კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 მკვლელობა სიყვარულით

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

პიტერ ილავსი

​მისტერ ფატერის წიგნების მაღაზიაში წესად ჰქონდა გამორჩეული კლიენტებისთვის პორტვეინისა და ჩაის შეთავაზება. განსაკუთრებული თავაზიანობით ქალბატონებს ეპყრობოდა. ოცდათოთხმეტი წლის, საკმაოდ კარგი გარეგნობის უცოლო მამაკაცს ქალებში ბედი არ სწყალობდა. სერიოზულად არ აღიქვამდნენ. ასე იყო ამ შემთხვევაშიც.
მისის ებერნიონის შეძლებული ქმარი ჰყავდა. თავს კარგად უვლიდა და ისე გამოიყურებოდა, რომ ფატერის მის ყოველ დანახვაზე ჟრუანტელი უვლიდა. ყოველთვის ასაკით უფროსი ქალები მოსწონდა. ლილიანი ორმოცდაორი წლის იყო და ზუსტად იცოდა, რა სურდა ცხოვრებაში. როცა მისის ებერნიონი მასთან წიგნის შესაძენად და ჩაის დასალევად შეივლიდა, ფატერი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. ერთი სული ჰქონდა, ხელით შეხებოდა, მოფერებოდა. გაუბედაობა ყოველთვის იყო მისი მთავარი სუსტი წერტილი. იცოდა, ქალს ვერაფრით გააკვირვებდა. მისის ებერნიონი ფუფუნებაში ცხოვრებას იყო შეჩვეული – ძვირფას კაფეებში საუზმობდა, უიქენდს საფრანგეთში ატარებდა, საყიდლებზე მილანში დადიოდა. ერთი სიტყვით, ფატერის არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა. ისიც მხოლოდ ოხრავდა, როცა ქალი კარს გაიხურავდა და მიდიოდა. სანამ ერთ დღეს თავად ლილიანმა არ გამოიჩინა ინიციატივა.
– თქვენ სასიამოვნო ახალგაზრდა ხართ, – უთხრა და ფინჯანი ნაზად დადგა ლამბაქზე, – სიამოვნებით წავიდოდი თქვენთან ერთად ლანჩისთვის სადმე, მყუდრო ადგილას.
ფატერის სუნთქვაც კი შეეკრა.
– მერე, რას იტყვის ამაზე თქვენი ქმარი?
ქალმა გადაიკისკისა.
– თქვენ გგონიათ, ყველაფერს ქმარს ვეუბნები? როგორი გულუბრყვილო ყოფილხართ. არა, ჩემო კარგო, ასე არ ხდება. როგორ გეტყობათ, რომ ოჯახური ცხოვრების ბევრი არაფერი გესმით. კარგი, ახლა უნდა წავიდე. როგორმე კიდევ შემოგივლით. თქვენ ეცადეთ, საინტერესო წიგნები მოიტანოთ.
მისტერ ფატერის გონებაში ჩარჩა ქალის სიტყვები. ახლა უკვე შეეძლო, იმედი ჰქონოდა. ფულის ხარჯვა დიდად არ უყვარდა, მაგრამ ახლა აუცილებელი იყო, გარდერობი გაეახლებინა. მეორე დღესვე წავიდა რამდენიმე ახალი პერანგი, უზადოდ შეკერილი თეთრი შარვალი, საგაზაფხულო ფეხსაცმელი და ფირუზისფერი, თხელი პულოვერი იყიდა. ასევე, შეუკვეთა მაგნოლიების სამაჯური – თაიგული...
ლილიანი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა. ფატერის მოუსვენრობა დაეტყო. ნერვიულობდა ხარჯზე, რომელიც უკვე გაიღო. ლილიანის ხელში ჩაგდების სურვილი მოსვენებას უკარგავდა. ქალი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მივიდა. თვალები უცნაურად უბრწყინავდა.
– ჩემი ქმარი ერთი კვირით გაემგზავრა საქმეებზე, ბრიუსელში... ასე მიდის ხოლმე და მე საშუალება მაქვს, როგორც მომინდება, ისე გავერთო, ერთად ხომ არ გვევახშმა?
– რა თქმა უნდა, აუცილებლად. ხვალისთვის აზიურ რესტორანს დავჯავშნი.
ლილიანი დაიღრიჯა.
– მე მხოლოდ ფრანგულ რესტორნებში დავდივარ. აზიური საკვები ჩემთვის მეტისმეტად მძიმეა. მაგალითად, „დე ვილში“ წავიდოდი.
მისტერ ფატერის გუნება წაუხდა, მაგრამ უკან ვეღარ დაიხევდა. გუნებაში კიდევ ერთხელ გააცნობიერა, რამდენად უღირდა ეს ქალი იმ თანხად, რაც მასთან სიამოვნება დაუჯდებოდა. მისის ებერნიონის ღიმილმა ყოყმანზე ხელი ააღებინა. „დე ვილში“ ივახშმეს. ფეშენებელური რესტორანი ქალაქგარეთ იყო, ამიტომ არც იმის შიშის საფუძველი არსებობდა, რომ წყვილს ვინმე ერთად დაინახავდა. ფატერი იმედოვნებდა, რომ ყველაფერი იმავე საღამოს მოხდებოდა. იქვე, პატარა მყუდრო სასტუმროში ნომერიც კი იქირავა, ვინმე ფრანგი ლა მონტენის სახელზე. რეცეფშენს დამტვრეული ინგლისურით ელაპარაკა, რომ ვინმეს ეჭვი არ აეღო, მაგრამ ქალმა ვახშმის შემდეგ დაღლილობა მოიმიზეზა და კაციც იძულებული გახდა, ტაქსიში ჩაესვა. რა თქმა უნდა, ტაქსის ფული თავად გადაიხადა. მეორე საღამოს მისის ებერნიონს უფრო საპატიო მიზეზი ჰქონდა – მასაჟი, მანიკიური... შემდეგ თავი სტკიოდა. ფატერი მიხვდა, რომ ლილიანი მისგან მეტ სითამამესა და ინიციატივის საკუთარ ხელში აღებას ითხოვდა. ერთ საღამოს, ვახშმის შემდეგ ტყეში რომ სეირნობდნენ, ლილიანი მიუახლოვდა და ტუჩებზე ნაზად აკოცა.
– ისეთი სანდო ხარ და ისეთი უსაფრთხოა შენ გვერდით ყოფნა, ამას ნებისმიერი ქალი ისურვებდა. დიდი სიამოვნება მივიღე. ძალიან მჭირდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა დავასრულოთ. ჩემი ქმარი ჩამოდის. თუმცა ის კიდევ წავა და სიამოვნებით გავიმეორებდი ამ შესანიშნავ საღამოებს.
„რაო, უსაფრთხოა შენ გვერდით ყოფნაო?“ – ფატერის სისხლი სახეში მოაწვა, ანუ, რა გამოდიოდა – კაცად არ აღიქვამდა? გაბრაზებამ მთელი მისი არსება მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირად ჰქონდა ეს ყველაფერი წარმოდგენილი, მოზღვავებულ ემოციას ვეღარ გაუმკლავდა. ქალს ყელში სწვდა და მიწაზე წააქცია. შემდეგ კი ნელ-ნელა დაუწყო დახრჩობა, თან კოცნიდა. ლილიანმა ფართხალი რომ შეწყვიტა, ფატერმა მხოლოდ მერე დაანება თავი. ჯერ კიდევ თბილ გვამს ჩაეხუტა და ჟინი დაიკმაყოფილა. სახლში მხოლოდ გამთენიისას დაბრუნდა – რამდენიმე საათი ღამის კლუბში გაატარა, რომ ალიბი ჰქონოდა. მშვიდად იყო. პოლიცია ეჭვს მასზე ვერ აიღებდა და ვერც ნამდვილი მკვლელის კვალზე გავიდოდა. მაგრამ ლილიანმა საკმაოდ ბევრი ფული დაახარჯინა და ეს აცოფებდა.
პოლიცია ორი დღის შემდეგ მიადგა სახლში.
– მისტერ ფატერი, იცნობდით მისის ებერნიონს? ის ტყეში მკვდარი იპოვეს.
– არა, ასეთი არავინ მახსენდება.
– მისმა მეუღლემ კი თქვა, რომ წიგნებს თქვენს ლიტერატურულ კაფეში ყიდულობდა და იქ საკმაოდ ხშირად იყო.
– იცით, მე ბევრი კლიენტი მყავს.
 – ესე იგი, ვერ იხსენებთ. შეიძლება, თქვენი გაყიდვების ჩანაწერები ვნახოთ?
– რა თქმა უნდა, მაგრამ მათში საინტერესო არაფერია. როცა პოლიციელები ჩანაწერებში იქექებოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა მაგიდაზე კონვერტი შენიშნა, გახსნა და წაიკითხა: „ძვირფასო, მე ვიცოდი, რომ იმედებს არ გამიცრუებდი და შესანიშნავი პარტნიორი იქნებოდი, მაგრამ შენი შემოსავლების შესახებაც მაქვს ინფორმაცია. ამიტომ გიგზავნი ჩეკს. ჩვენი შეხვედრების დასაფინანსებლად – ლილიანი“.


скачать dle 11.3