№23 წიწიბურას უსაფრთხო დიეტა და დღეში – მინუს 500 გრამი ცხიმი
წიწიბურას 10-დღიანი დიეტა სამკურნალო დიეტებს ეკუთვნის. ის ხელს უწყობს ორგანიზმის გასუფთავებას და ადვილად გადასატანიცაა. წიწიბურა შეიცავს რკინას, სპილენძს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიასა და მანგანუმს, ასევე, მცირე რაოდენობით – ნახშირწყლებს, დიდი რაოდენობით – ამინომჟავებს. სწორედ ამიტომ, წიწიბურას დიეტა საკმაოდ უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
წიწიბურას დიეტა არა მხოლოდ გახდომისთვისაა კარგი, ის სასარგებლოა სხვადასხვა დაავადების დროსაც, რადგან ეს პროდუქტი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სახის ფერსა და კანის მდგომარეობას.
წიწიბურას გარდა, დიეტაში შედის კეფირი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას ასტიმულირებს, მდიდარია A, B2, B12 ვიტამინებით და ტოქსინები და შლაკები აქტიურად გამოჰყავს ორგანიზმიდან.
1 დღისთვის წიწიბურას მომზადების წესი: ნახევარ კილოგრამ წიწიბურას, დაასხით 1,5 ლიტრი მდუღარე წყალი და დახურულ ჭურჭელში შეფუთული დილამდე გააჩერეთ. შეიძლება, წყალი ბოლომდე არ შეიწოვოს, ამიტომ, ზედმეტი გადაღვარეთ. მიირთვით ასე მომზადებული წიწიბურა 10 დღის განმავლობაში.
წიწიბურას ფაფასთან ერთად, დღის განმავლობაში უნდა დალიოთ, 1 ლიტრი 1-პროცენტიანი კეფირი და შეუზღუდავად – წყალი ან უშაქრო მწვანე ჩაი. თუ შიმშილის მოთმენა არ შეგიძლიათ, დღის განმავლობაში 1 ცალი მწვანე ვაშლი ან ბოსტნეულის სალათა მიირთვით, ოღონდ დანამატების გარეშე.
დაძინებამდე 3 საათით ადრე არაფერი ჭამოთ. ამ დიეტის დროის, კარგია ფიზიკური აქტივობა, მაგალითად, ცურვა, ვარჯიშები სახლში, სირბილი და სწრაფი სიარული.