კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ გაუხარდა ბახვა ბრეგვაძეს ეგოისტურად ლიკა ევგენიძის ქმართან დაშორება და როგორ „მალავდა” ის ცოლსა და სამ შვილს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ბახვა ბრეგვაძე ცნობილ ადამიანებს შორის ერთ-ერთი სასურველი სასიძო, ჯერ კიდევ თავისუფალია. მართალია, არაერთ ლამაზ და ცნობილ გოგონასთან მის რომანებზე ხშირად საუბრობენ, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მათთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს და ამ დრომდე ისე სერიოზულად არავინ ჰყვარებია, რომ ოჯახის შექმნაზე ეფიქრა.
– ბახვა, შენ სახელს რომ სულ ცნობილ გოგონებს უკავშირებენ, ხან ვისი შეყვარებული ხარ და ხან ვისი, ეს გიშლის ხელს პირად ცხოვრებაში?
– ვინც ეკრანზე ჩანს, რაღაც დოზით, ამას ყველა მიჩვეულია. შეიძლება, ვიღაცასთან ჩაი დალიო, ფილმში ითამაშო, გადაცემა წაიყვანო და მერე აღმოაჩინო, რომ ამ ადამიანთან გაკავშირებენ. მე და ნინი ბადურაშვილი ნული წლიდან ვმეგობრობთ და ფაქტობრივად, დაგვაქორწინეს. მანამდეც ვდებდით ერთობლივ ფოტოებს, მაგრამ ამაზე არავის არაფერი უთქვამს. როგორც კი მეც ეკრანზე გამოვჩნდი, მაშინვე აიტაცეს ჩვენი  ფოტო და დაიწყო ჭორები ჩვენი ერთად ყოფნის შესახებ. ეს ყველაფერი იმდენად შორს წავიდა, ბოლოს ჩვენი ოჯახის წევრებსაც კი ეჭვი ეპარებოდათ (იცინის). არ ვარ წინააღმდეგი. გარეგნულად ვინც მომწონს, ყოველთვის ასეთ გოგოებს უკავშირდება ხოლმე ეს ჭორები. ასე რომ, მე თანახმა ვარ, იმათ იკითხონ (იცინის). არ მქონია შემთხვევა, რომ ამ ჭორებს ჩემს პირად ცხოვრებაში შეეშალოს ხელი.
როგორია, გქონდეს სასურველი სასიძოს იმიჯი?
– ბევრი ფული მე არ მაქვს და არ ვიცი, რატომ ვარ სასურველი სასიძო. ფულიანი ტიპები არიან ყოველთვის სასურველი სასიძოები და მე ჯერ ვერ ვიშოვე. მაგრამ აუცილებლად მექნება (იცინის). ბევრს ვშრომობ და იმედია, ჩემი შრომა როდისმე შესაბამისად დაფასდება და მერე ნახე, როგორი სასურველი ვიქნები, ჩემზე ბრდღვნა ატყდება (იცინის).
– სასურველი სასიძო თვითონ როგორ გოგოს ეძებს?
– ძალიან კარგს (იცინის). ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გოგოს ინტელექტი ჰქონდეს. მგონი, ბუნებრივია, არც გოგოებს უნდათ უტვინო კაცები. ჩემთვის ქალში მთავარი შარმია, რომელიც გარეგნობისა და ინტელექტის ერთობლიობაა. შეიძლება, ყველაფერი იდეალური არ ჰქონდეს, მაგრამ შარმიანი და სექსუალური იყოს, რითაც მომხიბლავს.
– ვიკა კალანდიაზეც დაგაქორწინეს ცოტა ხნის წინ.
– მე და ვიკა ერთ-ერთ საერთაშორისო პროექტში ცოლ-ქმრის როლს ვთამაშობდით და სამი შვილი გვყავდა. ასე პირდაპირ გავრცელდა ეს ამბავი: ვიკა კალანდია და ბახვა ბრეგვაძე ცოლ-ქმარი ყოფილან და სამი შვილი ჰყოლიათო. ერთხელ ქუჩაში ქალები შეგვხვდნენ და ერთი მეორეს ეძახის: ნახე, ცოტნეს ცოლი, სინამდვილეში ბახვას ცოლი ყოფილაო. მერე იდებოდა ფოტოები ჩვენი სამი შვილით (იცინის).
– როგორია შენი და ცნობილი გოგოების მეგობრული თავგადასავლები?
– ქრისტინე იმედაძეს ჰქონდა ერთ-ერთ რესტორანში კონცერტი. საერთოდ, ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანი ვარ და ჩემი წყობიდან გამოყვანა ძალიან რთულია. მაგრამ ამ კონცერტზე ვხედავ, რომ სცენაზე ვიღაც ბიჭი ავიდა და ქრისტინესთან ძალიან ახლოს მივიდა. ვუყურებ და ვხედავ, რომ ქრისტინე ძალიან წუხდება. მივხვდი, რომ რაღაცნაირად უნდა გამენეიტრალებინა სიტუაცია. ავედი სცენაზე, ეს ბიჭი გვერდზე გავწიე და ქრისტინესთან ერთად დავდექი, ვითომ ახლა მე მინდა მასთან სიმღერა, მაგრამ ეს ბიჭი არ გვეშვება. ჰოდა, შუა სიმღერაში გამოვტაცე მიკროფონი ხელიდან ქრისტინეს და ამ ბიჭს დავაჭედე პირდაპირ შუბლში. უცებ გადამეკეტა, ჩემი ბრალი არ იყო (იცინის). როგორც იდგა, ესე პირდაპირ გადაეშვა სცენიდან და მოვარდა ორი მისი მეგობარი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭები ჩემი ნაცნობებიც იყვნენ, ამიტომ ვერაფერი მითხრეს და ეს ბიჭი პირდაპირ გაათრიეს (იცინის).
– ახლო მეგობრობა გაკავშირებს ლიკა ევგენიძესთანაც.
– ლიკა და მისი ძმა ლუკა ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. მისი შვილი ჩემი ნათლულია. სკოლის პერიოდში ბებიას ჰპარავდნენ ხოლმე ას-ას დოლარიანებს და დავდიოდით ამ მოპარული დოლარებით კაფე-კაფე და რესტორან-რესტორან. ერთხელაც გახსნა დინარა ბებომ ჩემოდანი და აღარ დახვდა ფული (იცინის). მათი მშობლები, დათო და ნინა რომ დაშორდნენ და დათომ მეორე ცოლი მოიყვანა, მაშინაც კარგად „ვიგულავეთ“ (იცინის). სახლში ხომ ერთი ათი ქორწილი გადავუხადეთ, მერე ნამდვილ ქორწილშიც ჩვენ ვიყავით მთავარ როლში.
– ლიკას ცოტა ხნის წინ საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა, ოჯახი დაენგრა.
– ლიკა ამერიკაში ცხოვრობდა და ძალიან გვენატრებოდა. ბოლო წლები სულ იქ იყო და ძალიან გვაწუხებდა ის ამბავი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვნახულობდით ერთმანეთს. ამიტომ, ასე ეგოისტურად, მეგობრის პოზიციიდან რომ შევხედო ამ ამბავს, ძალიან გამიხარდა ლიკას აქ დაბრუნება. ოჯახის დანგრევა, რა თქმა უნდა, ცუდია და კარგი იქნებოდა, ასე არ მომხდარიყო, მაგრამ რას ვიზამთ. ლიკა არც პირვეელია და არც უკანასკნელი, ვისაც ეს შეემთხვა.
– დავუბრუნდეთ შენს სტატუსს – „სასურველი სასიძო“ როგორ ზრუნავს გარეგნობაზე? მახსოვს, როგორი პუტკუნა იყავი, გაიხსენე შენი „ტკივილები“, ზედმეტი წონის გამო.
– ბავშვობაში მართლა ძალიან გამხდარი ბავშვი ვიყავი. მერე მამაჩემმა ვიტამინები ჩამომიტანა, დღეში ერთი ცალი უნდა მიმეღო, მაგრამ იმდენად მომეწონა, ვიპარავდი და ძალიან დიდი რაოდენობით ვყლაპავდი. ერთი ზაფხული საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის, რომ მეგობრებს ვეღარ ვეცნე. მაგრამ მაღალი ბავშვი ვიყავი და ზედმეტი წონა არ მაწუხებდა. ჩემი ბავშვობის მეგობარი, სანდრო კაკულია მეუბნებოდა ხოლმე, მალე ასი კილოგრამი გახდებიო, მეზიზღებოდა და ყელში ვუჭერდი, რა ასი კილო-მეთქი და ცოცხალი თავით სასწორზე არ ვდგებოდი.
– კომპლექსები არ გქონდა წონასთან დაკავშირებით?
– ერთხელ სკოლაში უცნობმა ბავშვმა მითხრა, რამსისქე ხარო და ნაყინი შევაზილე სახეში. ატყდა ტირილი და ერთი ამბავი, რატომ შემაზილა ნაყინი ახალი პერანგი მეცვაო და ასე შემდგომ (იცინის). ეს ერთადერთი შემთხვევა იყო უცნობი ბავშვისგან. ვინც მიცნობდა, ყველას იმდენად ვუყვარდი, რომ მსგავსს არაფერს მეუბნებოდა.
– გოგოებთან გაპრანჭვის მომენტები რომ დაგეწყო?
– ვინ შემომხედავდა?! (იცინის) მაშინ არ ვიყავი სასურველი სასიძო (იცინის). ჩემთვის მეც ვეპრანჭებოდი გოგოებს, მაგრამ მერე ვხვდებოდი, რომ მათ სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემდამი. „ვაიმე, შენ რა საყვარელი ხარო და ლოყებს მიჩქმეტდნენ“. თუმცა, ჩემთვის ეგეც კარგი იყო ხოლმე (იცინის). ბაღელი მიყვარდა და მწარედ მახსოვს, მითხრა, ხელი არ მომკიდო, სველი გაქვსო. არადა, ზეიმზე ვიყავით, ძალიან ბევრი ვიცეკვე და ვიხტუნავე, ამიტომ ვიყავი სველი, აქ ჩემი წონა არაფერ შუაში იყო და ძალიან სევდიანად მახსოვს ეგ ამბავი. მაშინ პუტკუჩა ბახვას გული ატკინა ელენემ, რომელიც ძალიან უყვარდა. სამი დღე ამაზე ვნერვიულობდი და მას შემდეგ სულ „გატკიცინებული“ დავდიოდი. მერე, ჯარში წასვლის დრო რომ მოვიდა და სასწორზე დავდექი, მითხრეს, შვილო, შენ ხომ კარგად ხარო?! კი, ყველაფერი გადასარევად გაქვს, ჯანმრთელი ხარ, მაგრამ ამ წონით ჯარში არ შეიძლებაო. სულ არ მინდოდა ჯარში, იმ დროს ათას ცნობას აკეთებდნენ, რომ თავიდან აერიდებინათ და მე ასე, თვითონ „დამბრაკეს“ წონის გამო (იცინის). იქიდან რომ გამოვედი, მივხვდი, რაღაც უნდა მექნა. ზუსტად იმ დღეს დედაჩემის მეგობარი მოვიდა და ძალიან მკაცრად მითხრა: არ გადამკოცნო, გული მერევაო. ეს ქალი ძალიან მიყვარს და ეს რომ მითხრა, გული მეტკინა. მეორე დღეს ყურში ყურსასმენები რომ ჩავიდე და სირბილი დავიწყე, მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ, აღარც ვჭამდი და ძალიან მალე ბევრი დავიკელი.
скачать dle 11.3