№24 სულიერი ცხოვრების შესახებ
„რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით უფრო ნაკლები გამართლება მოჰყავს ამ ცხოვრებაში. მან მოთმინება უნდა გამოავლინოს, უსამართლობანი აიტანოს და სხვებისგან ლანძღვაც კი უნდა მიიღოს. ირიბ ნაპობს (ანუ თავნება ადამიანს), რომელიც ღვთისგან შორსაა, მრავალრიცხოვანი გამართლება აქვს. გამართლება იმისთვისაც, რომ ვინმეს აყვედროს, იმისთვისაც, რომ ილანძღება, რომ აწყენინებს. ჩვენს გამართლებებს ღმერთი სხვა ცხოვრებისთვის ინახავს. მაგრამ ჩვენ ძალზე ხშირად უგუნურების გამო ვისწრაფვით, აქ გავმართლდეთ, რომ საერთოდ არ დაგვსაჯონ. თუ რაიმეს გვეტყვიან, მაშინვე თავს ვიმართლებთ. ამის შემდეგ კი ვიმედოვნებთ, რომ ღმერთი გვწამს. ეს, უბრალოდ, დაცინვაა. სულიერი ადამიანისთვის ადამიანური სიმართლე არაფერს ნიშნავს. თავნებებს ის განსაკუთრებით ვნებს.“
***
„ადამიანები, რომლებსაც ფაქიზი სული, დიდი პატივმოყვარეობა და სინატიფე ახასიათებთ, დარდობენ და მელანქოლიით ევნებიან, ან საერთოდ თვითმკვლელობით ამთავრებენ. ისინი თავადაც მგრძნობიარენი არიან, დემონი კი, ამ თვისებას კიდევ უფრო უმძაფრებთ. ამის მსგავსად, ის უხეშებს კიდევ უფრო აუხეშებს, რამეთუ დემონი მათ მიდრეკილებებს წააქეზებს.ა მ მდგომარეობებს ადამიანი მარტო ვერ შეებრძოლება. მან არ უნდა თქვას, რომ გულგატეხილობა და ნაღველი აქვს და ამის სათავისოდ გამოყენება სურს, რათა რაღაც სულიერი გამოვიდეს. თუ ვინმე ასეთი ზრახვებით დადის, დემონი მას სამაგალითოდ მოემსახურება. რაღაც წამს ის მას დაეხმარება, მაგრამ შემდეგ თავის მდგომარეობას სრულად გაუცხადებს. ანდა, მაგალითად, მეორე ამბობს, რომ მდუმარებაში იქნება. ამას წესად დაიდგენს და როდესაც ვინმე ლანძღავს, გარკვეულ ხანს პასუხს არ სცემს. მაგრამ შემდეგ მთლიანად უწინდელ მდგომარეობაში ვარდება. ადამიანმა თავად არასოდეს არ უნდა დაიდგინოს კანონი. ეს სახიფათოა“.
***
„მეც, უკვე რამდენი წელი გადის და სულიერი ღვაწლის აღსრულება არ შემიძლია; ამიტომ ვამბობ: როდის წამიყვანს ღმერთი. მინდა, რაც შეიძლება მალე წავიდე, იმიტომ რომ მრავალგზის ვცდებით გზას, რადგან ვიმედოვნებთ, თავად შევძლებთ რაიმეს გაკეთებას. ღმერთი გვეხმარება, მაგრამ ეს არ გვესმის. მიგვაჩნია, რომ წინ მივიწევთ. ბუნებრივია, თავდაპირველად უფალი კანფეტს გვაძლევს, რათა გვიჩვენოს, როგორი საკონდიტროა ზემოთ და რომ თავად ვიაროთ. მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენში მადა იღვიძებს, შემდეგ კი ვიღლებით.
ისიც იცოდეთ, რომ როდესაც უძლურების გამო გადავუხვევთ. ესეც გარკვეული სახით გვეხმარება, რამეთუ საღვთო მადლი მცირე ხნით ჩვენი დამდაბლებისთვის გვტოვებს. შემდეგ საღვთო მადლი ბრუნდება და ადამიანი ღმერთს შეიცნობს. სწორედ მაშინ ხვდება ის, თუ როგორ ეხმარება ღმერთი. მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც უგუნური ჩვილი ოდნავ წამოიზრდება, დედა ხელს ჩასჭიდებს; ისიც დიდ ნაბიჯებს დგამს და ჰგონია, რომ კარგად მიდის და არ ბორძიკობს. თუ დედა ამ მეცადინეობას შემდგომშიც განაგრძობს, ხომ არ ატროფირდება ჩვილის უნარები? თუ მას გამუდმებით ხელჩაჭიდებული ეყოლება, ბავშვს არასწორი გრძნობა გაუჩნდება და როგორც კი მარტო დააპირებს წინ წასვლას, დაეცემა. გესმით, ეს ნაბიჯები მას არ ეკუთვნის“.
***
„ბევრი რამ არ მიკეთებია. ცოტაოდენი წმიდა მამა ვიცი და ვცდილობ... მივხვდი, რომ ადამიანისთვის შხამი არ არის. შხამი ტკბილდება, როდესაც მას სულიერად ებრძვი. ჩვენ ხშირად ვხედავთ ცოდვილ ადამიანს. რასაკვირველია, ის მართლაც განაწყენდება, ინანიებს, მწუხარებს, აღსარებას ამბობს და ღვთაებრივ ნუგეშს იღებს. მაგრამ, თუ იმ ნუგეშს არ გრძნობს, უნდა მიხვდეს, რომ რაღაც თავად მას შიგნით გამოსცდის, ეს ზრახვაა; უნდა წავიდეს და თქვას ამის შესახებ; მაშინ ნუგეშიც მოვა. იგივე ხდება მაშინაც, როდესაც ის თანაუგრძნობს მწუხარებებში ძმას, რომელიც იტანჯება. ის ლოცულობს. ეხმარება და ღმერთიც ეხმარება მას“.
***
„ხშირად ვხედავ უცნაურ რამეს, რაც მორწმუნე ადამიანებს ემართებათ. ეს ბოსტნეულის ბაზრობას მახსენებს. იქ ყველა ყვირის. ერთნი: „იყიდეთ ატამი!“; მეორე – „იყიდეთ ჭარხალი!“ და ასე შემდეგ. ყველას თავისი საქონლის გაყიდვა სურს. რაღაც მსგავსი ემართებათ ქრისტიანებსაც. ზოგი ამბობს: თუ ამ სათემოში გაერთიანდები, ცხონდები, მაშინ, როდესაც ბევრი ადამიანი არც იქ მიდის და არც იქ, მათ რაღაც სხვა სჭირდებათ. უფალო, შეგვიწყალენ! დახმარება ღვთის კაცს ძალუძს. დახმარება, მაგრამ არა იძულება. წარმოიდგინეთ, რომ მე მივიდე რომელიმე სამხედრო ბანაკში, რათა იქ რამდენიმე სიტყვა წარმოვთქვა მონაზვნობის შესახებ. მე მათ არ მოვატყუებ. ვეტყვი იმას, რაც სინამდვილეშია. და რა მოხდება? განა ყველა მათგანი მზადაა მონაზვნებისთვის? ბუნებრივია, მე მხოლოდ ზიანს მივაყენებ, რამეთუ ზოგიერთი, შესაძლოა, მონაზონიც გახდეს, მაგრამ შემდეგ დაიტანჯებიან და უბედურები იქნებიან. მე უნდა ვიპოვო სუფთა სული, რათა მის მიდრეკილებებს დავეხმარო“.
ბერი პაისი