ქორწილის დღე
3 ივნისს კვირა დღეს უკვე ჯვრისწერა და ქორწილი გაიმართა. ქრისტინე ქორწილში განსაკუთრებულად ლამაზი იყო. მისი სადედოფლო კაბის იდეა „მარიონელას“ ეკუთვნოდა. კაბის დეტალებზე მან და იოანეს დედამ იზრუნეს. კაბა მთლიანად ხელით იყო მოქარგული. რაც შეეხება გვირგვინს, რომელიც
ქრისტინეს თავზე ედგა, იოანეს ოჯახის საკუთრებაა, რელიკვია, რომელიც საქორწილო სამშვენისად გამოუგზავნეს. საგვარეულო, ძვირფასი გვირგვინი სპეციალურად ჩამოიტანეს საქართველოში. მას ოჯახში დიდ დღესასწაულებზე, ქორწილში იდგამენ თავზე. საგვარეულოა ბეჭედიც, რომელიც ქრისტინეს ეკეთა. იოანეს დედამ აჩუქა და ნიშნობის დღეს, 4 წლის
წინ, იოანემ გაუკეთა თითზე. ჯვრისწერის გვირგვინებიც წყვილის გემოვნებით შეიქმნა. რაც შეეხება იაონეს შესამოსელს, ქართული „სადარბაზო“ ჩოხა ეცვა, რადგან უნდოდა, ყველაფერი ქართული ყოფილიყო.
წყვილი ქორწილამდე ორჯერ იყო პატრიარქთან, რომელმაც მათი უცხოელი სტუმრები მიიღო და თავისი საგალობლები, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სათითაოდ გაიცნო ყველა. ქრისტინეს და იოანეს კი უსურვა უპირველეს ყოვლისა, ბევრი შვილი, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. საპატრიარქოშივე გადასცა იოანეს მისმა უწმიდესობამ გამოცემა „ნათელი ქრისტესი“, რომელიც სულ 300 ცალი გამოდის. ერთი აქვს ბრიტანეთის დედოფალს, რომის პაპს და ახლა უკვე – იოანეს. გარდა ამისა, მამა გიორგიმ ჯვრისწერის შემდეგ იოანეს გადასცა პატრიარქის კიდევ ერთი საჩუქარი,  დავით აღმაშენებლის ხატი და უსურვა ასეთი ძლიერი ყოფილიყო. ჯვრისწერის ცერემონიალი ძალიან ლამაზი იყო, ორი გუნდი გალობდა: სიონისა და სვეტიცხოვლის. სტუმრები შოკში იყვნენ როგორც ცერემონიალის ხილვით, ასევე,
ნეფე-დედოფლის სილამაზით. მარიამ როინიშვილმა ჯვრისწერის დამთავრების შემდეგ „კირიე ლეისონი“ იგალობა. ყველანი გაოცებულები და ბედნიერები იყვნენ.
 რაც შეეხება ქორწილს, თავიდან ფოტოგადაღება გაიმართა. „ერისიონმა“ საჩუქარი გაუკეთა წყვილს – სტუმრების წინაშე 7 ცეკვა შეასრულეს. ქორწილი ქრისტინესა და იოანეს „დავლურით“ გაიხსნა. ქრისტინე  წლების წინ „ერისიონში“ ცეკვავდა, ახლა ბევრი ეცადეს, რომ იოანესაც ევლო რეპეტიციებზე, მაგრამ მოუცლელობის გამო ვერ მოახერხა. თუმცა ცეკვას შესანიშნავად გაართვა თავი. სანახაობრივი თვალსაზრისით, ძალიან დატვირთული ქორწილი გამოვიდა, ტორტის შემდეგ დიჯეიმ გაართო სტუმრები. პრინც იოანეს ასეთი კონცეფცია ჰქონდა შემუშავებული: უნდოდა, სტუმრები ერთმანეთს დაახლოებოდნენ, ამიტომ მაგიდები არ იყო დანომრილი. ვისაც სად ესიამოვნებოდა, იქ უნდა დამჯდარიყო. დიდ სახლში მისულ სტუმრებად რომ ეგრძნოთ თავი, მაქსიმალურად შინაურული გარემო იყო შექმნილი. ყველაზე გრანდიოზული და გამაოგნებელი მაინც ტორტი გამოდგა. საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. უცხოელი სტუმრები დიდი ემოციებით დაიტვირთნენ, აღფრთოვანებულები იყვნენ.
скачать dle 11.3