№24 რამდენი წლის ხართ სინამდვილეში?
ჩვეულებრივ, ტვინი 60 წლის შემდეგ „ბერდება“. მაგრამ ეს პროცესი მაინც ინდივიდუალურია, ზოგს შეიძლება, დაბერების პროცესი გაცილებით ადრე დაეწყოს, ზოგს კი – ბევრად გვიან. გაინტერესებთ, გაიგოთ რამდენი წლისაა თქვენი ტვინი სინამდვილეში? მაშინ, გაეცით პასუხი „კი“ ან „არა“ქვემოთ მოცემულ პუნქტებს და დაითვალეთ მხოლოდ დადებითი პასუხები.
1. დღე-ღამეში მძინავს 7-8 საათის განმავლობაში;
2. ყოველდღე ვჭამ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს;
3. ჩემს ყოველდღიურ რაციონში შედის კენკრაც: მოცვი, ჟოლო, მარწყვი ან მაყვალი;
4. კვირაში სამჯერ მაქვს „თევზის დღე“;
5. ყოველდღე ვიღებ ვიტამინ B6-ს (ფოლიუმის მჟავა) და მულტივიტამინებს;
6. ყოველდღიურად ვიღებ ასპირინის მცირე დოზას;
7. ვსვამ წითელ ღვინოს, ან ყურძნის წვენს არანაკლებ 5 დღისა კვირაში;
8. კვირის განმავლობაში უმრავლეს დღეს ვუთმობ 30-წუთიან (არანაკლებ) ფიზიკურ ვარჯიშს;
9. ვკითხულობ წიგნებს, ვხსნი კროსვორდებს, ხშირად ვარ დაკავებული საქმიანობით, რომელიც დაკავშორებულია დამახსოვრებასთან, გამოთვლასთან, ანალიზთან და ამოცანის ამოხსნასთან;
10. ჩემს წინაპრებში არიან ადამიანები, ვინც იცოცხლა 80 წლამდე და მეტი მეხსიერების დაკარგვის გარეშე;
11. ჩემი ქოლესტერინის დონე ნორმის ფარგლებშია;
12. არ მაქვს პრობლემები ჭარბ წონასთან დაკავშირბით (ქალებისთვის – კრიტიკული „ნორმაზე“ 9 კილოთი მეტი, კაცებისთვის +13 კილო).
13. ვჭამ ჯანსაღ საკვებს (ხილი და ბოსტნეული, მარცვლეული, ზეითუნის ზეთი, ცოტა წითელი ხორცი და ასე შემდეგ);
14. კარაქისა და მარგარინის ნაცვლად ვიყენებ ზეითუნის ზეთს ან მცენარეულ ზეთს – ცხიმების გარეშე;
15. არასოდეს მომიწევია;
16. ჩემი წნევა ნორმაშია;
17. არ მაქვს დიაბეტი.
18. არ მაქვს ძილთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიცაა ხვრინვა, აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს), ქრონიკული უძილობა;
19. არ განვიცდი ყოველდღიურ უკონტროლო სტრესს;
20. დიდ დროს ვატარებ მეგობრებთან, კოლეგებთან და ნათესავებთან;
21. არ მაქვს მეხსიერების პრობლემები.
ახლა კი დაითვალეთ შედეგები:
20-21: ასაკი ვერაფერს დააკლებს თქვენ ტვინს. მისი „ნამდვილი“ ასაკი 15 წლით ნაკლებია თქვენ ბიოლოგიურ ასაკზე. ალცჰაიმერის განვითარების რისკი კი, ნულის ტოლია. მაგრამ თუ გინდათ კიდევ უფრო გაახალგაზრდავდეთ, გამოასწორეთ ის პუნქტები, რაზეც გაეცით პასუხი„არა“.
15-19: ნორმალურია. თქვენი ტვინი თქვენი თანატოლია. მაგრამ, ცხოვრების წესით, თქვენ აჩქარებთ დაბერების პროცესს, ამიტომ უმჯობესია, თავი დაიზღვიოთ და გამოასწოროთ ხარვეზები.
1-14: დაუმატეთ თქვენ ბიოლოგიურ ასაკს 5 წელი – თქვენი პრობლემები აშკარაა. ეს სერიოზული მიზეზია ექიმთან ვიზიტისთვის და ცხოვრების სტილის შესაცვლელად.