კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რა არის კიბოს პროფილაქტიკა და როგორ აძლიერებს და ეხმარება „კამელინი“ ადამიანის იმუნურ სისტემას სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლაში

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ჩვენი ორგანიზმი განუწყვეტლივ განიცდის კანცეროგენების „თავდასხმას“: ჰაერიდან (განსაკუთრებით – ავტო- და სამრეწველო გამონაბოლქვი), თამბაქოდან, საკვებიდან, სასმელი წყლიდან, უამრავი პათოგენური მიკროორგანიზმიდან (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, შხამები და სხვა) და თვით ჩვენი ორგანიზმიდან, როდესაც გარკვეულწილად მოიშლება საჭმლის მომნელებელი სისტემა და მიღებული საკვები არასრულად გადამუშავდება, რის შედეგადაც ორგანიზმში გროვდება შხამები, რაც ნორმალურ უჯრედებზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს. ცნობილია, რომ იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს მრავალი არახელსაყრელი ფაქტორი, მაგალითად: დამწვრობის, გადაციების, სისხლის დაკარგვის, ტრავმებისა და, განსაკუთრებით, შიმშილობის დროს, ირღვევა ორგანიზმის დამცავი ბარიერები და სისხლში მოძრავი ანტისხეულებისა და დაგროვილი შხამების ბალანსი, რაც დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმზე. იმუნიტეტის ხანგრძლივი დაქვეითება მკვეთრად ზრდის კიბოს უჯრედების განვითარების შანსს, ვინაიდან, ამ დროს კატასტროფულად მატულობს ალბათობა იმისა, რომ ჩვენი ორგანიზმი ვერ გაუმკლავდება კიბოს უჯრედებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინაში გაჩნდა დიაგნოსტიკური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა, კიბოს განვითარების ადრეული ეტაპი დაფიქსირდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოში ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ ისწავლონ, რომ კიბოსთან ბრძოლის ყველაზე უტყუარი მეთოდი არის მისი პროფილაქტიკა.
 კიბო – ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი მრავალსაფეხურიანი პროცესი. თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი იმყოფება იმ რისკის ქვეშ, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე დაემართება კიბო. იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ფილტვის, კუჭის ან სარძევე ჯირკვლის კიბო, რომლის დიამეტრის ზომაც 1-1,5 სანტიმეტრია, უნდა გავიდეს 5-10 წელიწადი. კიბოს უმრავლესი სახეობის ჩამოსაყალიბებლად „ფუნდამენტი იყრება“ 25-40 წლის ასაკში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევებში – ბავშვობის ასაკშიც კი. სწორედ აქედან უნდა დაიწყოს კიბოს პროფილაქტიკა. რა იგულისხმება ამაში? უპირველესად, სწორი და ხარისხიანი კვება. ცნობილია მრავალი პროდუქტი (მცენარეული თუ ცხოველური), რომლებიც შეიცავს მეტად საჭირო ნივთიერებებს და ამით ხელს უწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატები, რომლებიც მკვეთრად ზრდიან იმუნური სისტემის ეფექტურ მოქმედებას და, შედეგად, კიბოს წარმოქმნის ალბათობაც მინიმალურ დონეზეა დასული. ამ პრეპარატებს იმუნომოდულატორები ეწოდება. სწორედ ასეთი შესანიშნავი იმუნომოდულატორია პრეპარატი „კამელინი“, ინიექციის, კაფსულების, მალამოსა და სანთლების სახით. იმუნური სისტემის გამაძლიერებელი პრეპარატების შესაქმნელად ამერიკასა და მთელ მსოფლიოში მილიარდები იხარჯება და, სიამაყით მინდა ვთქვა, რომ „კამელინის“ სითხისა და კაფსულების ფორმამ უმოკლეს დროში წარმატებით გაიარა მეტად პრესტიჟული და რთულად გადასალახავი ბარიერი, რომელსაც ჰქვია „ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტო“ (FDA) და უპრობლემოდ შევიდა ამ ქვეყნისა და ევროპის ბაზარზე. შედეგად, ჩამოყალიბდა ქართული საწარმოს შვილობილი კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთში, რომლებიც დაკავებულები არიან ქართული პრეპარატების რეალიზაციით მთელ მსოფლიოში. ამ ყველაფერს კი, წინ უსწრებდა უამრავი წარმატებული სამეცნიერო და კლინიკური კვლევის განხორციელება...
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „კამელინის“ დახმარებით ძალიან ბევრი მძიმედ დაავადებული ადამიანი განიკურნა, ბევრს სიცოცხლე გაუხანგრძლივდა და ისინი თავად ცდილობენ „კამელინის“ მწარმოებლებთან, ასევე ჩვენს რედაქციასთან დაკავშირებას და მადლობის გადახდას.
54 წლის ქალბატონს ორივე ძუძუზე ჰქონდა კისტები და ფიბრომული კვანძები. მარცხენა ძუძუზე ხუთი წლის წინ გაიკეთა ოპერაცია, კვანძები ამოიჭრა. ორი წლის შემდეგ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მარჯვენა ძუძუში ჰქონდა შვიდი-რვა კისტა, ხოლო მარცხენა, ნაოპერაციებში – ორი. აწუხებდა საშინელი ტკივილები. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო „კამელინით“ მკურნალობა. ერთი კურსი ჩაიტარა – სვამდა ტაბლეტებს და მკერდზე მალამოს ისვამდა. ერთ კვირაში ტკივილმა გაუარა. ახლაც იშვიათად სტკივა. მისივე თქმით, არ მიუღია სხვა წამლები. როგორც კი დაამთავრა ერთი კურსი, გამოკვლევა ჩაიტარა. ექოსკოპიის შედეგი ასეთი იყო: ნაოპერაციებ ძუძუში საერთოდ არ ჰქონდა კისტა და კვანძები, ხოლო მარჯვენაში, რომელშიც ადრე 8 კისტა ჰქონდა, მხოლოდ ორი იყო დარჩენილი. ცხადია, ის კიდევ აპირებს „კამელინით“ მკურნალობის კურსის ჩატარებას.
ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც დაახლოებით ათი წლის წინ, 33 წლის ასაკში აღმოაჩნდა თავის ქალის სიმსივნე, არ ექვემდებარებოდა მკურნალობას. პაციენტს გაუკეთეს ოპერაცია. ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, მკურნალობის სხვა გზები და საშუალებებიც ეცადათ. რადგან მათ გაგონილი ჰქონდათ „კამელინის“ სამკურნალო თვისებების შესახებ, დაიწყეს მისი გამოყენება. იმ დროს პაციენტი საკმაოდ ცუდად გრძნობდა თავს: გათიშული ჰქონდა ხელები, ფეხები, საერთოდ ვერ ამოძრავებდა. „კამელინის“ გაკეთებისთანავე ორგანიზმმა მუშაობა დაიწყო, შემდეგში ჩატარებული ანალიზების პასუხებიც უკეთესი იყო. სიმსივნე დაძლეული იქნა. უფლისა და „კამელინის“ დახმარებით, პაციენტმა სიარულიც შეძლო. ის თავს კარგად გრძნობს. მისი ოჯახის წევრები და თავად პაციენტი „კამელინს“ უკვე პროფილაქტიკისთვის იყენებენ.
P.S. ასეთი მაგალითები კიდევ ბევრი იქნება, უბრალოდ, ყველა პაციენტის ისტორია ჩვენამდე არ აღწევს, ბევრს კი არ სურს საკუთარ ავადმყოფობაზე საჯაროდ საუბარი. ვისაც გაქვთ ასეთი ინფორმაცია, ან გსურთ „კამელინის“ შესახებ უფრო ბევრი რამ შეიტყოთ, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 98-62-25 (ოფისი), 599 33-10-89; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 597 76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების #49.

скачать dle 11.3