№23 ეს საინტერესოა
* 1163 წელს მორიგი ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნებულმა ერთ-ერთმა რაინდმა საფრანგეთის მეფეს, ლუდოვიკო მეშვიდეს შაქრის ნატეხი მიართვა. ლუდოვიკო მას, როგორც ძვირფას ნივთს, ისე ინახავდა.
* ცნობილია, რომ ახალაგებული ხომალდის წყალში ჩაშვებისას, ხახუნის ძალის შესამცირებლად, ხომალდის ძირს ცხიმით პოხავდნენ. ინდოეთში კი ამისთვის იყენებდნენ 20 ათას ბანანს.
* 1849 წლის ერთ ღამეს შემთხვევით კალიფორნიული წისქვილის წყლის ჩამკეტი ღია დარჩა. დილით კი, მეწისქვილემ წყლის ნაკადში აღმოაჩინა ოქრო. ასე დაედო სათავე ოქროს ციებ-ცხელებას, რაც თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო და საუკუნე-ნახევარი გაგრძელდა.
* როდესაც სპარტელებმა მიიღეს ბრძანება, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ღვთიურ წარმოშობაზე მიუთითებდა, განიხილეს და დაადგინეს: „თუ მას სურს, იყოს ღმერთი, იყოს“.