კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რა სერიოზულ დაავადებებს იწვევს ბავშვებში მარწყვი და საზამთრო და რომელი სეზონური ინფექციები შეიძლება, გახდეს ფატალური

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ზაფხულის სეზონი ნაწლავური თუ სხვა ტიპის ინფექციების აფეთქების პერიოდად ითვლება. ინფექციები საკუთარ „მსხვერპლად“ განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებს ირჩევენ. ზაფხულის დაავადებების გამომწვევებად სხვადასხვა მწერებთან ერთად, სასმელი წყლის დაბინძურება და ხილიც მიიჩნევა. განსაკუთრებით საშიშ პროდუქტად აღიარებულია მარწყვი. როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულის დაავადებებისგან და რა სეზონური საკვების მიღებაა სახიფათო გვესაუბრა ბავშვთა გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა: ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა – ნაწლავთა გახშირებული მოქმედება (24 საათში 3 ჯერ და მეტად) შეცვლილი კონსისტენციის განავლით (შეიცავს სითხეს, ლორწოს, იშვიათად – სისხლს), საკმაოდ ხშირი სიმპტომია, განსაკუთრებით ბავშვებში. 3 წლამდე ასაკის ბავშვებს წლის განმავლობაში დიარეის 1-2 ეპიზოდი მაინც აქვთ. დიარეა უხშირესად ნაწლავთა ანთების შედეგია, რომელსაც იწვევს ვირუსი, ბაქტერია ან პარაზიტი. ნაწლავთა ანთებითი დაავადებები მთელი წლის განმავლობაში გვხვდება, მხოლოდ გამომწვევი მიკროორგანიზმებია სხვადასხვა. კერძოდ, წელიწადის ცივ დროს უფრო ხშირია ვირუსებით (როტავირუსი, ნოროვირუსი), ხოლო ზაფხულში – ბაქტერიებით (სალმონელა, შიგელა, კამპილობაქტერი, კლოსტრიდია) გამოწვეული ინფექციები.
– ზაფხულში რა იწვევს ბავშვების დაინფიცირებას?
– ინფექცია გადაეცემა დაინფიცირებული საკვებით, წყლით, ჭუჭყიანი ხელებითა და საგნებით. როგორც კი გამომწვევი მოხვდება კუჭში, პაციენტს ეწყება ღებინება (ეს სიმპტომი ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, მოიშოროს უცხო), შემდეგ გამომწვევი გადადის ნაწლავებში, სადაც გამოყოფს ტოქსინს და ხვდება სისხლში. ამ დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მატება, განავალი თხელდება და შემდეგ შეიძლება მარტო წყალს და ლორწოს შეიცავდეს. ყოველივე ზემოთაღწერილი იწვევს ორგანიზმის გაუწყლოებას. კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია გაუწყლოების ხარისხზე. პირველ ეტაპზე აღინიშნება წყურვილი და ნერწყვის შესქელება, შემდგომ უქვეითდებათ კანის ტურგორი (ქსოვილის ნორმალური ტონუსი), თვალები ჩაუცვივდებათ და შარდის გამოყოფა მცირდება. მკურნალობა პირველივე ეტაპზე არის სითხეებით დატვირთვა: ელექტროლიტები უნდა მიიღონ მცირე ულუფებით და მთელი დღის განმავლობაში. თუ ღებინებისა და საერთო სისუსტის გამო სითხის მიღება ვერ ხერხდება და გაუწყლოება ღრმაა, საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. ნაწლავური ინფექციების მკურნალობა, მიუხედავად გამომწვევისა, სიმპტომურია. დაავადების მიზეზების დადგენას სჭირდება სერიოზული და დროში გახანგრძლივებული კვლევები, რომელიც ძალიან ხშირად მკურნალობის ტაქტიკას მაინც არ ცვლის. ამიტომ მკურნალობის დაწყება აუცილებელია ოპერატიულად.
– რატომ არის ზოგიერთი ბავშვი უფრო მეტად მიდრეკილი ამ ინფექციისკენ და თუ არის შესაძლებელი როგორმე დავიცვათ ბავშვები მისგან?
– საერთოდ, დაავადებას განაპირობებს მემკვიდრული განწყობა. როდესაც მწვავე ნაწლავურ ინფექციაზე ვსაუბრობთ, ის სერიოზული დაავადებების რიგს მიეკუთვნება. მსოფლიოში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში, ფატალურობის კუთხით, მწვავე ნაწლავური ინფექცია, სასუნთქი სისტემის ინფექციების შემდეგ, მეორე ადგილზე დგას. მწვავე ნაწლავური ინფექციის პრევენცია არის როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ასევე, სუფთა სასმელი წყალი, ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის. როდესაც ზაფხულში საკვებს ვამზადებთ, უმი და მზა საკვები განცალკევებული უნდა იყოს. ხორცი და ბოსტნეული თერმულად კარგად უნდა დამუშავდეს. ხშირად წყლიდან ამოსული ადამიანები ზღვის სანაპიროზე მიირთმევენ საკვებს, რაც დაუშვებელია. მშობლები ჩქარობენ, ბავშვს ესა თუ ის ხილი გაასინჯონ. უნდა მივირთვათ ნებისმიერი ხილი, მაგრამ უმჯობესია, ჩვენს ქვეყანაში მოყვანილი ხილი მივიღოთ. სასტიკად იკრძალება, გზის პირას გასაყიდად გამოტანილი ხილის შეძენა. ის ჰაერი გამონაბოლქვისგან არის დაბინძურებული, ხილის შემადგენლობაში მავნე ნივთიერებები შედის და ხდება ხილისგან მოწამვლა.
– ზაფხულის რომელი პროდუქტია საშიში ბავშვებისთვის?
– 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის მარწყვის მიცემა არ არის რეკომენდებული ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიერ. შედის პესტიციდებით 12 ყველაზე მეტად დაბინძურებულ პროდუქტების ჩამონათვალში. მასში პესტიციდების შემცველობა 40 პროცენტს შეადგენს.  ზოგჯერ მარწყვი თერმული დამუშავების შემდეგაც კი ინარჩუნებს მავნე თვისებებს. ის წარმოადგენს ძლიერ ალერგენს, რის გამოც ხშირად იწვევს ქავილს, გამონაყარს, შეშუპებას. რა ხდის ასეთ მიმზიდველს მარწყვს თქვენი ბავშვისთვის. მის შემადგენლობაშია: ვიტამინი C, ვიტამინი K, ვიტამინი A, საკვები ბოჭკოები, ფოლიუმი, „ომეგა 3“ ცხიმოვანი მჟავა, კალიუმი, სპილენძი, მაგნიუმი. მდიდარია ასევე „ფენოლით“, რომელსაც აქვს სიმსივნის საწინააღდეგო მოქმედება, კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და აძლიერებს იმუნიტეტს.
– როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და ბავშვები?
 – თითქოს მარტივი რეკომენდაცია, ხელების დაბანა განსაკუთრებით საკვების მიღების წინ, პირველი პრევენციაა მწვავე ნაწლავური ინფექციისათვის. მაცივარში ნებისმიერი პროდუქტი +5 გრადუსზე უნდა შევინახოთ.
ხშირი წვიმების პერიოდში უკეთესია, დასალევად გადადუღებული წყალი გამოვიყენოთ. ამასთან, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი გასაყიდი კრემიანი ნამცხვრების მიღებისგან, ვინაიდან მათი რეალიზაციის ვადა მხოლოდ 6 საათია. ასევე, დიასახლისებს ვურჩევ, რომ სალათების მომზადებისას მას მაიონეზი და არაჟანი მხოლოდ სუფრაზე გამოტანისას გაუკეთონ. მწვანილს, რომელიც სალათაშია, ერთი-ორი ბაქტერია აუცილებლად ექნება, მაიონეზის შერევისას კი, ისინი მრავლდებიან. ხილი უნდა იყოს გარეცხილი, ის მხოლოდ დაბანილი ხელით უნდა გათალოთ. ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი, გარგარი – ძალიან კარგია. 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს არ ვურჩევ ლეღვს, საზამთროს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, როგორ არის შენახული, როგორ მოხდა ბაზრამდე მისი ტრანსპორტირება და ასე შემდეგ. თუ გაჭრით საზამთროს, ის ბოლომდე უნდა მიირთვათ და მაცივარში არ უნდა შეინახოთ. ზოგჯერ ჯობია, ბავშვმა ხილი რომელიმე კომპოტის სახით მიიღოს. შაქარი და მარილი კაცობრიობის უმთავრეს მტრებად განიხილება. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვენ არცერთ მათგანს არ ვუწევთ რეკომენდაციას. სამ წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება არანაირი შოკოლადი, მით უმეტეს საქართველოში, თუ არ არის ეტიკეტზე ასაკობრივი შეფასება მითითებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კატეგორიულად იკრძალება საკვების დაძალება. შეგვიძლია, გავარკვიოთ მიზეზები, რატომ არ ჭამს, რატომ აქვს დაბალი ჰემოგლობინი და ასე შემდეგ. ზაფხულში ბავშვები ცოტას ჭამენ, მაგრამ ინტენსიურად იზრდებიან. ხილი უნდა შევთავაზოთ, მაგრამ არ დავაძალოთ. ბავშვი რაციონალურ საკვებს უნდა იღებდეს, უნდა იყოს კარგად ადუღებული რძე და ვარგისიანი რძის პროდუქტები, უნდა მიიღოს ხორცპროდუქტები.
скачать dle 11.3