№24 რა მოხდა ამ დღეს
11 ივნისი
1930 – ამერიკელმა ზოოლოგმა უილიამ ბიბმა და ინჟინერმა ოტის ბერტონმა ბატისკაფის საშუალებით პირველად მიაღწიეს 400 მეტრ სიღრმეს.
1937 – ამ დღეს საბჭოთა კავშირში განხორციელდა გენერალთა მასობრივი დახვრეტა (ტუხაჩევსკი, უბორევიჩი, იაკირი).
12 ივნისი
1897 – კარლ ელზენერმა დააპატენტა დასაკეცი საარმიო დანა (ეგრეთ წოდებული, შვეიცარიული დანა).
1898 – ფილიპინები გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1955 – იაკუტიაში აღმოაჩინეს ალმასის საბადოები.
13 ივნისი
1494 – ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა კუბა.
1825 – ნიუ-იორკელმა უოლტერ ჰანტმა დააპატენტა უსაფრთხო საკინძე.
1944 – დაიწყო ლონდონის დაბომბვა გერმანული რაკეტებით „ფაუ-1“.
14 ივნისი
1777 – კონტინენტურ კონგრესზე დაამტკიცეს აშშ-ს სახელმწიფო დროშა.
1834 – ისააკ ფიშერმა (აშშ) დააპატენტა საშრობი ქაღალდი.
1940 – საკონცენტრაციო ბანაკმა „ოსვენციმმა“ მიიღო პირველი პატიმრები.
15 ივნისი
1844 – ჩარლზ გუდიერმა დააპატენტა ვულკანიზაციის მეთოდი.
16 ივნისი
1533 – ინკვიზიციის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა გალილეო გალილეის.
1865 – რუსეთმა დაასრულა უზბეკეთის დაპყრობა.
1925 – ყირიმში დაარსდა პიონერთა ბანაკი „არტეკი“.
17 ივნისი
1281 – ტაიფუნმა და დიდმა ღელვამ ხელი შეუშალა მონღოლებს იაპონიის წინააღმდეგ გალაშქრებაში.
1944 – გამოცხადდა ირლანდიის დამოუკიდებლობა.