კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ გახდა სოსო ღუდუშაური წარმატებული ბიზნესმენი და რა წვლილი მიუძღვის ამაში მის მეუღლეს

ნინო კანდელაკი ნინო კიკვაძე


სავაჭრო ცენტრ „უნივერსამის“ მაღაზიათა ქსელში ათასობით  დასახელების უმაღლესი ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასადაა წარმოდგენილი, გარდა ამისა,  „უნივერსამში“ ყოველდღიურად შეხვდებით აქციებს, სხვადასხვა პროდუქციაზე, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებულ ფასად შეძლებთ კონკრეტული პროდუქციის შეძენას. ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის დიდ ნაწილს გუნდი თავად აწარმოებს, თავადვე ახდენს პროდუქციის იმპორტს და ეს ყველაფერი მნიშვნელოვან შეღავათს იძლევა, რაც შემდგომში პროდუქციის ფასზე აისახება. მაღაზიათა ქსელის დამფუძნებელი, ახალგაზრდა ბიზნესმენი სოსო ღუდუშაური საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, შექმნა და განავითარო წარმატებული ბიზნესი ერთდოულად რამდენიმე მიმართულებით.
– სოსო, როგორ მოხვდით ბიზნესში?
– ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, სკოლა ექსტერნად დავამთავრე და როცა რეალურად უნდა დამემთავრებინა, მაშინ უკვე მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ჩემი პირველი ბიზნესსაქმიანობა 16 წლის ასაკში, ჩემს მეგობართან ერთად, აფთიაქის გახსნით დაიწყო. ამ სფეროში ძალების მოსინჯვაში ოჯახი დამეხმარა, მამაჩემს ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და  შესაბამისად, მისგან გარკვეული მხარდაჭერა მქონდა – როგორც ფინანსური, ისე იდეების თვალსაზრისით. ამის შემდეგ სხვა ბიზნესში წავედი და 2011 წელს ისევ სავაჭრო სფეროს დავუბრუნდი.
– თქვენი ახალი, სრულიად სხვა მიმართულების – სამშენებლო ბიზნესი ახლა იკიდებს ფეხს ბაზარზე, რა ეპატზე ხართ და რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით სამომავლოდ?
– სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ და არანაკლები წარმატებით. ამჟამად მიმდინარეობს ჩვენი პირველი – ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა ზესტაფონის ქუჩაზე, სადაც აბსოლუტურად ყველა ბინა გაყიდულია და ერთ წელიწადში უკვე მფლობელების შესახლებასაც დავიწყებთ.  სამომავლოდ ორჯერ დიდი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას ვაპირებთ. ბიზნესში რამდენიმე მიმართულებით ვარ ჩართული და ვფიქრობ, ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
– თქვენი აზრით, კომპანიის წარმატებაში რა როლი აქვს კადრებს?
– მიმაჩნია, რომ გუნდს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიის გამართულ და ეფექტურ საქმიანობაში. დაახლოებით, 1 200 თანამშრომელი გვყავს დასაქმებული, მათ შორის არიან სტუდენტები, რომელთათვისაც ვცდილობთ, მოქნილი გრაფიკი შევქმნათ. ვაფასებთ ჩვენი გუნდის ღირსეულ და წარმატებულ წევრებს, რომლებიც ბევრს შრომობენ კომპანიის ეფექტური მუშაობისთვის. გვაქვს ყოველწლიური ტრადიცია – წელიწადში ერთხელ სტაფის მენეჯმენტი ჩვენი ხარჯებით მიგვყავს დასასვენებლად, შარშან თურქეთში ვიყავით, წელს, 52 თანამშრომელთან ერთად, ეგვიპტეში დავისვენეთ.
– „უნივერსამის“ მაღაზიათა ქსელში რომელი ქვეყნებიდან ახორციელებთ პროდუქციის იმპორტს?
– ქსელში პროდუქციის იმპორტს თურქეთიდან, რუსეთიდან და ახლა უკვე ჩინეთიდანაც ვახორციელებთ. მინდა, აღვნიშნო, რომ გავაკეთეთ ჩვენ მიერ წარმოებული ლიმონათის ხაზი, რომელიც მალე ჩვენს ქსელში „უნივერსამის“ სახელით და სამარკო ნიშნით გაჩნდება.
– რეგიონებში თუ აპირებთ გასვლას?
– გვაქვს ეგრეთ წოდებული ფრენჩაიზინგი, ანუ ფინანსებს დებს სხვა ჯგუფი და ჩვენ შევდივართ მართვაში. ჯგუფს აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ გახსნას სუპერმარკეტი, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება სფეროს კარგი ცოდნა და სწორი მენეჯმენტი, რა მიმართულებითაც ჩვენ ვიმუშავებთ. ამ ბიზნესში გვაქვს ჩვენი წილი, შევდივართ მართვაში და ზაფხულში ოზურგეთში ვხსნით მაღაზიას, რომელიც საბითუმო-საცალო ვაჭრობაზეა გათვლილი. ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული იქნება...
– თქვენი არაჩვეულებრივი მეუღლეც ბიზნესშია ჩართული, ფიქრობთ, რომ იგი თქვენი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია?
– თამთა 2004 წელს გავიცანი, მალევე დავოჯახდით და მას შემდეგ ერთად მოვდივართ. ის „უნივერსამში“ კადრების მენეჯერია და საკმაოდ კარგად ართმევს თავს ამ საქმეს. ცხოვრების მეგზურზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, და ვფიქრობ, თამთამ დიდი როლი შეასრულა ჩემს წარმატებაში. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა დიდ შრომას მოითხოვს და როცა შინ დაღლილი ბრუნდები, გჭირდება მინიმალური კომფორტი – სიყვარული და სიმშვიდე, რაც ნამდვილად მაქვს. მათთან გატარებული დრო ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ვცდილობ, ოჯახს ყურადღება არ მოვაკლო. რამდენად კარგად გამომდის ეს ყველაფერი, ამაზე თამთა გიპასუხებთ.
– თამთა, მოგვიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
თამთა  დვალიშვილი (სოსო ღუდუშაურის მეუღლე): ჩვენი დაოჯახება გაცნობიდან ძალიან მალე მოხდა, მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, არდადეგები მქონდა და ქუთაისში ვისვენებდი, სოსო შეძლებისდაგვარად ჩამოდიოდა ჩემს სანახავად და ერთ-ერთ ჩამოსვლაზე გადავწყვიტეთ, დავოჯახებულიყავით, რეალურად ერთმანეთი შეუღლების მერე გავიცანით და ბევრი სირთულეც ერთად გადავლახეთ.  ფარმაცევტულზე ვსწავლობდი, გათხოვებამ და მალევე ბავშვის დაბადებამ ხელი შემიშალა, ამ პროფესიას გავყოლოდი, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ: სამი შვილი გვყავს – ელენე, ნუცა და გაგა, რაც ჩვენთვის ყველაფერზე ძვირფასია.
– როგორია ასეთი წარმატებული ბიზნესმენის ცოლობა და რამდენად მკაცრი უფროსია სამსახურში?

– სამსახურში ძალიან მკაცრი და მომთხოვნია, განსაკუთრებით – ჩემ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული განრიგი აქვს, მაქსიმალურად ცდილობს, ოჯახში მისი ყურადღების დეფიციტი არ გვქონდეს.  ძალიან დადებითი ადამიანია და თანაცხოვრების პერიოდში არაერთხელ მოახერხა ჩემი სასიამოვნოდ გაოცება. მახსოვს, წლების წინ თურქეთში ვისვენებდით, სადაც ძვირად ღირებული ბეჭედი მომეწონა, ფასის გამო არც მიფიქრია ყიდვა. 25 დღე ვიყავით იქ და რომ ჩამოვედით იმ საღამოს მაჩუქა ის ბეჭედი. ეს ფაქტი დღემდე კარგ მოგონებად მრჩება. უყვარს, როცა გარშემო მყოფებს აბედნიერებს და ხშირად ეწევა ქველმოქმედებას, რასაც მხოლოდ მივესალმები.
скачать dle 11.3