კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როდის თამაშობდა კახა კალაძესთან ერთად ფეხბურთს ბრაიან იდოუ და როგორ მიჰყავდა მას საქართველოში ქართველი ბიჭები საქმის გასარჩევად

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ბრაიან იდოუ თერთმეტი წელია, საქართველოში ცხოვრობს, სკოლაში ფეხბურთს ასწავლის და „კომედი შოუს“ სკეტჩებშიც მონაწილეობს. ბრაიანს მიაჩნია, რომ საქართველო რასისტული ქვეყანა არ არის, რადგან წლების წინ ის ოჯახის წევრივით მიიღეს სრულიად უცნობმა ქართველმა ოჯახებმა და შვილივით უვლიდნენ. მას არც ქართველი გოგოს ცოლად მოყვანაზე შექმნია პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჩხუბი მოსვლია ქუჩაშიც, ის საქართველოს საკუთრ სამშობლოდ მიიჩნევს.
ბრაიან იდოუ:  მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო არ არის რასისტული ქვეყანა. მე რომ საქართველოში ჩამოვედი, ერთ წელზე მეტი ქართულ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი და ის სიყვარული რომ ვნახე, როგორ ვთქვა, რომ რასისტული ქვეყანაა. არ გამიგია, ვინმე ფერადკანიანი მოკლეს, რაღაც დაუშავეს. არის ქვეყნები, სადაც მსგავსი რამეები ხდება.
– როგორ მოხვდი საქართველოში?
– სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, რთული გზა გავიარე. ნიგერიაში ვთამაშობდი ფეხბურთს. 17 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთის სათამაშოდ თურქეთში უნდა წავსულიყავი. ამ დროს ნიგერიიდან წასვლა არ მინდოდა – ფეხბურთს ვთამაშობდი, ხელფასი მქონდა, კარგად ვიყავი და რაც მთავარია, სახლში ვიყავი. მამაჩემმა მირჩია, წადი, სხვაგან ითამაშე, რა იცი, რა ხდებაო. მივეცი აგენტს პასპორტი, ფული, რაც ოჯახიდან მომცეს და წამოვედით. მან ჯერ დუბაიში ჩაგვიყვანა, რამდენიმე დღე იქ ვიყავით. დუბაიდან ბაქოში წაგვიყვანა, სასტუმროში. მერე, ვითომ, დუბაიში პრობლემა ჰქონდა და წავიდა, სად წავიდა, დღემდე არ ვიცით. სასტუმროს ფულიც არ გადაუხდია. ჩვენ მოგვთხოვეს: თუ ფულს არ გადაიხდით, პასპორტები დატოვეთო. პასპორტები კი, აგენტს ჰქონდა. თებერვალი იყო, ყინავდა. გამოგვიშვეს სასტუმროდან, ვიყინებოდით. ნიგერიის საელჩო იქ არ არის და წავედით ბრიტანეთის საელჩოში. იქ ნიგერიელი ქალი მუშაობდა, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა, დაგვეხმარა, ღამე საელჩოში გავათენეთ. მერე დილით მოვდიოდი. ყველამ დარეკა მშობლებთან, ვისაც შეეძლო, ფული გამოუგზავნეს. მე ფეხბურთი ვითამაშე, ავიღე ორასი დოლარი და იმით მოვაგვარე პრობლემა. ერთი თვით საქართველოში წამოვედი. უკან უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ ისეთი სიყვარული მაჩვენეს ჩემმა მეგობრებმა, რომ დავრჩი.
– გაგიჭირდა საქართველოში თავის დამკვიდრება?
– ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა. როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი, გუნდთან ერთად ორი კვირით ზესტაფონში წავედი. თბილისში რომ დავბრუნდი, ბინის ქირა მქონდა გადასახდელი, ერთი კვირა გადამიცილდა კიდეც და მეპატრონემ მითხრა, რომ ბინა უნდა დამეცალა, მართალიც იყო. უბანში რომ გამოვედი, ნაცნობი ბიჭები შემხვდნენ, მკითხეს, როგორ ხარ, რას შვრებიო და ვუთხარი, რომ ბინა უნდა დავცალო და ღამისგასათევი არ მაქვს-მეთქი. ყველამ დამპატიჟა: მერე რა, წამოდი ჩვენთანო, წავედი ერთ-ერთთან და ერთი თვე მათთან ვცხოვრობდი. ვერის ბაღში ფეხბურთს ვთამაშობდი ხოლმე და ბიჭებმა შემომთავაზეს, სამტრედიაში ფეხბურთი მეთამაშა. წავედი სამტრედიაში. იქაც ყველა მეპატიჟებოდა, მოდი, ჩვენთან იცხოვრეო, ყველა საჭმელს მთავაზობდა. გადავწყვიტე, აზერბაიჯანში არ წავსულიყავი. ექვს თვეში სამტრედიის გუნდი დაიშალა, დავბრუნდი თბილისში და ისევ ჩემს მეგობარ გოგასთან და მის ოჯახთან ერთად, სანზონაში, ერთ ოთახში ვცხოვრობდი. შვილივით მივლიდნენ, ყოველ დილით თაფლიანი თბილი წყალი მხვდებოდა, ვარჯიშზე სანამ წახვალ, დალიეო. სანამ თვითონ შეჭამდნენ, მე მაჭმევდნენ, ფულსაც მაძლევდნენ. ერთხელ ვარჯიშიდან რომ მოვედი, გასარეცხი ტანსაცმელი დავდე, ვიფიქრე, ცოტას დავისვენებ და გავრეცხავ-მეთქი... და გარეცხილი დამხვდა. ასეთი რამ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ჩვენთან მსგავსი რაღაცები არ ხდება. პატარა ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა და დამოუკიდებლად თავის მოვლას მიჩვეული ვიყავი. ჩვენთან მრავალშვილიანი ოჯახებია და ყველა თვითონ უვლის თავს.
– რასისტული პრობლემები არასდროს გქონია?
–  სკოლაში ვმუშაობ და ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ, რომ დამინახავენ მეხუტებიან, მშობლები კეთილგანწყობილები არიან. თერთმეტი წელია, საქართველოში ვცხოვრობ, უამრავი ქართველი მეგობარი მყავს, როგორ უნდა გამოვიდე და ვთქვა, რომ რასისტული ქვეყანაა, მეზობლები ხომ მყავს ქართველები, ცოლი მყავდა ქართველი, შვილი... მე აქ ვცხოვრობ. არის რაღაცები, რაც უნდა გამოასწორონ – წერენ კომენტარებს: შავკანიანმა მოიყვანა ცოლად თეთრკანიანი და ლანძღავენ, უყვართ ერთმანეთი და დავანებოთ სიყვარული. მეც ადრე მოვიყვანე ცოლი საქართველოში და მაშინ არ ხდებოდა ასეთი რამეები, კარგი და ცუდი ყველგან არის. ენის ბარიერის გამო გაუგებრობები ყოფილა. ადრე, სანამ ენას ვისწავლიდი,  ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, ფეხი მივარტყი შემთხვევით ერთ ბიჭს, მან რომ თქვა „აუ, ჩემი...“ მე მეგონა რომ მაგინებდა, შევაგინე და ჩხუბი მოგვივიდა. ეს ჩემი ბრალი იყო. ჩხუბი სხვა დროსაც მომსვლია. ერთხელ სანზონაში ქუჩაში მოვდიოდი და ტიპებმა უხეშად რაღაც მომაძახეს, არ მივაქციე ყურადღება, ვითომ არ მესმის, მერე შემაგინა და მეც შევაგინე, მოგვივიდა ჩხუბი. მან მოიყვანა ბიჭები, მეც ისევ ქართველი მეგობრები მივიყვანე, ვიჩხუბეთ, მაგრამ შევრიგიდით. ფერადკანიანები რომ მიმეყვანა, რასისტულ ჩხუბად ჩათვლიდნენ. ქართველებს ჩემ გამო ბევრჯერ უჩხუბიათ ქართველებთან.
– შენი აზრით, ბელიაშვილზე მომხდარი ჩხუბი იყო რასისტული?
– ბელიაშვილზე მომხდარ ჩხუბში დღემდე არ ვიცი, ვინ იყო დამნაშავე, მაგრამ რაც გაააკეთა ქალაქის მერიამ, ძალიან კარგი იყო, მოვიდნენ ერთმანეთს შეურიგდნენ, ითამაშეს. კალაძემაც თქვა რომ, იტალიაში რომ ვცხოვრობდი, მეც ბევრჯერ მომსვლია ჩხუბიო. ქალაქის მერი რომ მოვიდა შენთან, დიდი დაფასებაა. ჩემს ქვეყანაში უბნის გამგეობასთანაც კი ვერ მიხვალ ახლოს და მეც და ჩემი მეგობრებიც მადლობელი უნდა ვიყოთ. კალაძეს მანამდეც ვიცნობდი, ფეხბურთს ვთამაშობდით ხოლმე, ამისულაშვილთან, დემეტრაძესთან. ძალიან თავმდაბალი, ჭკვიანი ადამიანია. ბაქოში ვცხოვრობდი და ყოველდღე ჩხუბი ხდებოდა. რასისტობა არის ჯგუფი, რომელსაც მასწავლებელი, ხელმძღვანელიც ჰყავს.  ბელიაშვილზე რომ ჩხუბი მოხდა, რადგან ფერადკანიანები და თეთრკანიანები იყვნენ, რასიზმს მიაწერეს. ახლა ჩემთან ვინმე რომ მოვიდეს და მეჩხუბოს, უნდა თქვან, რომ ფერადკანიანი რომ არის მაგიტომო? ბევრს უთქვამს ქუჩაში: ნახე, რა შავიაო. არ ვაქცევ ყურადღებას, მერე რა, ხომ შავი ვარ?  ბავშვობაში ტელევიზორში რომ ვხედავდი თეთრკანიანს, მიხაროდა და მიკვირდა: ვა, თეთრკანიანი, ასეთი ვიყავი ადრე. რასიზმი შავკანიანებშიც არის და თეთრკანიანებშიც, ოღონდ საქართველო არ არის რასისტული ქვეყანა.
– აფრიკაში ხდება რასისტული დამოკიდებულებები თეთრკანიანების მიმართ?
– ხდება მსგავსი რაღაცები, სამხრეთ აფრიკაში ვერ იტანენ ერთმანეთს. მე ნიგერიელი ვარ, იქ არის სხვადასხვა ენები და დიალექტები. სხვა ქალაქში რომ ჩავა ნიგერიელი, იმ ენაზე მოლაპარაკეები ეუბნებიან: აქ რა გინდა, ეს ჩვენი უბანიაო და ასე შემდეგ. ასეთი რაღაცები ხდება. თეთრკანიანი და შავკანიანი რომ ერთმანეთს ესაუბრებიან ქუჩაში, პოლიცია აუცილებლად მივა და გაარკვევს, რაიმე პრობლემა ხომ არ არის მათ შორის.
– ქართველების სიძე რომ გახდი, რაიმე წინააღმდეგობა იყო მისი ოჯახის მხრიდან?
– არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა. კარგად მიმიღეს. მეუღლეს გავშორდი ორი წელია, მაგრამ მათთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. ბავშვი ხომ იქ ცხოვრობს, რომ მივდივარ, თბილად მხვდებიან, მეკითხებიან როგორ ვარ, საჭმელს მთავაზობენ. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ ნიგერიიდან წავიდე, სხვაგან ვითამაშო ფეხბურთი და ცოლი მოვიყავნო, ეს ქვეცნობიერად მქონდა სულ. ეს ოცნება აღარც მახსოვდა, მაგრამ თავისთავად ასე გამოვიდა.
– ნიგერიაში დაბრუნებას ფიქრობ?
– საქართველო ჩემი სამშობლოა. ნიგერიაში დავდივარ ხოლმე, მაგრამ დაბრუნებაზე არ ვფიქრობ, მანამ ვიქნები აქ, სანამ არ მეტყვიან: ბრაიან, წადი ამ ქვეყნიდანო. შვილიც აქ მყავს და სანამ სკოლას არ დაამთავრებს  და სანამ თავის ცხოვრება არ ექნება, როგორ უნდა მივატოვო, არ მივატოვებ.
скачать dle 11.3