კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რამ შეცვალა ნანუკა გოგიჩაიშვილის ცხოვრება და რატომ სთხოვს მას გოგიჩა თავის გადაპარსვას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

უკვე რამდენიმე თვეა, ნანუკა გოგიჩაიშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა ბავშვობიდან ხატავს, მისი ნახატები საზოგადოებამ სულ ცოტა ხნის წინ ნახა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნანუკას პირველი გამოფენა ჩიკაგოში გაიმართა, თან ძალიან წარმატებულად.
 ნანუკა გოგიჩაიშვილი: ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა და დღემდე ვხვდები: რამხელა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ხელოვანი ადამიანი საკუთარ ნამუშევრებს საზოგადოების წინაშე წარადგენს. რეალურად, ბავშვობიდან ვხატავ, უბრალოდ, 5 წელი ჩავარდნა მქონდა, რადგან სამოდელო სფეროში ვიყავი გადართული, ვმოგზაურობდი. ერთი პერიოდი ამერიკაში ვიყავი და როდესაც ჩამოვედი, წამოვიდა ახალი ტალღა: მცირე დროში 30-მდე ნამუშევარი შევქმენი. ზუსტად იმ პერიოდში შემომთავაზეს გამოფენის მოწყობა. იმდენად ზღაპრული იყო ყველაფერი, ისეთი გამოხმაურება მივიღე ხალხისგან, დამთვალიერებლები თავად მაცნობდნენ ჩემს ნამუშევრებს, მიყვებოდნენ, უამრავი კითხვა ჰქონდათ. ადამიანებს რომ აინტერესებთ შენი შემოქმედება, ეს არის უდიდესი ბედნიერება. ნერვიულობის მომენტი მაშინ დავაფიქსირე, როდესაც ჩემი ფოტოები ვნახე: როგორ დავდიოდი ერთი კუთხიდან მეორეში. გამოფენის დროს იმდენად ვიყავი ყველაფერში ჩაძირული, ვეღარ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი. ეს ემოციები დაუვიწყარი იქნება.
– ამას, აქამდე განცდილ რაიმე ემოციას შეადარებდი?
– ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ მერე, ალბათ, შევადარებ. ამაზე არც ვოცნებობდი, არც მეგონა, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა. უბრალოდ, ჩემთვის ვქმნიდი. მიხარია, რომ შემდეგ საზოგადოებამაც მიიღო. ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად ორგანული იყო, რომ უკვირდათ, ვფიქრობდი: უი, გასაკვირია? დამალული იყო ოთახში, სადაც იქმნებოდა, არსად გადიოდა... თითქოს საიდუმლო პროექტზე ვმუშაობდი, რომელიც არავის უნდა გაეგო. ზოგადად ის, რაც ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ ჩემთვის მინდა ხოლმე. ეგოისტურად გამომდის და ისე ჩანს, რომ ვინმეს არ ვუზიარებ. არ მეშინია იმის, რომ რაღაც მოხდება. რაც ჩემია, მას ბოლომდე ის სტატუსი აქვს, რომ ჩემია და ვუფრთხილდები.
– როგორ უფრთხლდები?
– თუნდაც ის, რომ არ არის ათასი თვალისთვის სანახავი. მესიჯად მქონდა თავში ჩადებული, რომ რაც შენია, ბოლომდე შენი უნდა იყოს. თუმცა ცხოვრებაშიც დგება მომენტი, როცა იმ ათას თვალს დაანახვებ, რადგან ვეღარ იტევ.
– ერთგან წერდი: ჩემი ნახატები ჩემსავით არაფოტოგენურიაო.
– საქართველოში ცოტა ადამიანს აქვს ჩემი ნახატები რეალუარად ნანახი. რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც კარგად ერკვევიან ხელოვნებაში, მითხრეს, რომ შენი ნამუშევრები სინამდვილეში უფრო სხვანაირ ემოციებს ბადებენ, ვიდრე ეს ფოტოებიდან ჩანსო. ყოველდღე რომ ტელეეთერში ვიყავი, მეც მეუბნებოდნენ: ცხოვრებაში ბევრად სხვანაირი, ბევრად ლამაზი ხარო.
–  რამდენად გგავს შენი ნახატები?
– ვინც დაათვალიერა, მითხრა: შენთან ასცორდება, თვალებით როგორ გგავსო. მე როცა ვხატავ, ვიწყებ ფიქრს ბედნიერ ცხოვრებაზე და მაშინვე მოდის ლამაზი ფერები, ფერადი, თვალები, ხასიათი – ძირითადი დატვირთვა ბედნიერებაზეა. შესაბამისად, ჩემი ნახატები, საბოლოოდ, ბედნიერებამდე, ზღაპარში ცხოვრებამდე მიდის.
– დღეს ცოტა რთულია ცხოვრობდე ზღაპარში.
– არ ვიცი, რადგან ჩემი სახლი, მას შემდეგ, რაც იქ ვცხოვრობ, ზღაპართან ასოცირდება. რომ გამოვდივარ გარეთ, რა თქმა უნდა, რეალობა მხვდება, მაგრამ შენს აურას როგორსაც შექმნი, დაიხატავ, ისეთი გექნება – მე ამის მჯერა. რომ ვიცი ყოველდღე ბედნიერი უნდა იყო, ამისთვის ბევრი რაღაცები არ არის საჭირო. დილით რომ გაიღვიძებ, გაიღიმე, საკუთარ თავს შთააგონე, რომ დღეს ბედნიერი იქნები. ბავშვობიდან ჩემი მიზანი იყო, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. შენ თვითონ უნდა შეიქმნა განწყობა და მერე სხვებსაც აბედნიერებ. როცა ჩემი მეგობრები ცუდ განწყობაზე იყვნენ, მეუბნებოდნენ ხოლმე: შენთან მინდა საუბარიო. შემიძლია, საკუთარი თავი და სხვა ადამიანი მდგომარეობიდან გამოვიყვანო. მე მჯერა, რომ ადამიანებს ზებუნებრივი ძალები გვაქვს.
– შენ რა ზებუნებრივი ძალა და ნიჭი გაქვს?
– მესამე თვალს რომ ეძახიან, ის უნდა გააღვიძო – ეს ყველას შეუძლია. შემიძლია, კარგი, დადებითი ემოციები მოვიზიდო ჩემკენ. ღია ვარ კოსმოსისთვის და ვიცი, დღეს თუ კარგ რამეს გავაკეთებთ, უკან დაგვიბრუნდება.
– შენ მოგქცევიან უსამართლოდ?
– ბევრჯერ. ყოფილა ისეთი გულისტკენა, რაც არ დამიმსახურებია. ვფიქრობდი ხოლმე, ალბათ, ერთ-ერთი გამოცდაა-მეთქი. ასეთ დროს დიდი კითხვის ნიშნები გიჩნდება. მერე ხვდები, რომ ყველა შენნაირი ვერ იქნება, რადგან ინდივიდუალური ხარ. პატიებაც შემიძლია, თუმცა ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ მალევე გადამივლის ხოლმე. თუ ადამიანი თავის შეცდომას მიხვდება, რა თქმა უნდა, ვაპატიებ. არ ყოფილა ისეთი შეცდომები, რაც დაღს დაასვამდა ჩემს ცხოვრებას. არასდროს ვნანობ იმას, რაც გავაკეთე. სანამ მე რამეს გადავწყვეტ, იმხელა პროცესია, სამი წელი მაინც ვფიქრობ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი და ჯობია, მე ცოტა ხანი გათიშული ვიყო და ვინმემ ჩემ ნაცვლად გადაწყვიტოს.
– რთული პერიოდიც გექნებოდა.
– კი, მამაჩემთან დაკავშირებით პერიოდი იყო ყველაზე რთული. მაგრამ მისივე დახმარებით ყველაფერი გადავიტანეთ. დღემდე აგრძელებს მამა მკურნალობას, კარგია შედეგები და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
– როდესაც ასეთ ამბავს იგებ, ის პირველი მომენტია ყველაზე რთული.
– ის პერიოდი რეალურად აღარ მახსოვს. როცა ეს ამბავი მოხდა, არავინ იცოდა. მეგობრებმაც არ იცოდნენ, რადგან სულ ვამბობდი: მე რომ ეს მოვყვე, თავადვე მოვისმინო, ვერ წარმომიდგენია. მე ეს მითხრეს, გავიგე და ჩემი პირით აღარ მომიყოლია, მერჩივნა, მხოლოდ მე მცოდნოდა. ამაზე ვერ ვსაუბრობდი, არ ამომდიოდა ეს სიტყვები. მერე, ყველამ რომ გაიგო, ისეთი ტალღა წამოვიდა, ძალიან მადლიერი ვიყავი მათი. მე რომ არ დამჭირდა ამის მოყოლა, დიდი შვება იყო. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. მე ისე ვცხოვრობდი, რომ ყოველი წამით ბედნიერი ვიყავი, ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი. არ მქონია ის მომენტი, რომ დღეს დავაფასე ჩემი მშობლები. ყოველთვის ისეთი ცხოვრება მქონდა, რომ ყოველი წამით ტკბობა მიწევდა და დღესაც ასე გრძელდება. რაღაც არ უნდა მოხდეს, რომ მერე დააფასო შენი ცხოვრება, ოჯახი.
– მამას რამე ოცნება აქვს შენთან დაკავშირებით?
– არ ვიცი, პატარა ოცნებები კი ჰქონია: თავი გადაიპარსეო და ასე შემდეგ. გოგიჩას ოცნებაა, რომელიმემ თმა გადავიპარსოთ ან მოკლედ შევიჭრათ. რაგბისტული და ვაჟკაცური რაღაცები რომ ავუსრულოთ, კარატეზე რომ ვიაროთ. იუმორი კი აქვს კარგი და დილით გვეუბნება ხოლმე: დღეს არ გინდა, არ გადაიპარსოო.
– როცა შეყვარებული ხარ, ამის შესახებ ვის ეუბნები დედას თუ მამას?
– ასეთი ისტორიები არ მქონია. ერთი უნდა იყოს და არა: მერვე კლასში – მამა შეყვრებული ვარ, მე-10 კლასში – მამა შეყვარებული ვარ, მსგავსი ამბები არ მქონია. ყოველთვის ვიცოდი, როცა მამას ვეტყოდი, შეყვარებული ვარ-მეთქი, ესე იგი გადაწყვეტილი მაქვს, რომ ის ადამიანი ჩემ გვერდით უნდა იყოს მთელი ცხოვრება.
– ასეთი მომენტი ჯერ არ დამდგარა?
– ჯერ არ მითქვამს, მაგრამ აუცილებლად ვეტყვი. დედასთვისაც არასდროს მითქვამს: დე, მე ეს ადამიანი მომწონს. მაგრამ ამას აუცილებლად ვეტყვი. ყოველთვის მინდოდა და მომწონდა ექსკლუზივი ყველაფერში – სიყვარული იქნება თუ კლდეზე ცოცვა. სულ ვიცოდი, რომ ზღაპრული სიყვარულის ისტორია მექნებოდა. ძალიან ზღაპრული, ბედნიერი ცხოვრება კი, მართლაც მაქვს.
скачать dle 11.3