№24 ხაჭოსა და კიტრის მარტივი დიეტა
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ამ მარტივი დიეტის დაცვით, შეგიძლიათ კვირაში 4-5 კილოგრამი მოიკლოთ და თან, ორგანიზმი არ დაასუსტოთ. მთავარია, თავი ხელში აიყვანოთ, ზუსტად დაიცვათ კვების დღის რაციონი და შედეგიც გარანტირებული იქნება.
10 საათი – 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი, 1 ჩაის კოვზი თაფლით.
12 საათი – 200 გრამი უცხიმო ხაჭო.
14 საათი – 3 ცალი კიტრი და 1 ცალი მოხარშული სოსისი.
16 საათი – 1 ცალი მოხარშული კვერცხი და 100 გრამი ხაჭო.
18 საათი – 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი, 1 ჩაის კოვზი თაფლით.
20 საათი – 1 ჭიქა მაწონი.
დღის განმავლობაში აუცილებლად დალიეთ 2 ლიტრამდე წყალი. თუ შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, მიირთვით შავი შოკოლადი.