კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 სად იწერება ჩვენი ბედისწერა და რა კავშირშია ადამიანის იღბალთან ვარსკვლავის კაშკაში

თითოეული ჩვენგანი გარკვეული ვარსკვლავის წყალობისა და მფარველობის ქვეშ იბადება და სწორედ ის გვიწერს, თუ რა ბედისწერისანი ვართ. ასე რომ, ყველა ადამიანს თავისი ვარსკვლავი მფარველობს, რომელიც ჩვენს ბედ-იღბალზე აგებს პასუხს. ეს ვარსკვლავი ადამიანის დაბადებისთანავე ჩნდება, იწყებს კაშკაშს. როცა კონკრეტული ადამიანის სიკვდილის დრო ახლოვდება, ბედის ვარსკვლავი ნელ-ნელა იწყებს ჩაქრობას, მისი სიკვდილის მომენტში კი, ცას სწყდება.
ადამიანის ბედ-იღბალი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ კაშკაშებს ცაზე მისი ბედის ვარსკვლავი. თუ ის საკმაოდ კაშკაშაა, მაშინ ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი სასიკეთოდ ხდება – უმართლებს ბედში, არ უჩივის იღბალს. მაგრამ, თუ მისი ვარსკვლავი შედარებით მკრთალია, მაშინ ცხოვრებაში არ უმართლებს, ბევრი წინაღობა და პრობლემა ხვდება, უიღბლოა. ბედის ვარსკვლავი ჩვენს განზომილებაში არ ჩანს, ის ჩვენს გადაადგილებასთან ერთად, უხილავად მოძრაობს და გამუდმებით თან დაგვყვება, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ. თუ ბედნიერ ვარსკვლავზე ხართ დაბადებული, ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი, არაფერი მოგივათ. თუ უბედურ ვარსკვლავზე გაჩნდით, მაშინ ტრიალ მინდორზეც, ხიფათს ვერ ასცდებით.
არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებით და ასევე, ფიქრის, აზრისა და სიტყვების წყალობით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას. ამიტომ, თუ შედარებით კარგად გრძნობთ თავს, არ გშიათ, არ გწყურიათ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ხართ და საარსებო მინიმუმიც არ გაკლიათ, არ უნდა იწუწუნოთ, რომ ამით ბედის ვარსკვლავი არ გაანაწყენოთ. ნებისმიერი მოვლენა და თვით მთელი სამყარო ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ, ნუ შეებრძოლებით სამყაროს და ნუ აღუდგებით მას წინ სიტყვით, სიტუაციებითა თუ აზრებით. ყველაფერი ისე მიიღეთ, როგორც არის და არა ისე, როგორც თქვენ გსურთ. ყველას მოუსმინეთ, გაითვალისწინეთ მათი აზრი, დაფიქრდით და შემდეგ ისე იმოქმედეთ, როგორც თავად თქვენთვისაა მისაღები.
ჩვენს ცხოვრებაში, ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი, მაგრამ ამ მოულოდნელობამ ცხოვრება არ უნდა გაგიფუჭოთ – თავად არ უნდა მისცეთ მას ამის საშუალება. უნდა იფიქროთ იმაზე, რომ სუსტი არ ხართ, რომ ყველაფერი მოგვარდება, რომ სამყაროში თქვენი მფარველი ძალები და თუნდაც, ბედის ვარსკვლავი თქვენთვის კაშკაშებს და თქვენთვის იბრძვის. ასე თუ იფიქრებთ, ვერც ერთი პრობლემა ვერ მოგერევათ და დეპრესიაშიც არ ჩავარდებით. ცუდი ფიქრები სიტუაციის რეალურად აღქმის უნარს უშლის ხელს და დიდი შანსია, საკუთარ თავს ისეთი წარუმატებლობა დააბედოთ, ვეღარასდროს დაიძვრინოთ თავი. იგრძენით საკუთარი ძალა და ნუ ეცდებით, თქვენი საქციელით სამყაროსა და ადამიანებს თავი მოაძულოთ. ეს ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ და ცხოვრებას გაგიმწარებთ. თუ მოულოდნელობისთვის არ ხარ მზად, მაშინ ვერც ერთ პრობლემას ვერ გაუძლებ, თუნდაც უმნიშვნელოს. ამიტომ, როცა ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, შენი ბედის ვარსკვლავიც უფრო ძლიერად კაშკაშებს, ბედიც მეტად გიღიმის და არც წინაღობების, ბარიერებისა და წარუმატებლობის უნდა გეშინოდეს.скачать dle 11.3