კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რას წერდა ჰიტლერი სტალინზე თავის დღიურებში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

სტალინს რომ ეშმაკობაში ვერავინ სჯობდა, ფაქტია. მის სიძლიერეს მისი მოწინააღმდეგეებიც კი აღნიშნავდნენ. როგორც მოგვიანებით აღმოჩენილ, ჰიტლერის დღიურებში ეწერა – კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა  სტალინზე ეშმაკი და წინმხედველი მმართველი.
ფაშისტმა ფიურერმა ეს აღიარება „სტალინგრადული კატასტროფის“ დროს დაწერა. მართალია, იმ პერიოდში ჰიტლერული არმია ჯერ კიდევ „ჯანზე“ იყო და ევროპის მნიშვნელოვანი ტერიტორია ჰქონდა ოკუპირებული, მაგრამ, როგორც ეტყობა, ფაშისტი ფიურერი უკვე მიხვდა, რომ სტალინმა მას ეშმაკობაში აჯობა და ჰიტლერი სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა ღონეს იყენებდა.  ჰიტლერის პირადი ტერორისტი, ოტო სკორცენი თავის მემუარებში წერს: „სტალინგრადთან განცდილი კატასტროფის შემდეგ ჰიტლერი ყველა თავის წარუმატებლობას პირადად სტალინს აბრალებდა და აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ თუკი მისი (სტალინის) ფიზიკური ლიკვიდაცია მოხერხდებოდა, მეორე მსოფლიო ომის ბედი კვლავ ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალდებოდა და ომში გავიმარჯვებდით. სწორედ ამიტომ დამავალა „დიდი სამეულის“ მეთაურთა ლიკვიდაცია 1943 წლის ნოემბრის მიწურულს. წუხანდელივით მახსოვს ეს მომენტი. ფიურერმა თავის რეზიდენციაში, ბავარიის ალპებში პირისპირ მიმიღო და მითხრა:
– გენერალო, თქვენი მისიის წარმატებაზეა დამოკიდებული გერმანული რაიხის მომავალი. სამთავა გველეშაპს თავები უნდა გააგდებინოთ. აქცენტი „წითელ თავზე“ გქონდეთო...
სამთავა გველეშაპს ჰიტლერი საბჭოეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის კოალიციას უწოდებდა. „წითელ თავს“  კი – სტალინს. ფიურერს მთელი თავისი არსით სურდა სტალინის განადგურება და ეს  რომ ვერ მოხერხდა, ჰიტლერი ათდღიან დეპრესიაში ჩავარდა...“
საგულისხმო ჩანაწერები აქვს გაკეთებული ჰიტლერს თავის დღიურებში 1943 წლის 1-10 დეკემბერს, ანუ იმ დღეებში, როდესაც ოტო სკორცენის თქმით, ფაშისტი ფიურერი დეპრესიაში იმყოფებოდა. უხვსიტყვიანი ჰიტლერი, ჩვეულებისამებრ, დღიურებშიც ბევრს წერდა, ყველაფერს სკურპულოზურად აღწერდა და აანალიზებდა. 1943 წლის 1 დეკემბერს კი, თავის დღიურში ასეთი რამ ჩაწერა: „გველეშაპის განეიტრალება არ მოხერხდა. „წითელი თავი“ ცოცხალია და უახლოეს პერიოდში მისი ხახიდან მძლავრი ცეცხლის ამოფრქვევაა მოსალოდნელი...“ მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერს საკმაოდ საღი ანალიზის უნარი ჰქონდა და წერითაც რიგიანად გადაჰქონდა თავისი აზრები ქაღალდზე, დროდადრო მაინც მისტიკური ლექსიკით მეტყველებდა და წერდა. ამას კი ფიურერი იმიტომ მიმართავდა, რომ საკუთარი ტრანსული მდგომარეობა შეენარჩუნებინა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფაშისტი ჰიტლერი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა უმრავლესობას ტრანსში იღებდა. ასეთ მდგომარეობაში შესასვლელად კი, სხვადასხვა ხერხს მიმართავდა, თუმცა, როგორც მწერალი კონსტანტინე სიმონოვი წერს, სტალინთან მიმართებაში ჰიტლერს არც ტრანსი გამოადგა და არც მისტიკაო... სიმონოვზე უკეთ ამას თვით ჰიტლერი აღნიშნავს. 1939 წლის 17 ოქტომბერს ჰიტლერი და სტალინი ერთმანეთს საიდუმლოდ შეხვდნენ. ფაშისტ ფიურერს დიდი იმედი ჰქონდა, რომ „წითელ დრაკონს“ (ასე უწოდებდა ჰიტლერი სტალინს) მონუსხავდა და თავის ჭკუაზე გაატარებდა. კონკრეტულად კი, მოატყუებდა მას. ჰიტლერი წერს: „სტალინს შევთავაზე, რომ ირანის ოკუპაცია მოეხდინა და სპარსეთის ყურეზე გასასვლელი მოეპოვებინა. აგრეთვე, ხელში ჩაეგდო მდიდარი ნავთობსაბადოები. მას ვუთხარი, რომ ერთად გაგვეყო ბრიტანეთის იმპერიის ნარჩენები, რომელიც სულ მალე სულს დალევდა. „წითელმა ურჩხულმა“, პარტნიორისადმი (ჰიტლერისადმი) გულუბრყვილო ნდობით განმსჭვალული ადამიანის უბრალოებით მიპასუხა:  ჩემი არმიით ამას ჯერჯერობით ვერ გავწვდები, ხოლო ბრიტანეთი ჯერ კიდევ დასამარცხებელია და ეს მისია თქვენ გაკისრიათო. მისი პასუხიდან მთავარი გავიგე: „წითელი არმია“ ჯერ კიდევ ძალიან სუსტია და სტალინივ ერ გაბედავს ბრიტანელებისა და ფრანგების დახმარებას. ამიტომ, ჯერ ანგლო-ფრანგებს მოვუმთავრებ, შემდეგ კი – „წითელ დრაკონს“ მოვუვლი...“
ჰიტლერის ეს თავდაჯერებული ჩანაწერი უფრო ემოციებზე დაყრდნობითაა გაკეთებული, რასაც ფიურერი მხოლოდ ხუთ-ნახევარი წლის შემდეგ, 1945 წლის აპრილში მიხვდა. სტალინმა ჰიტლერს, უბრალოდ, ეშმაკობაში აჯობა და მოატყუა. საბჭოთა ბელადმა ფიურერს ოსტატურად „შეუცურა“ ინფორმაცია „წითელი არმიის“ სისუსტეზე და თანაც, იმაში დაარწმუნა, რომ ანგლო-ფრანგებთან კავშირს არ დაიჭერდა. მართალია, ბრიტანეთს სტალინი მხოლოდ ჰიტლერის აგრესიის შემდეგ „ჩაეხუტა“, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ფიურერი ბრიტანეთის კუნძულებისკენ მიაბრუნა, დრო მოიგო, არმია გააძლიერა და შემდეგ კი ჰიტლერი ავანტიურაზე წამოაგო და რუსეთის უკიდეგანო ტერიტორიაზე მოუმზადებელი შეიყვანა. დიდი ბრიტანეთს ფელდმარშალი ბერნარდ ლოუ მონტგომერი მემუარებში წერდა: „ჰიტლერის რუსეთში (იგულისხმება საბჭოთა კავშირი) შეჭრა ზამთრის კამპანიისთვის მოუმზადებლად, მისი (ჰიტლერის) ყველაზე დიდი შეცდომა იყო და ეს თავად სტალინის დამსახურებაა. საბჭოთა მეთაურმა (სტალინმა) თავისი უძლიერესი სადაზვერვო სამსახურის დახმარებით და როგორც ახლა ირკვევა (ლაპარაკია 1968 წელზე), სტალინ-ჰიტლერის საიდუმლო შეხვედრებზე პირადად სტალინის მიერ დაგებულმა ფანდით ფიურერი დაარწმუნა საბჭოთა სამხედრო სისუსტეში და ბლიცკრიგზე წავიდა. ასეთი რამ კი, კატასტროფული გადაწყვეტილება იყო, თავიდანვე წარუმატებლობის მომტანი და ასეც მოხდა. ჰიტლერმა არა მხოლოდ თავისი ერი ჩააყენა კატასტროფულ მდგომარეობაში, არამედ მთელი ცივილიზებული ევროპა, მისცა რა სტალინს იმის საშუალება, რომ მას უაპელაციოდ დაეკავებინა ევროპის უდიდესი ნაწილი...“
თავად ჰიტლერი, მართალია, თავისთვის გვიან, მაგრამ ბრიტანელ  ფელდმარშალზე ბევრად ადრე მიხვდა თავის გამოუსწორებელ შეცდომას და 1945 წლის 8 აპრილს, რაიხსკანცელარიის ბუნკერში მყოფმა თვითმკვლელობამდე ოცდაორი დღით ადრე თავის დღიურში დაწერა: „ყველაფერი დასრულდა. რაიხის დიდი იმპერია დაცემის პირასაა და მისი დღეები დათვლილია. „წითელი დრაკონი“ იმპერიის გულშია შემოჭრილი და მახვილს გვიყრის. სტალინმა გაიმარჯვა...“
ჰიტლერის ამ გულახდილი ნაწერების გამოქვეყნებას 70 წელი დასჭირდა და მხოლოდ 2015 წელს შეიტყო ფართო საზოგადოებამ, თუ როგორ აფასებდა ფაშისტი ფიურერი თავის ქმედებებს, გულწრფელად ნანობდა თავის უგუნურებას და სტალინი კი კაცობრიოობის ისტორიაში ყველაზე დიდ მმართველად მიაჩნდა...
скачать dle 11.3