კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რა სერიოზული ტკივილი განიცადა გიორგი ბახუტაშვილმა და როდის სჩადიოდა ის დანაშაულს მეგობრებთან ერთად

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„ღამის შოუ ბახუტასთან“ ერთად უკვე მაყურებლის საყვარელი იუმორისტული შოუა, მიუხედავად იმისა, რომ ეთერში სულ ცოტა ხნის წინ გავიდა. მისმა წამყვანმა გიორგი ბახუტაშვილმა თავი ბევრ ამპლუაში წარმატებულად მოსინჯა და იგივეს თქმა შეიძლება მის ახალ გამოწვევაზეც.
გიორგი ბახუტაშვილი: ვფიქრობ, რაღაცები კიდევ დასახვეწია. თუმცა ამ ეტაპისთვის, მგონი, ძალიან კარგ დონეზე ვართ. ისეთი გუნდი შეიკრიბა, დარწმუნებული ვიყავი, კარგ შედეგს დადებდა, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, უკეთესია საჭირო. მაგრამ მიხარია, რომ ყოველი გადაცემა წინაზე უკეთესია, რაც განვითარებაზე მეტყველებს.
– პოლიტიკოსები თუ მოიმდურეთ უკვე?
– არ ვცდილობთ, რომ ვინმე უარყოფითი კუთხით წარმოვაჩინოთ. მეტ-ნაკლებად უარყოფითი ფაქტებსაც კი, როცა ამაზე თვითონ ის ადამიანი ხუმრობს, ვისაც უშუალოდ ეხება პოზიტიურად წარმოვადგენთ. პოლიტიკოსები თვითონ რეკავენ, როდის მოვიდეთ გადაცემაშიო.
– ანუ, შენს გადაცემაში სტუმრობას პოლიტიკოსები თვითონ ითხოვენ?
– კი, თვითონ გამოთქვამენ სურვილს, ოპოზიციისა და პოზიციის მხრიდანაც, მაგრამ ჯერ არ გვქონია შემთხვევა, ისეთი სტუმარი მოგვეწვია, ვინც იმ მომენტისთვის ნაკლებ აქტუალურია. მათ ვურეკავთ და მოგვყავს, ვის მიმართაც ყველაზე მეტი ინტერესია.
– ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია გავრცელდა – ბახუტა დილაობით „მაკდონალდსში“ მუშაობსო.
– მაყურებლისთვის ცნობილი სახეები მიიწვიეს „მაკდონალდსში“ რამდენიმე საათით სამუშაოდ, საქველმოქმედო აქციისთვის – შემოსული თანხა ბათუმის დედათა და ბავშვთა სახლს მოხმარდა. სიამოვნებით ჩავერთე ამ პროცესში. საინტერესო იყო, მაგრამ მუშაობას დახლთან ლოდინი და ჭამა მირჩევნია (იცინის).
– ბოლო რამდენიმე წელი, რაც მაყურებელი ეკრანზე გხედავს, ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადადგი. მანამდე არ იყო წარუმატებელი პერიოდი? მინდა, ის შრომა და სირთულეები გაიხსენო, რომელიც ამ შედეგის უკან დგას.
– რთულად გასაზრდელი შვილები ხომ უფრო უყვართ ხოლმე მშობლებს, რადგან მათში მეტი აქვთ ჩადებული. როცა ამდენს გაიღებ და რაღაც ისე არ გამოვა, როგორც გინდა, ეს უფრო მტკივნეულია. სამსახიობო კარიერა მთლიანად ტკივილებს ეფუძნება. რაც უფრო დიდ დისკომფორტს განიცდი, მით უფრო წინ ხარ – უცნაური პროფესიაა. ბევრი შრომა, ცოტა შედეგი და იმედგაცრუება ჩემთვის უცხო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრწლიანი კარიერა არ მაქვს. მაგრამ სასიამოვნო წუთები იმ დიდ ტკივილებს გადაწონის ხოლმე.
– დასაწყისში გიფიქრია, სხვა რამე მოგესინჯა? ყველა ხელოვანი აღნიშნავს, ამ სფეროში მთლად კარგი სიტუაცია არ არის ჩვენს ქვეყანაშიო.
– დასაწყისში კი არა, ყველა როლზე მუშაობის დროს მქონია ეგ მომენტი. მგონია, რომ ეს აბსოლუტურად არ არის ჩემი საქმე – აქამდე დისკომფორტს მიჰყავხარ. როცა რაღაც რთულს ეჭიდები და არ გამოდის ან, შეიძლება, სამი თვე მუშაობდე როლზე და ამ პერიოდის განმავლობაში მიზანს ვერ მიაღწიო, თუმცა მერე ერთ წუთში დაიჭირო საჭირო მომენტი. ძებნის პროცესი ძალიან რთული და დამღლელია, რაც ნერვებზე ცუდად მოქმედებს.
– ბავშვობის ამბები გავიხსენოთ. პროფესიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორი იყო?
– ბავშვობაში თეატრალურ სკოლა „ბერიკებთან“ მქონდა შეხება. მსახიობობა მინდოდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემებსაც ძალიან უნდოდათ, მაგრამ ხელი არ შეუშლიათ. პირველ წელს არ გამიმართლა და თეატრალურში ვერ მოვხვდი, ჯგუფში არ ამიყვანეს და ეს იყო პირველი სერიოზული ტკივილი (იცინის). რომ გიწუნებენ, იმ ასაკში ძალიან რთული გადასახარშია. მაგრამ ეგ მომენტიც გავიარე. თეატრალურში რომ ჩავიჭერი, ეროვნულებზე გასვლა საერთოდ აღარ მინდოდა, მაგრამ დედაჩემის ხათრით „ილიაუნში“ ჩავაბარე მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე. ბავშვები რომ დაძაბულები ისხდნენ, მე გულთან ახლოსაც არ მიმიტანია და შეიძლება, ამიტომაც გამიმართლა. და ერთი წელი კარგად ვსწავლობდი, თან უფასოზე და მაგან ცოტა გამირთულა საქმე: მაშინ ჩემი შემოსავალი არ მქონდა და იმიტომ, რომ უბრალოდ მსახიობობა მინდოდა, უნდა გადმოვსულიყავი თეატრალურში და მშობლებისთვის მეთქვა, ფული გადამიხადეთ-მეთქი. ამის მიუხედავად, მეორე წელს მაინც გავედი თეატრალურის გამოცდებზე და აქაც უფასოზე მოვხვდი. ამან მომცა საშუალება, თამამად მეთქვა, არ მინდა თქვენი ფული-მეთქი და თეატრალურში დავიწყე სწავლა.
– ქუჩის ამბებიც გავიხსენოთ – გარკვეულ ასაკში ბიჭების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
- მეგობრები, ვისთან ერთადაც ადრე რაღაცებს ვაფუჭებდი, ახლა ყველა ისეთი ტიპია, კანონის ენით რომ არ დაელაპარაკო, პასუხს არ გაგცემს. რადიკალურად სხვა ადამიანები გახდნენ და მეც ჩემი თავისგან მიკვირს, რომ მახსენდება გარდატეხის ასაკში რაებს ვაკეთებდი. ამ ასაკის ყველაზე დიდი სირთულე ისაა, რომ რეალურად რამის გაფუჭების მიზეზი არ გაქვს და მაინც რაღაც არ გასვენებს და გაფუჭებინებს. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და დედაჩემს რომ მოუყვე ეს ამბები, ალბათ, არც დაიჯერებს, დღემდე არ იცის. ეს ყველაფერი აბსოლუტურად სხვაგან ხდებოდა, სახეს ვიცვლიდით ხოლმე, ხანდახან დანაშაულსაც ჩავდიოდით და სულ იმას ვამბობ, ხომ შეიძლებოდა, მაშინ არ გაგვმართლებოდა და ერთ წამს სრულიად შეეცვალა ჩვენი ცხოვრება. სამწუხაროდ, ასეთები ხშირად ხდება. ახლა ყველა ჩემი მეგობარი წარმატებულია და მეამაყება. თუმცა, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა ამოიყირავა თავის ცხოვრება, ზოგი ციხეშია, ზოგი ცოცხალი არაა, ალბათ, რამდენი სისულელის გამო.
– შენთვის რა იყო ზღვარი?
– მგონია, რომ ამ ყველაფერში ასაკია დამნაშავე. გოგოებში გარდატეხის პერიოდი უფრო შეგრძნებებსა და გრძნობებს უკავშირდება, ბიჭებში კი – ამ ყველაფერს. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა, მაგრამ თან, ძალიან რთულია ამ ასაკის ბავშვთან ურთიერთობა. პირდაპირ რომ რჩევა მისცე, არ გაითვალისწინებს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი შვილებთან მეგობრობაა.
– მშობლები ამბობენ, რომ რთულად აღსაზრდელი ბავშვი იყავი?
- არ ვიყავი რთულად აღსაზრდელი ბავშვი, პირიქით. შარში და უბედურებაში ვყოფილვარ, მაგრამ ვახერხებდი, რომ ეს ჩემი მშობლების ყურამდე არ მისულიყო. ამიტომ იმათ რომ ჰკითხო, ხიფათიანი არც ვყოფილვარ და მსგავსიც არაფერი გამიკეთებია. თან, სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ასეთი იმიჯი არ მქონდა. იმ პერიოდის ჩემი საქციელები, არც მანამდე და არც მას შემდეგ გიორგის ქცევებს არ ჰგავს. მე თვითონაც მიჭირს იმის გაცნობიერება, რომ ეს ჩემი ან ჩემი მეგობრის გაკეთებულია. შეიძლება, ისეთი არაფერი იყო, რაც ფატალურ შედეგს მოიტანდა, მაგრამ იმდროინდელი არც აზროვნება და არც მისწრაფებები ჩვენს რეალურ სახეს არ ჰგავდა.
– „წამალი“?
– იმ ასაკში, როცა შეიძლება მარტივად მოხვდე „წამლის“ ეიფორიის მორევში, არაფერი გამისინჯავს, ალბათ, იმიტომ რომ დაკავებული ვიყავი, სხვა მიზნები მქონდა და მოთენთილი მდგომარეობა ხელს შემიშლიდა, რადგან რამისთვის რომ მიმეღწია, ენერგია მჭირდებოდა. მერე გავსინჯე რაღაცები, მაგრამ სერიოზული ფორმა ამას არასდროს ჰქონია. ეს, უბრალოდ, დასვენებისა და რელაქსის საშუალებაა. მსუბუქ ნარკოტიკებს ვგულისხმობ, კლუბურსა და მოსაწევსაც. ახალგაზრდებს რაც შეეხება, იმ რთულ ასაკში რომ ამას თავი აარიდონ, რამე ალტერნატივა უნდა შესთავაზო. ამ პრობლემის მოგვარებაში ყველა ინსტიტუტი უნდა იყოს ჩართული, რომ ჩვენი შვილების თაობის პრობლემადაც არ დარჩეს.
ბეა ჯერ ძალიან პატარაა და თან, გოგოს შემთხვევაში სხვა პრობლემებია, მაგრამ როგორია, როცა ამ ყველაფერს მამის ამპლუიდან უყურებ?
– არ ვიცი, ბეას ასაკის ბავშვებს რამდენად იდენტური პრობლემები ექნებათ, რაღაც  დოზით – კი, მაგრამ ალბათ, მაინც უფრო ტრანსფორმირებული. თანამედროვე მშობლების ვალია, ამის გადასალახად მოვამზადოთ შვილები და ტვინი არ გამოვუტენოთ ჩვენი „ბანძი“ გამოცდილებებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ჩვენ თვითონაც არ გვარგია თანამედროვე ცხოვრებაში.
скачать dle 11.3