№23 პაატა გულიაშვილის ანეკდოტები
სამსახურში, თანამშრომელთა საატესტაციო ტესტი-გამოცდა ჩატარდა. გამოცდიდან სახეგაწითლებული გამოვარდა მიხო, მიაჯახუნა ფეხით კარი და კარგად მიაგინა.
– რა ქენი? – მივარდა მარო.
– რა უნდა მექნა? რას არ მაიფიქრებენ, კაცო, ვააა... ისეთი ტესტი შამხვდა, სირცხვილით დავიწვი კაცი.
– მაინც, რა ეწერა მაგეთი?
– რა ეწერა და – სად ეზრდებათ ქალებს ყველაზე ხშირი და ხვეული თმაო. აბა, ამისთვის რა პასუხი უნდა გამეცა? არასწორად დავწერე და ჩავიჭერი.
– სწორი პასუხი თუ იკითხე მაინცა, კაცო? რა იყო?
– ვიკითხე და ზიმბაბვე ყოფილა!
– მერე?
– რა მერე, ქალო? კაცი დავბერდი და მაგ ადგილს თუ ზიმბაბვე ერქვა, პირველად გავიგე!
***
– კარენ, რატომ არ გამოგყვა ასმიკა ცოლად?
– ღარიბი ხარო.
– მერე, ვერ უთხარი, რომ ერევანში, მილიონერი ბიძა გყამს და იმის ერთადერთი მემკვიდრე ხარ?
– ვუთხარი და ახლა ასმიკა ჩემი ბიცოლაა.
***
სუპერმარკეტში გამყიდველს ეუბნება ტიპი:
– თუ შეიძლება, ერთი შოკოლადი და ათი პრეზერვატივი მომეცით.
– რას ამბობთ, ერთ შოკოლადზე, მაგდენჯერ არ მოგცემენ...
***
– ძვირფასო, ნახე რა მშვენიერი დღეა.
– და, მერე რა?
– არაფერი, უბრალოდ, შენ მითხარი, ერთ მშვენიერ დღეს, შენგან წავალო, დაგავიწყდა?
***
დილით, ცოლს სძინავს, ქმარი იატაკს გვის. მიადგა შვილი და ეუბნება:
– მამა, მართალია, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში, საქმრომ არ იცის, ვინ არის მისი საცოლე, სანამ არ დაქორწინდებიან?
– ეჰ, შვილო, ეგ ყველა ქვეყანაში მასეა...
***
– ლამარა, შევცდით, ბინა რომ ვიყიდეთ... ისეთ კორპუსში უნდა გვეყიდა, სადაც სპორტდარბაზი იქნებოდა და სპორტით დაკავდებოდი.
– ოხ, სექს-შოპის მაღაზია რომ გვაქვს კორპუსის პირველ სართულზე, ამით მე რა?
***
კახელი მიტუა ეუბენება მეზობელს:
– ბიჯო, აი, ამ ჩემს სიდედრსა ჰო, პირი აქვს, როგორც „ჟიგულის“ კარი.
– ეგ, რა შუაშია, მიტოვ?
– მა რა არის შუაში? სანამ მაგრად არ ვგლიჯავ, კი არ იკეტება.
ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები
ცოლ-ქმარი ჩხუბობს.
ცოლი: მოკლედ, ამ ოჯახში, ჩემი გულის კარი ვერ გავაღე!
ქმარი: ზატო, მაცივრის კარი ხომ გააღე?
***
ორი სომეხი დირექტორი ხვდება ერთმანეთს.
– თანამშრომლებს ხელფასს უხდი?
– ძალიან ცოტას... გამოდის რომ არ ვუხდი. და, შენ?
– არც მე.
– შენები სამსახურში დადიან?
– კი. შენები?
– რა თქმა უნდა!
– ვააა... დავფიქრდი და, ლოვიკჯან, მოსვლა ფასიანი ხომ არ გავხადოთ?