კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ ითვლება უფლისადმი სიყვარული და მოყვასის სიყვარული, ეს ორი მცნება ძირითად მცნებებად?
პასუხი:
ეს ორი მცნება იმიტომ ითვლება უმთავრესად, რომ მათი დახმარებით განხორციელდება უფლის ყველა დანარჩენი მცნება. პავლე მოციქული შეგვაგონებს: „წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არ მაქვს, არარა ვარ“.
კითხვა: როდის არ ჩაითვლება მრისხანება ცოდვად?
პასუხი:
მრისხანება მაშინ არის მართებული, თუ ის ცოდვისკენ არის მიმართული – რჯულის დარღვევის, დანაშაულის წინააღმდეგ და ბუნებრივად ხდება მისი გამოწვევა ჩვენში, როგორც უფლის დიდებისადმი მოშურნეობის ნაყოფის, რასაც თან ახლავს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული და მოყვასისადმი თანაგრძნობა და აქვს ერთადერთი მიზანი – ცოდვილთა ხსნა. როგორც ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს: „ვინც სამართლიანად განრისხდება შესაგონებლად და სულიერი მოშურნეობით, იგი არ დაისჯება“. ყველა სხვაგვარი მრისხანება კი, აუცილებლად დაისჯება.
კითხვა: რატომ ევალება ჭეშმარიტ ქრისტიანს ცოდვილი ადამიანების სიყვარული?
პასუხი:
რა მძიმე ცოდვებითაც არ უნდა იყვნენ ადამიანები დამძიმებულნი, ქრისტიან ადამიანს ევალება მათი სიყვარული და თანაგრძნობა, რადგან ისინი მაინც რჩებიან ჩვენს მოყვასებად და მათ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი. ადამიანს უნდა უყვარდეს ცოდვილები, როგორც თავისი მამის შვილები, თუმცა უნდა სძულდეს მათი ცოდვები.
კითხვა: ძალიან ხშირად მხვდებიან სექტანტები – ძირითადად, იეღოველები. როგორ დავიცვათ თავი მათი ქადაგებისგან?
პასუხი:
სექტანტებისგან ეკლესიური ცხოვრება და მართლმადიდებლობის ღრმა ცოდნა დაგიცავთ. ამისთვის კი, საჭიროა იაროთ ეკლესიაში, გყავდეთ მოძღვარი, რომელიც გასწავლით ჭეშმარიტ გზაზე სიარულს და დაგეხმარებათ სექტანტებისგან და ყოველი უკეთურებისგან თავდაცვაში.
კითხვა: საჭიროა თუ არა ფეხმძიმე ქალისთვის მარხვის დაცვა?
პასუხი:
ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ თქვენს მოძღვარს და ის შეგირჩევთ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარხვას. ზოგადად, ფეხმძიმე ქალებს არ მოეთხოვებათ მარხვის დაცვა ისე, როგორც დაწესებულია მორწმუნეთათვის.скачать dle 11.3