№24 ეს საინტერესოა
* სამხრეთამერიკელი ინდიელები სიკვდილმისჯილებს მშვილდს აძლევდნენ. მათ ისარი უნდა ესროლათ ხის ბოძისთვის, რომლის მეორე, მათთვის უხილავ მხარეს ეწერა თარიღები – ისარი რომელი თარიღის გასწვრივაც მოხვდებოდა, განაჩენს სისრულეში იმ დღეს მოიყვანდნენ.
* მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიაში გერმანელი ოკუპანტები ყველა ქარის წისქვილს ანადგურებდნენ, რადგან ადგილობრივები წისქვილის ფრთების სხვადასხვა მდგომარეობას საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად იყენებდნენ.
* როგორც ბერძნული მითოლოგია მოგვითხრობს, ღმერთი დიონისე ასაჩუქრებდა მოკვდავებს და აძლევდა ღვინოს – „წამალს, რომ სულს შეეძინა სინდისიერება, სხეულს კი – ჯანმრთელობა და ძალა“.
* ცხენები ცირკის არენაზე საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ – ცხენების მართვა ასე უფრო მოსახერხებელია, რადგან მომთვინიერებელს მათრახი მარჯვენა ხელში უჭირავს.