კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ ეკონტაქტება მია როდსი მიცვალებულებს სასაფლაოზე და რა ურთიერთობა აქვს მას ბადრი პატარკაციშვილის სულთან

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

მია როდსი ნეკრომაგია. შთამომავლობით – „ვედმა“. მას ბავშვობიდან იზიდავდა სასაფლაოები და მიცვალებულებთან ურთიერთობა. მან იხილა და შეიგრძნო, თუ როგორ გამოსჭრეს ყელი წინა ცხოვრებაში. ხედავს, ადამიანი მოჯადოებული, დაწყევლილი არის თუ არა და უახლოვდება თუ არა მას სიკვდილი. ამბობს, რომ ბადრი პატარკაციშვილის სულთან კონტაქტობს და ბადრი იმქვეყნიდან ბევრ სურვილს უსრულებს.
მია როდსი: მე ვარ ნეკრომაგი. ადამიანებს მიცვალებულების დახმარებით ჯადოსა და საგვარეულო წყევლას ვუხსნი. შევქმენი ჩემი პირადი არკანები, სადაც გაერთიანებული არის სისხლის მაგია, ნეკრომაგია, სარკის მაგია, დროის მაგია, სტიქიები და ასე შემდეგ, რომელიც საგვარეულო ხაზს ხედავს, ანუ რა ხდებოდა მასში. ჩემთან მოსულ ადამიანს, უპირველესად, დიაგნოსტიკა უტარდება და  ვადგენ, თუ არის ამ ადამიანზე ჯადო, შავმაგიური ზეგავლენა. სარკის მაგიაზეც ვმუშაობ, სარკე იმახსოვრებს ინფორმაციებს, ემოციებს. სწორედ ამიტომ ვაფარებთ სარკეზე ქსოვილს, როცა მიცვალებული სახლშია, რათა მიცვალებულის სული სარკეში არ გაიჭედოს. ჯადო, ეს არის ენერგოინფორმაციული დარტყმა ადამიანზე, სპეციალისტი აძლევს პროგრამას, რომ ამ ადამიანმა მოიკლას თავი, ან პირიქით, რომ იყოს წარმატებული და ჰქონდეს ბარაქა. სასიკვდილო ჯადო იხსნება სასაფლაოზე. მე უარყოფით ჯადოებს არ ვაკეთებ.  
– როდის აღმოაჩინეთ ეს ნიჭი თქვენში?
– ნეკროენერგია ჩემში ბავშვობიდან დაიწყო. ჩემი ორივე ბებია, მათი დედები „ვედმები“ იყვნენ. შთამომავლობითი „ვედმა“ ვარ. სიტყვა „ვედმის“ ძალიან ეშინიათ, ეს იგივე გრძნეულია, ანუ ვგრძნობ მეტს, ვიდრე სხვა. ექვსი წლის ასაკიდან მივხვდი, რომ ჩემს თავს რაღაც უცნაურობა ხდებოდა, არ ვიყავი ჩვეულებრივი ბავშვი. როდესაც ეგონათ, რომ ეზოში ვთამაშობდი, ბებიას და ბაბუას გავეპარებოდი და სასაფლაოზე ვიყავი. ცოცხლებთან ამ ბოლო დროს დავიწყე ურთიერთობა, რადგან არასდროს ესმოდათ ჩემი. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ცოცხალი ადამიანის უკან დგას მისი მფარველი მიცვალებული, თუმცა, შეიძლება, მტერიც იყოს, რაც ადამიანის აურაზე აუცილებლად იგრძნობა. ასეთი ადამიანი, ჯანმრთელობის მხრივ, ძალიან ცუდად არის. როდესაც ადამიანს უკეთებენ სასაფლაოს მაგიას, დამიწება ხდება, ცოცხალ ადამიანს მიაწებებენ მკვდარს და ძალიან სწრაფმოქმედი და სასტიკი მაგიაა. მე ამ ყველაფერს ვხედავ. სასაფლაოზე მზის ჩასვლის შემდეგ ჩვეულებრივი ადამინი არ უნდა იყოს, თუ მოხსნას ვაკეთებთ, იქ ვართ მხოლოდ ჩვენ. ზოგჯერ ჩვეულებრივი ადამიანი ვერ მომყვება და ასეთ შემთხვევაში მის რაიმე ნივთზე გადმოვიტან ამ ენერგიას, სასაფლაოზე წავიღებ და ამ უარყოფით ენერგიას სიკვდილის ეგრეგორი ჩაიბარებს.
– რა ხდება სასაფლაოზე, როგორ ეკონტაქტებით მიცვალებულებს?
– სასაფლაოზე ვათვალიერებდი სულებს. სასაფლაოზე დიდი იერარქიაა, როგორც ჯარი, ისე არიან – მეფე, დედოფალი, ბაზიერები. თუ არ მიგიღო სასაფლაოს სულმა, ჯობია, მობრუნდე, თორემ შეიძლება, სიკვდილითაც კი დასრულდეს. სასაფლაოს ჰყავს თავისი მეფე და დედოფალი – პირველად დამარხული ქალი და კაცი, ისინი თავის ეგრეგორს უკვე სასაფლაოში ინახავენ. ყველა სული თავის სურვილს ამბობს. ძირითადად ითხოვენ წყალს, იმიტომ რომ წყლის ენერგიით, შაქრით და ხურდებით ისინი მოდიან და გესაუბრებიან. საკმარისია, მიცვალებულს დაუდო მონეტა, ის ალაპარაკდება და გიყვება ყველაფერს. ყოფილა შემთხვევა, შედიხარ, უტოვებ გადასახადს, ეს შეიძლება იყოს ღვინო, ხორცი, დაკლული ცხოველის სისხლი, ტკბილეული და წინასწარ უთანხმდები სიკვდილის სულს. გააჩნია, რა რიტუალს ატარებ. ყველა სასაფლაოს თავისი სული აქვს. თავისებურად განსხვავდებიან სასაფლაოები. არის სასაფლაოები, სადაც მე არ ვმუშაობ, იმიტომ რომ იქ ზედმეტად მომთხოვნი სულები არიან. მაგალითად, უთხოვიათ გადასახადი ორი ათასი დოლარი და მე მითქვამს, რომ არ მიღირს. გამოვბრუნდები და მივდივარ იქ, სადაც უფრო გულუხვი სულები არიან. როდესაც შევდივარ სასაფლაოზე თვალდახუჭულს შემიძლია, ვიპოვო საფლავი, რომელიც მე მინდა, იმიტომ რომ იქ უკვე სიკვდილის სული მეხმარება.
–  ქალები უფრო მოდიან თქვენთან თუ მამაკაცები?
 – უფრო მეტად კაცები მაკითხავენ, რომ მოვუჯადოვო ვინმე ქალი, მე ასეთ რამეებს არ ვაკეთებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ქალსაც უყვარს, უბრალოდ, ზედმეტად მეტიჩარაა. ვეკითხები არკანებს, მაქვს თუ არა უფლება, ჩავერიო ბედისწერაში... მე მქონია შემთხვევა, როდესაც მოსულა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სიდედრი უკეთებდა სასიკვდილო ჯადოს, შემდეგ ასეთი ადამიანი ავადდება, ლოთდება. ლოთობის, ნარკომანობისა და იგრომანიის ძირი არის, შავმაგიური დაბინძურება. ასეთი ადამიანი, ადრე თუ გვიან, ტანჯვა-წამებით კვდება. არავის ვურჩევ სისხლისმიერ ნათესავზე ჯადოს გაკეთებას, რადგან ეს მთელ გვარზე ხორციელდება. ხოლო როდესაც სქესობრივი ურთიერთობაა ადამიანებს შორის, პარტნიორზე გადადის. ამიტომ ხშირად ვამბობ, ნუ იცვლით საყვარლებს, თორემ ჯადოსაც „გადმოიკატავებთ“. კაცი, რომელსაც ბევრი საყვარელი ჰყავდა, აუცილებლად ისჯება სამყაროსგან – ყველა ის ქალი ცუდს თუ არ უკეთებს, უსურვებს მაინც და შეიძლება, ეს კაცი იმპოტენციით დაავადდეს. ასევე, არც ქალბატონებს არ ვურჩევ, რომ ბევრი პარტნიორი გამოიცვალონ. ამით მათი აურა ბინძურდება და მათი კარმა იგრიხება. ადამიანს რომ შევხედავ, ვგრძნობ, რამდენი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ხშირად ჩაიცვან მწვანე ფერის ტანსაცმელი. დოლარი მწვანე ფერის შემთხვევით არ არის. დოლარზე მაგიური ნიშნებია გამოსახული, ამიტომაც არის ასეთი ძლიერი. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ კიბოს 95 პროცენტი არის შავი მაგია, წინა ცხოვრებაში დაგროვილი შავმაგიური, კარმული დაბინძურებაა. ადამიანს არ დაემართება კიბო, თუკი წინა ცხოვრებაში სუფთად ცხოვრობდა.
– ადამიანის სიკვდილს წინასწარ ხედავთ?
– კი. ვხედავ. სამწუხაროდ, რამდენიმე ჩემი ნათესავი დაიღუპა – ვერ მოვასწარი გამეფრთხილებინა. ჩემი ბიძა გავაფრთხილე, ფეხი არ გაედგა სახლიდან. დამიჯერა და გადარჩა. სიკვდილს შეიძლება, გამოსთხოვო ადამიანი, შეევედრო და თუკი ის თანახმაა, შეიძლება, გადაავადო სიკვდილი. როდესაც ადამიანი მიმყავს სასაფლაოზე და მთავარანგელოზმა მიქელ გაბრიელმა მიიბრუნა პირი, მე ამ ადამიანს ვერ ვეხმარები.
– ამერიკაში როდესაც ცხოვრობდი, იქ რას საქმიანობდი?
– ამერიკაში დავდიოდი ქასთინგებზე, ვმოდელობდი და ვმსახიობობდი, ოღონდ ეს იმისთვის, რომ შემოსავალი მქონოდა, სინამდვილეში, მაგიაში ჩემი ცოდნის გასაღრმავებლად წავედი და იქ ბევრი რამ შევისწავლე. ერთხელ ამერიკაში რეგრესთერაპია ჩამიტარეს, ანუ მსუბუქი ჰიპნოზი და ვნახე, წინა ცხოვრებაში როგორ გამომჭრეს ყელი, ეს იყო საშინელება, ვღრიალებდი, ვკიოდი, მეზობლები შეიყარნენ, რა ხდებაო, ძალიან მძიმე იყო, მაგრამ განვიკურნე, ჩიყვი გაქრა. ექიმი გაგიჟდა, ჩიყვი სად წავიდაო. უეცრად დამეწყო ჩიყვი, ზუსტად იმ ასაკში, როცა მე წინა ცხოვრებაში იქ ყელი გამომჭრეს.  
– რა კავშირი გაქვს ბადრი პატარკაციშვილის სულთან?
– ბადრი პატარკაციშვილს პირადად არ ვიცნობდი. მორიელი იყო, მეც მორიელი ვარ და ეს ჩემთვის განსაკუთრებული სულია. კარმული ამბავია და მე და ბადრი პატარკაციშვილი წინა ცხოვრებაში მაღალ ეშელონში ერთად ვიყავით. მასთან სულიერი კარმული ურთიერთობა მაქვს. მის სულს ვუნთებ სანთელს. ბადრი პატარკაციშვილს ძალიან ბევრი კარგი რამ აქვს ჩემთვის გაკეთებული, რასაც ვთხოვ, ყველაფერს მისრულებს, მეტი რა უნდა გამიკეთოს იქიდან ადამიანმა. მოსიყვარულე მიცვალებულის გულს უფრო შეუძლია, ბევრი სურვილი აგვისრულოს, ვიდრე ცოცხალ ადამიანს. რაც უფრო ვაძლიერებთ მიცვალებული ადამიანის სულს, მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ. ბევრს ეცინება ამ ყველაფერზე, ბევრს ეშინია. თუ ვინმე იცინის, მე არ მწყინს, იმიტომ რომ მერე მას სიკვდილის ეგრეგორთან ექნება საქმე  და ვის დასცინიან – სიკვდილს? სიკვდილმა არ იცის კარგი პასუხის გაცემა.
скачать dle 11.3