კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 წუწუნი არ გიშველით

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


ბევრი ჩვენგანი ხშირად წუწუნებს, რომ ბედი არ აქვს, არ უმართლებს და წარმატებას ვერ აღწევს. ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ამ ტიპის საუბრები. რეალურად კი, წარუმატებლობის ძირითადი პრობლემა ისაა, რომ საკუთარ თავში დამალული შესაძლებლობების, შინაგანი რესურსის აღმოჩენა გვიჭირს. არადა, თუ განწყობას ნეგატიური ემოციებისა და შედეგებისკენ მივმართავთ, მიზნების მიღწევაში სწორედ ეს შეგვიშლის ხელს.
ისწავლეთ, როგორ უნდა აღმოაჩინოთ თქვენში წარმატება:
დაიწყეთ იმით, რომ  განუმარტეთ საკუთარ თავს,  რა არის თქვენთვის წარმატება – რა თქმა უნდა, ეს  ძალიან ინდივიდუალურია. თუ ერთისთვის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ნიშნავს, მეორისთვის –  ჯანსაღი რომანტიკული ურთიერთობაა. მესამისთვის კი – სულაც კარიერული წინსვლა... სია საკმაოდ გრძელია. შესაბამისად, თავად უნდა აირჩიოთ, რა კონკრეტულ შემთხვევაში მიიჩნევთ თავს წარმატებულად.
იყავით გამბედავი – ეს მნიშვნელოვანია. წარმატებულ ადამიანებს ცხოვრებაში ხშირად აქვთ შემთხვევები, როცა  მცდელობა მარცხით სრულდება. მაგრამ მათ გაბედეს და ახლა წარმატების მწვერვალზე არიან. არ შეგეშინდეთ სიახლეების. არც  მარცხის. თუ დამარცხდებით, ისევ წამოდექით და დარწმუნებული იყავით, რომ მომდევნო ნაბიჯებს ახლა უკვე ახალი გამოცდილებით გადადგამთ.
 ცოტა ხნით შეწყვიტეთ ფიქრი და ჩართეთ შეგრძნებები – წარმატება ინტუიციისა და ინსტინქტების პატივისცემასა და გათვალისწინებას მოითხოვს. თუ ხშირად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობთ ერთსა და იმავე სიტუაციაზე, მიენდეთ თქვენს გულსა და ინტუიციას. როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, ასეთი რამ სცადეთ – იმოქმედეთ დაუყოვნებლივ. მაგალითად, თუ ფიქრობთ, რომ პარტნიორი არ გიყვართ, ახლავე დაშორდით. თუ ფიქრობთ, რომ სამსახურიდან უნდა წამოხვიდეთ და ისეთ სამუშაოს მოჰკიდოთ ხელი, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ, წამოდით ახლავე. შეწყვიტეთ ბევრი ფიქრი, მიენდეთ გრძნობებს და გააკეთეთ ის, რაც გულით გინდათ. სწორედ, საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს უმართლებთ ცხოვრებაში.

როცა თქვენ
 გიყურებთ

 ქალები კაცის გარეგნობაში რაღაც დეტალებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რაღაცებზე კი შეიძლება, საერთოდ არც იფიქრონ. გაინტერესებთ, რას უნდა მიხედოთ, რომ მათთვის სასურველნი იყოთ? წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ:
* ხელები და კერძოდ ფრჩხილები, მხოლოდ ქალის სავიზიტო ბარათი არ არის. მათ მოსწონთ მოვლილი და კარგად დაჭრილი ფრჩხილები. თვითონაც საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობენ და ეს არა მხოლოდ ჰიგიენურია, არამედ ლამაზიც. ქალი აუცილებლად აკვირდება კაცის თითებსა და ფრჩხილებს. რა თქმა უნდა, ზოგადად, ნანახი აქვს, მაგრამ ის კიდევ ერთხელ „დაასკანერებს“ მათ.
• ქალი, ასევე, უყურებს მამაკაცის ფეხის ფრჩხილებს;
• ყურადღებას აქცევს თქვენს წვერს – როგორ იპარსავთ ან არ იპარსავთ. წვერის ქონა-არ ქონა მკვეთრად გემოვნების ამბავია, ზოგი ქალი სექსუალურად თვლის წვერს, ზოგი – პირიქით;
• ქალი იმედოვნებს, რომ მას პარტნიორის სუნი მოეწონება, ვინაიდან ტვინის ის ნაწილი, რომელიც სექსუალობას განაპირობებს, ახლოსაა ყნოსვის ცენტრთან და იმ ნეირონულ ბირთვებთან, რაც ყნოსვაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ თქვენს სუნს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალისთვის;
• ის ყურადღებას აქცევს დეტალებს – ქალები ადვილად ამჩნევენ და იმახსოვრებენ  ყოველ დეტალს კაცის სხეულზე. ქალებს ხომ დეტალების შემჩნევასა და დამახსოვრებაში ბადალი არ ჰყავთ;
• ქალებს მოსწონთ თავის თავში დარწმუნებული მამაკაცები. რაც უფრო თავდაჯერებით იმოქმედებთ ცხოვრების ყველა სფეროში, მით უფრო სექსუალური იქნებით მისთვის;
* ქალებს ძალიან მოსწონთ, როცა თვალებში უყურებთ, განსაკუთრებით, თუ თქვენს თვალებში კითხულობენ – „მე შენ მინდიხარ“.

უფრო წარმატებული

კარგად მოვლილ, თუნდაც არც ისე ლამაზ ქალს შეუძლია იყოს უფრო წარმატებული კარიერაში, ვიდრე ლამაზ, მაგრამ მოუვლელ ქალს. კაცების შემთხვევაშიც, უფრო მეტი შანსი საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისა იმას აქვს, ვისაც თავის მოვლაზე არც დრო ენანება და არც ფული. ბევრს არავინ ითხოვს თქვენგან, საკმარისია, თავს უვლიდეთ ზომიერად.
ჩნდება კითხვა: რატომ სჭირდებათ ქალებს დიდი დრო მომზადებისთვის? ბევრ მამაკაცს მიაჩნია, რომ ეს „ქალური სისულელეა“ რეალურად, ამის უკან წარმატების სურვილი დგას. კვლევებით დადგენილია, რომ  ქალები, რომლებიც მეტ დროს უთმობენ თავის მოვლასა და მაკიაჟს, უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობენ, მეტ ფულს  შოულობენ და მეტად წარმატებულებიც არიან.
არავინ დავობს იმაზე, რომ ჩვენ ყველას მოგვწონს ლამაზი ადამიანები. ამიტომ, ქალის ყოველი დამატებითი დახარჯული წუთი სილამაზის სალონში  თუ ბუტიკებში, ტანსაცმლის მოსინჯვისას, უნდა განვიხილოთ, როგორც ინვესტიცია, მიაღწიოს იმაზე მეტ წარმატებას, ვიდრე აქვს.  
ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ მომხიბვლელ ადამიანებს უფრო მაღალი ანაზღაურება და უკეთესი პოზიციები აქვთ. თანაც, ამ საკითხში ქალებსა და კაცებს შორის სხვაობა არ არის. ანუ ქალებიც და კაცებიც, რომლებიც მიიჩნევიან მომხბვლელებად თანაბრად წარმატებულები არიან  თავის არამომხიბვლელ კონკურენტებთან შედარებით.
მაშინ,  გამოდის, რომ ქალების საკუთარი თავისთვის დათმობილი დრო, ესაა შანსი,  შეიქმნას უკეთესი მომავალი. გახსოვდეთ, ქალის გარეგნობაში უფრო მნიშვნელოვანია  საკუთარი თავის მოვლისა და მაკიაჟის შედეგად მიღებული სილამაზე, ვიდრე ბუნებრივი.
იზრუნეთ საკუთარი გარეგნობის გაუმჯობესებაზე და  წარმატებაც არ დააყოვნებს. არასოდეს იფიქროთ იმაზე, ბუნებრივად ლამაზი დაიბადეთ თუ არა. ქალი რომელიც არ არის ბუნებრივად ლამაზი, მაგრამ  კარგად უვლის საკუთარ თავს გაცილებით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ქალები, რომლებიც უბრალოდ ლამაზები არიან.скачать dle 11.3