კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კითხვა: გამიგია, ჩვეულებრივი სოდა ძალიან კარგი კოსმეტიკური საშუალებააო. კერძოდ, მისგან მზადდება სახის სკრაბი და ასევე, კარგად წმენდს სავარცხელს. იქნებ მასწავლოთ ამ მხრივ, როგორ გამოვიყენო ის?
პასუხი:
სახის სკრაბის დასამზადებლად, შეურიეთ სოდა წყალს პროპორციით 3:1 და წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და შედეგი თავად გაგაოცებთ. რაც შეეხება სავარცხელს, სავარცხლიდან თმის მოცილება ძნელია, მით უმეტეს, თუ ის მრგვალია. შეურიეთ სოდა და წყალი ისე, რომ მიიღოთ სქელი ფაფისებრი მასა. მოათავსეთ სავარცხელზე და ნელა გაწმინდეთ.
კითხვა: მაქვს პრობლემური კანი და ფხვიერი ტონალურის წასმა მირჩიეს. რამდენად ეფექტურია ის სახეზე ნაკლოვანებების დასაფარად?
პასუხი:
ტონალური არის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება მაკიაჟისთვის ბაზისის შესაქმნელად და მცირე ნაკლოვანებების დასაფარად. ფხვიერი ტონალური გამოირჩევა ძალიან კარგი  დაფარვით ცხიმიანი კანისთვის. მშრალი კანის შემთხვევაში კი, აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი ბაზისი. წინაღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ფხვიერმა ტონალურმა კიდევ უფრო გამოკვეთოს თქვენი მშრალი კანი. კომბინირებული კანისთვის, არანაირი პრობლემა არ არის მსგავსი პროდუქტის გამოყენება, რადგან, ის დაფარავს ცხიმიანი კანის ბრწყინვალებას და გამოაცოცლებს სახის იმ ნაწილებს, სადაც ნორმალურია კანი.
კითხვა: ხშირად ვიყენებ პუდრს, მაგრამ არასდროს დავკვირვებივარ მის შემადგენლობას. თანაც, უამრავი სახის პუდრი იყიდება და რომელია უკეთესი? ზოგადად, ტონალურის შემდეგ უნდა გადავისვა პუდრი სახეზე?
პასუხი:
პუდრი გამოიყენება ტონალურისა და კორექტორის შემდეგ. ცხიმიანი კანით გამოწვეული მბზინვარების დასაფარად ძალიან კარგი საშუალებაა. არსებობს ნახევრად გამჭვირვალე და პიგმენტური პუდრი, რომელიც შეგიძლიათ, ტონალურის გარეშეც გამოიყენოთ. მშრალი კანისთვის, პუდრი არც თუ კარგი არჩევანია. თუმცა არსებობს გამონაკლისი, კერძოდ, მინერალური პუდრი, რომელიც ატენიანებს მშრალ კანს. ცხიმიანი კანის მქონე გოგონებმა კი, მსგავსი ტიპის პუდრის ხმარებისგან თავი უნდა შეიკავოთ. თქვენთვის სასურველია, ტონალური პუდრი, რადგან ტოვებს გლუვ ზედაპირს და აკონტროლებს მბზინვარებას. დაპრესილი პუდრი გამოიყენება თხევადი ტონალურის შემდეგ. კარგია მისთვის, ვისაც ცხიმიანი ან კომბინირებული კანი აქვს. ნახევრად გამჭვირვალე პუდრი კი, ყველა ტიპის კანისთვისაა. არ აქვს ფერი, თუმცა მისი გამოყენება უნაკლო, გლუვი ზედაპირის შესაქმნელად ძალიან კარგია.
მოამზადა
скачать dle 11.3