კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ ანდობენ მსოფლიოში პრესტიჟული კომპანიები საკუთარ კოდს გიორგი ჭიჭინაძეს და როგორ შექმნა მან გველთევზასგან ანბანი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

არტ-დირექტორი გიორგი ჭიჭინაძის მიერ შექმნილი „ბარამბოს“ ნაყინის დიზაინმა ლონდონში „ქრეათივფულის“ კონკურსში გაიმარჯვა და ოქროს ჯილდო მოიპოვა, რომელიც ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიზაინ-ფესტივალია. გიორგი ჭიჭინაძის ნამუშევრები გამოიცემა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვან გამოცემებში.
გიორგი ჭიჭინაძე: ბრიტანული პლატფორმა – „ქრეათივფულ“, არის ადგილი, სადაც გააერთიანეს წამყვანი დიზაინერები. ეს არის ადგილობრივი სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი დაჯილდოება. დიზაინის ინდუსტრიაში – მძლავრი საიტი და მძლავრი მედია. ანალოგად მოვიყვანდი „მარკეტერს“, მაგრამ აქ მხოლოდ სარეკლამო სივრცეს ეთმობა დრო. ეს ყოველწლიური ადგილობრივი ფესტივალია, როგორიც მაგალითად, „კანის ლომებია“, უბრალოდ, ეს მოიცავს სხვა ქვეყნებსაც.
– რა ნამუშევრით იყავი ნომინაციაში წარდგენილი?
 – ნომინაციაში „ბარამბოს“ საოჯახო ნაყინების ახალი შეფუთვები წარვადგინე, როგორც ჩემი ნამუშევრები, როგორც ინდივიდი და არცერთ შემთხვევაში არ განიხილებოდა კომპანიის ნამუშევრებად.  მოგეხსენებათ, რომ ჩემი მეშვეობით განახლდა მთლიანად „ბარამბოს“ ახალი ხაზი და მოხდა ძველი შეფუთვებისა რესტაილინგი. იქ ნაყინის დიზაინის თანამედროვე შეფუთვის ჩემი კონცეფციით გავიმარჯვე. თითქმის 1 თვე ვიბრძოდით. ნამუშევრებზე ონლაინ ხმის მიცემა იყო. შემდგომ ეტაპზე კი – უკვე დახურული ხმის მიცემა. 10 მაისს, გაიმართებოდა დაჯილდოება და ხალხის ხმაც დაემატებოდა. იყო ვერცხლი, ბრინჯაო და ოქრო. „შორთ ლისტში“ 15 ადამიანი ვიყავით. სწორედ აქედან უნდა მომხდარიყო გამარჯვებულის არჩევა. დაჯილდოებაზე მიმიწვიეს, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო, წასვლა ვერ შევძელი. 11 მაისს მომივიდა მოლოცვების წერილი, რომ მე გავხდი ხალხის რჩეული. დაახლოებით, 20 000-მა ადამიანმა მოიწონა ჩემი პროექტი და დამიჭირა მხარი, რამაც განაპირობა ოქროს მედლის პოზიციაზე ჩემი კანდიდატურის განხილვა და შემდგომ გამარჯვება. დაჯილდოება გაიმართა ეროვნული ბანკის შენობაში, დიდ ბრიტანეთში. გამარჯვებულებს გადაეცათ ოქროს მედლები, ოქროს წიგნი და საიტზე – ბევრი პრიორიტეტი და, შესაძლოა, 2019 წელს ჟიურიშიც გვიხილოთ.
–  როგორ შეხვდნენ უცხოეთში შენს გამარჯვებას?
– ამას მოჰყვა გამოხმაურება იქაური მსხვილი ინდუსტრიებიდან  და მწარმოებელი კომპანიებიდან. მივიღე ბევრი მოლოცვის წერილი. ყურადღების ცენტრში მოვხვდი უცხოურ ბეჭდურ მედიაში. არ ვიცი, რამ განაპირობა, მაგრამ ძალიან დიდი მოთხოვნაა ჩემს სტატიებსა და გაკვეთილებზე. როგორც თანამედროვე არტისტს, მითმობენ ყდებს და ყველაფერ ამაში ფულს მიხდიან. ავსტრალიურ ჟურნალში, თითქმის 4 წინა გვერდი დამითმეს; ინგლისურ ჟურნალში, რომელიც ძალიან პოპულრულია სარეკლამო ინდუსტრიაში, „დიჯითალ არტში“, ქავერის ავტორი ვიყავი. ჩემი გაკვეთილები დაიბეჭდა ბრიტანულ ცნობილ გამოცემა „კომპიუტერ არტში“. ევროპა არის ადგილი, სადაც შრომით მიაღწევ ყველაფერს. ევროპას უყვარს პროფესიონალები. ევროპამ მომცა კარგი კონტაქტები, თავდაჯერებულობა. როდესაც „კოკა–კოლა“ გწერს, „მალიბუ“ რომ  თავის კოდს და პაროლს გაძლევს, მის საიტზე შესასვლელად.
– როგორ მოხვდი ამ სფეროში?
– სამი წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ. მანამდე უცხოეთში ვმუშაობდი და ვმოღვაწეობდი. ვიყავი ბევრი კომპანიის წარმატებული სამხატვრო ხელმძღვანელი, მაგრამ თბილისის სიყვარულმა მაინც სახლში მომიყვანა. უნივერსიტეტში, სამხატვროზე სწავლის დროს, ვინაიდან საღებავები ძალიან ძვირი ღირდა, დავინტერესდი კომპიუტერული, ციფრული მხატვრობით და ძალიან მომეწონა, რადგან ამით მომეცა საშუალება შეუზღუდავად მეხატა. ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი, მივხვდი, რომ ოჯახის ფულს არ ვხარჯავდი და განვაგრძე ექსპერიმენტები. საქართველოში ამ სფეროში არავინ არაფერი არ იცოდა, ინტერნეტის საშუალებით რომ დავუკავშირდი უცხოელ არტისტებს, მივხვდი, რომ ცხოვრება საკმაოდ წინ იყო წასული, ვიდრე თბილისში გვეგონა. დავტოვე ქვეყანა და ექვსი წელი ვიყავი ემიგრაციაში, რთული გზა გავიარე. თავიდან დავიწყე პატარა დიზაინის კომპანიებით. მე არტ-დირექტორი ვარ და რადგან არ ვიყავი კმაყოფილი – ჩემს მოგონებულს დიზაინერები კარგად ვერ მისრულებდნენ, სულ შესწორება შემქონდა – მე თვითონ ვისწავლე დიზაინი და უფრო კარგად გამომივიდა. გამოვიჩინე თავი გუნდურ, კრეატიულ მუშაობაშიც. აქედან ჩასული ევროპაში არავინ ხარ და მინდოდა, თავი დამემკვიდრებინა. პირველად საბერძნეთში ვიყავი, შემდეგ გერმანიაში მიმიწვიეს. მერე მოვხვდი აზოვის კუნძულებზე, რადიო „პიკოში“, რომელიც პორტუგალიასა და კანადას შორის მდებარეობს. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ატლანტის ოკეანეში ყველა ძუძუმწოვარი გაივლის. დელფინებთან და ვეშაპებთან ერთად შეგიძლია, გაცურო. აქ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ბევრი წარმომადგენლობაა. ამ ყველაფრის ინსპირაციამ იმხელა ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, რომ დავიქირავე ნავი და მთლიანობაში, ოთხი დღე წავედი იქ სათევზაოდ – სავსე მთვარეზე  აქ გველთევზა მორეიაზე თევზაობენ. მომივიდა ინსპირაცია, რომ გამეკეთებინა ამ გველთევზებიდან ანბანი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
–  „ბარამბოში“ როგორ მოხვდი?
– ყველაზე საინტერესო ქეისები იყო „სუპერბოქსის“ ფენეარი რომ გავაკეთეთ, ეს არის მათი ყველაზე საამაყო ლუდი. სტუდიური გადაღება მაროკოში იყო და დაჯდა 69 ათასი ევრო. დიდი წარმატება მოვიპოვე, მერე შვეიცარიიდან, ყველაზე წარმატებული კომპანიიდან „ელიფენტიდან“ მომწერეს. ჩავედი, დავიწყე მუშაობა. მერე ჩემმა ძველმა მეგობარმა ჰოლანდიაში გახსნა დიდი კომპანია და არტ-დირექტორად მიმიწვიეს. იქ ექვსი თვე დავყავი, მაგრამ ოჯახური პრობლემების გამო მომიწია თბილისში ჩამოსვლა. აქ რამდენიმე კომპანიაში ვიყავი. ამის შემდეგ მოვხვდი „ბარამბოში”.
– როგორია შენთვის მოსაწონი გოგო?
– ჩემთვის მთავარია, გოგო აზროვნებდეს. ყველაფერი იწყება ერთგულებით და არ მიყვარს ფანატიზმი, ფანატიზმი არის გადამეტებული სიყვარული ნებისმიერი რამის მიმართ. როდესაც გოგო გეუბნება: „შენ ყოველ შაბათ-კვირას კლუბში უნდა იარო, მეტი არ გესმის...“ მეტიც მესმის – ლისაბონში, ყველაზე პრესტიჟულ ადგილას არის მალკოვიჩის კლუბი, სადაც პლუსები მქონდა და დავდიოდი. ძალიან უბრალო ადამიანი ვარ და ვერ ვნახე ჩემნაირი უბრალო ადამიანი. ქართველ გოგონებს ხიბლის მომენტი აქვთ. არ შეიძლება ხიბლში ჩავარდე. მეც მქონდა მომენტი, როდესაც დიდი „ჯიპი“ მყავდა. გავყიდე, იმიტომ რომ ვხედავდი, მამაჩემის ტოლი ხალხი ნაგავში იქექებოდა და ძალიან ცუდად ვხდებოდი, როდესაც ეს ღლაპი ვიჯექი ამ მანქანაზე და ადამიანი, რომელსაც არ გაუმართლა, ნაგვიდან რაღაცას ჭამდა. დღეს დავდივარ ძალიან უბრალო დამტვრეული, დალეწილი მანქანით და კომფორტულად ვგრძნობ თავს.
скачать dle 11.3