№23 რა მოხდა ამ დღეს
4 ივნისი
1800 – დასრულდა თეთრი სახლის მშენებლობა ვაშინგტონში.
1896 – „ფორდის“ პირველი ავტომობილის გამოცდა გადაიდო ერთი საათით იმიტომ, რომ ავტომობილი უფრო განიერი აღმოჩნდა, ვიდრე საამქრო, სადაც ის დაამზადეს.
1989 – პეკინში ტიანანმენის მოედანზე სასტიკად იქნა დარბეული სტუდენტთა დემონსტრაცია. დაიღუპა 500-მდე ადამიანი.
5 ივნისი
1977 – გასაყიდად გამოიტანეს პირველი პერსონალური კომპიუტერი Apple-2.
1981 – სან-ფრანცისკოს ჯანმრთელობის დაცვის ცენტრმა განაცხადა ახალი უცნაური დაავადების აღმოჩენის შესახებ. მომავალში ამ დაავადებას შიდსი უწოდეს.
6 ივნისი
1523 – შვედეთში გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი, გუსტავ ერიქსონი, აირჩეს შვედეთის მეფედ, გუსტავ პირველის სახელით, რომელმაც სათავე დაუდო ვაზას დინასტიას (150 წლის განმავლობაში).
1664 – ახალ ამსტერდამს უწოდეს ნიუ-იორკი.
7 ივნისი
1905 – ნორვეგიის გამოყოფა შვეციისგან.
1929 – შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო.
8 ივნისი
1824 – კვებეკელმა ნოა კაშინგმა დააპატენტა სარეცხი მანქანა.
1869 – აივზ მაკგაფინმა (ჩიკაგო) დააპატენტა მტვერსასრუტი.
1925 – დააარსა კომპანია „კრაისლერი“.
9 ივნისი
68 – თავი მოიკლა რომის იმპერატორმა ნერონმა.
1866 – დაიწყო ავსტრია-პრუსიის ომი.
10 ივნისი
1898 – ამერიკელებმა დააარსეს გუანტანამოს სამხედრო ბაზა.
1909 – დაარსდა ქალაქი კანბერა (ავსტრალიის დედაქალაქი).
1943 – უნგრელმა ლასლო ბირომ გამოიგონა ბურთულიანი კალამი.