კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ მიიღო მესამედ გათხოვების გადაწყვეტილება ია სუხიტაშვილმა და რატომ მალავდა ის დაოჯახების ამბავს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ია სუხიტაშვილი პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებას ერიდება. მისი დაოჯახების ამბავი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, როდესაც ია ფეხმძიმე, მუცლით გამოჩნდა. იას ცოტა ხნის წინ მეორე შვილი შეეძინა, ბიჭს სახელად ირაკლი დაარქვეს. ვინ არის იას მეუღლე, რით მოხიბლა ია, როგორ გადაწყვიტეს დაოჯახება და რა შეცვალა მეორე შვილმა იას ცხოვრებაში, მსახიობი თავად გვესაუბრა.
ია სუხიტაშვილი: მეორე შვილის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ორი შვილი გაცილებით მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ერთი. 27 წლის ვიყავი უფროსი შვილი რომ გავაჩინე, პატარა არ ვიყავი, მაგრამ ირაკლიმ, თავისი დაბადებით, უფრო მეტი დადებითი ფერები შემოიტანა. ძალიან საყვარელია. მეც მგავს და მამასაც – ფერებით და ნაკვთებით ორივეს მიქსია. ძალიან გვახარებს, მიმაჩნია, რომ ბავშვი ყველა ოჯახში უნდა იყოს, პატარა არ გაძლევს უფლებას, ცუდ ხასიათზე იყო, რაღაც უაზრო საფიქრალით გამოიტენო ტვინი და ასე შემდეგ. ასე რომ, თუ ჩვენს ცხოვრებაში რამე ხდება, ბავშვი ყველაზე დადებითია. ფეთიანი დედა გავხდი, მეტად ვნერვიულობ და სულ საათზე ვიყურები, რომ არ გადავუცილო ჭამის დრო და ასე შემდეგ. ამას, ცოტა, ასაკსაც ვაბრალებ.
– როგორი ფეხმძიმობა გქონდა, მეუღლე არ ესწრებოდა მშობიარობას?
– კარგი ორსულობა მქონდა, ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე.  იკა სამი კილო და რვაასი გაჩნდა. მეუღლე არ ესწრებოდა. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ ამას, არაესთეტიკურია და ძალიან მექაჯება. ეს ისეთი ტკივილია, მაგ დროს ვერავინ დამიდგება გვერდით. თან, ისეთი არაადამიანური ხმა ამოგდის... სტატისტიკურად ძალიან ბევრი წყვილი დაშორებიან ერთმანეთს – მამაკაცებს ამის შემდეგ ქალის მიმართ სხვა სოლიდარობის გრძნობა უჩნდებათ და როგორც ქალს, ვეღარ აღიქვამენ. რა ძალა გვადგას, ორსაათიანი ტკივილის გამო უნდა დაკარგო საყვარელი ადამიანი? თან, ვერაფერს ვერ გიკეთებს. ზოგ ქალს აქვს მომენტი – ქმარმა ნახოს, როგორ ვიტანჯებიო. რატომ უნდა ნახოს, არ იცის, რომ მშობიარობა ადვილი არ არის? ძალით არავინ არავის არ აფეხმძიმებს, ყველა ქალმა იცის, რომ ცხრა თვის შემდეგ დგება ძალიან მტკივნეული და საპასუხიმსგებლო მომენტი. ტკივილს ყველა უძლებს, მაგ დროს სხვა ზებუნებრივი ძალები ირთვება.
– უფროს შვილს ეგოისტობის მომენტები არ აქვს?
– უფროს შვილს ჰქონდა ეგოისტობის მომენტი. არ გამკვირვებია, იქიდან გამომდინარე, რომ ათი წელი იყო დედისერთა და უცებ გაჩნდა ადამიანი, რომელზეც ვზრუნავ და ჩათვალა, რომ გავყოფდი სიყვარულს. ასე არ არის, რა თქმა უნდა, შვილი შვილია, მეათეც და მეთერთმეტეც. ახლა დამშვიდდა, თორემ ჰქონდა ხოლმე რაღაც მომენტები.
– დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა, რითი მოგხიბლა შენმა მეუღლემ?
– ბევრი რამით, პირველ რიგში, თავისი მიდგომით ბევრ საკითხთან. როდესაც ადამიანს ცხოვრებაში სწორი პრიორიტეტები აქვს ჩამოყალიბებული, სიმპათიით ივსები, თან, როდესაც ქალსა და კაცს შორის გარკვეული მოწონებაა, ეს გრძნობაში გადაიზრდება. იყო პეპლები მუცელშიც, ტვინშიც და თვალებში – ვარსკვლავები, მე მიმაჩნია, რომ ყველაზე ლამაზი მაშინ ვარ ხოლმე, როდესაც შეყვარებული ვარ.
– მესამედ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება რთული არ იყო?
– არა. გადაწყვეტილების მიღება არ არის რთული, როდესაც ასეთ ადამიანს უკავშირებ ცხოვრებას. წარსულს რომ გადავხედო, არაფერს ვნანობ, არ მინდა რამე ისეთი ვთქვა, ვინმეს გული ვატკინო. ამიტომ მირჩევნია ჩემთვის, ჩუმად ვიყო. ძალიან სპონტანურად გადავწყვიტეთ ყველაფერი – ერთი კვირით ადრე ვთქვით, რომ ერთ კვირაში წავიდეთ, ხელი მოვაწეროთო და მოვაწერეთ, ყოველგვარი ცერემონიალების გარეშე. ქორწილი გვინდოდა, მაგრამ გადავიფიქრეთ. ხელმოწერა კი, ვიწრო წრეში  აღვნიშნეთ, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად. ძალიან კარგი დრო ვატარეთ და ეს დღე ყოველთვის კარგად მემახსოვრება.
– რატომ მალავდი დაოჯახების ამბავს?
– არ ვამბობდი, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ბევრი მიზეზი აქვს. ცალსახად ნუ გაიგებს ნურავინ, იმდენად მოქმედებს ჩემზე ეს ნეგატიური ატმოსფერო, რაც ჩვენ ირგვლივ ტრიალებს, რომ ძალიან ბევრჯერ ვიფიქრე „ფეისბუქის“ გაუქმება, მაგრამ ინფორმაციულად ხშირად მიკავშირდებიან და ასე, ერთი ხელის მოსმით, ვერ წავშალე. თუმცა იმდენ ბოღმას, გაბოროტებულ ადამიანს ვუყურებ, რომ ძალიან მაშინებს. იმდენად გამაღიზიანებლად მიმაჩნია ეს ყველაფერი, რომ შევეცადე, პირადი, რაც მე ყველაზე დიდ სიხარულს მგვრიდა, ყოფილიყო მხოლოდ ჩემი და მეტი არავისი. ჩემმა ნათესავებმა, მეგობრებმა და მეზობლებმა, ყველამ, ყველაფერი იცოდა. უბრალოდ, მერე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ამას ვეღარ შევფუთავდი, ბავშვის ფოტოსაც არ ვდებ. მწერენ, რუსკა მაყაშვილი დებს ბავშვის ფოტოს, ვიღაც დებს... შენ რატომ არ დებო? ერთმა პირადში მომწერა, ფეხის თითებს მაინც გადაუღეო და ფეხის ტერფს გადავუღე, დავდე „ფეისბუქზე“ და დავწერე, ეს იმ ადამიანისთვის,  ვინც მთხოვა, რომ ფეხი გადამეღო და დამედო. არ მინდა, ჯერ არ მყავს მონათლული, მე მაქვს ჩემი ცრურწმენები – ავი თვალის მჯერა და აქედან გამომდინარე, არც ოჯახზე ვსაუბრობ ბევრს და შესაბამისად, არც ბავშვზე.
– ერთხელ თქვი, რომ მსახიობ კაცს აღარასდროს გაყვებოდი ცოლად მათი დეპრესიული ბუნების გამო. მსახიობ ქალთან, ამ შემთხვევაში შენ გგულისხმობ, კაცისთვის რთულია ურთიერთობა?
– კაცისთვისაც რთულია მსახიობ ქალთან ურთიერთობა. რთული პროფესიაა. უნდა აგირჩიონ, გაგანაწილონ როლზე, რაც გარკვეულ ემოციებთან, დეპრესიებთან არის დაკავშირებული. საქმესთან მიმდებარე დამოკიდებულება ქმნის ამ ყველაფერს და რთულია. კაცი მსახიობი უფრო რთული ასატანია, იმიტომ რომ კაცს უფრო მეტად ემართება ეს დეპრესია. ქალი მაინც დედად რჩები. საკუთარი შვილი რომც არ ჰყავდეს, მსახიობი ქალი მაინც გამოძებნის საზრუნავ ობიექტს, ყურადღებას ვიღაცაზე გადაიტანს. კაცს უფრო უჭირს ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, მსახიობ კაცთან ცხოვრება რთულია. მსახიობი კაცი შეიძლება, ასი პროცენტით ემოციური, დეპრესიული და მძიმე იყოს და ქალი – არც ისე. მსახიობი მამაკაცები, უმეტესად, დეპრესიულები არიან, სულ წუწუნებენ, რომ საქმე არ აქვთ, არავის აღარ სჭირდება, დამთავრდა და ასე შემდეგ. ქალები – ნაკლებად, ქალები, ხომ, ბევრად უფრო მაგარი ტიპები ვართ.
–  შენი მეუღლე პროფესიით ვინ არის?
– ჩემი მეუღლე მშენებელ-ინჟინერია, ოღონდ ძალიან მთხოვა და მასზე ბევრს არ ვისაუბრებ. ძალიან არაპოპულისტური ადამიანია, რაც ძალიან მიხარია.
– ძლიერი ქალი ხარ?
– ძლიერი ვარ. შემიძლია, პასუხისმგებლობები ავიღო საკუთარ თავზე და რასაც მიზნად დავისახავ, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ბოლომდე მიმყავს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვერასდროს ვიქნებოდი სხვაზე ჩამოკიდებული. შეიძლება, ამ მომენტს გარკვეული უნდობლობა მიქმნის. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს არ ვენდობი, ზოგადად, ცხოვრების გატანას ვგულისხმობ. პირველ რიგში  შენი თავის იმედი უნდა გქონდეს. ვიცი, ჩემხელები დღემდე დედისა და მამის იმედზე არიან ან ჰყოლიათ ქმრები, რომლებზეც არიან დამოკიდებული. ის ქმარი სხვას გაეკიდა, მერე მიხვდებიან, რომ ამასობაში, ცხოვრება გავიდა, გამოუცდელები არიან და როგორც პიროვნებები, იღუპებიან. აქედან გამმოდინარე, სხვის იმედზე ვერასდროს ვიქნები. ყველთვის მინდა, რომ საკუთარი თავის იმედზე ვიყო და მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველგან საკუთარი თავი დამემკვიდრებინა, ბევრი მეშრომა და მიმეღწია იმისთვის, რომ ჩავეთვალე ჩემი საქმის პროფესიონალად, რათა ყოველთვის საკუთარი ადგილი მქონდეს.
скачать dle 11.3