კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ იზრდება ლიკა შუბითიძის შვილი ქართველი გეების გარემოცვაში და რატომ გაშიშვლდნენ ის და მისი მეუღლე საჯაროდ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

მომღერალი ლიკა შუბითიძე, ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი არაორდინარული ჩაცმის სტილით, განსხვავებული აზროვნებითა და იმპროვიზაციის უნარით. ამბობს, რომ მისთვის ცხოვრებისეული ჩარჩოები არ არსებობს, ნარკოტიკიც გაუსინჯავს, გეიმეგობრებიც ჰყავს და თავისუფლების ჰაერიც დიდი დოზით აქვს შესუნთქული. ბოლო დროს, ლიკა სოციალურ ქსელში, მეუღლესთან ერთად გადაღებულ, საკმაოდ თამამ, შიშველ ფოტოებს საჯაროდ დებს, თუმცა, მის მიმართ საზოგადოება, ნეგატიურად არ არის განწყობილი.
ლიკა შუბითიძე: ათი წლია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. ამ ქვეყანამ ბევრი რამ მომცა, ფაქტობრივად, მიშვილა და ნულიდან დამაწყებინა ცხოვრება. აქ ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. რაღაცნაირი, გაზვიადებული ქვეყანაა, სადაც დაუეგეგმავად ხდება მოვლენები. ამერიკაში თავისუფლების ჰაერი დიდი დოზით შევისუნთქე და სხვანაირად დავინახე ყველაფერი.
– ამ გაზვიადებულ ქვეყანაში, ამერიკული ოცნება აიხდინე?
– სიმართლე გითხრათ, მეოცნებე არ ვარ. მართალია, წითელ ხალიჩაზე ვერ გავიარე და „ოსკარიც“ არ მიჭირავს ხელში, მაგრამ ამერიკაში ყველაზე მთავარი ვიპოვე – ჩემი სიყვარული. მე და ტატომ ერთმანეთი აქ აღმოვაჩინეთ და ამაში მუსიკამაც დიდი როლი ითამაშა. სულ ვამბობ, ეს იმ სიყვარულებს არ ჰგავს, რაც მანამდე მქონია-მეთქი (იცინის). ახლა მე და ტატო ახალ ალბომზე ვმუშაობთ, კონცერტები გვაქვს და ბევრს ვმოგზაურობთ.
– ყოველთვის გამოირჩეოდი სითამამით, შენეული ხედვით, არასტანდარტული ჩაცმის სტილით... ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ, თითქოს სტანდარტულ, ცხოვრებისეულ ჩარჩოში ვერ ეტევი. ასეთი ხარ?
– ნამდვილად ასეთი ვარ. არ მიყვარს დოგმები და ჩარჩოები, ეს პიროვნულ თავისუფლებას ზღუდავს. როცა ქუჩაში მივდივარ და გამვლელები გაოცებული სახით მიყურებენ, მსიამოვნებს, ვხვდები, ყველას არ ვგავარ და განსხვავებული ვარ. ასეთი იმიჯი გარეგნულად გამოხატული ჩემი შინაგანი პროტესტია. სულ ვფიქრობ, ამერიკაში რომ არ წამოვსულიყავი, საქართველოში საკუთარ თავს ვერ აღმოვაჩენდი-მეთქი.
– ვიცი, რომ ბევრი გეიმეგობარი გყავს და მათ მხარდასაჭერად, ფოტოც კი გადაიღე მეუღლესთან ერთად, შიშველმა, ჰომოფობიურ ფერებში ქსოვილაფარებულმა და დადე საჯაროდ, სოციალურ ქსელში. ამით, რისი თქმა გინდოდა? არ იყო ეს რისკი? და, რა რეაქცია მოყვა საზოგადოებისგან შენს ამ თამამ ნაბიჯს?
–  ძალიან ბევრი გეიმეგობარი მყავს და ეს ადამიანები, საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან, როგორც ჩვენ. ტრადიციების დამცველიც ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ გეების დაჩაგვრა სწორად არ მიმაჩნია. ამერიკაში უამრავი ქართველი გეიმეგობარი მყავს და ჩემი შვილი, ფაქტობრივად, მათი გაზრდილია. ვერ ვხვდები, ადამიანის ორიენტაცია რატომ უნდა იყოს პრობლემა? ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ, გასნხვავებული გემოვნებით, სულ ესაა. ნელ-ნელა მივა ჩვენი ქვეყანა იმ დონეზე, რომ ასეთი ადამიანები მიიღოს და არ დევნოს. რაც შეეხება ფოტოს, ქმარიც ჩემს აზრზეა, ჩემნაირი გაგება აქვს. მე და ტატო მათ მხარდასაჭერად გავშიშვლდით, ავიფარეთ წინ ფერადი ნაჭერი და გადავიღეთ ფოტო. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ამ ფოტოს დადებას ნეგატიური კომენტარები არ მოჰყოლია. საზოგადოებამ ეს რისკად კი არა, საღად მიიღო. ჩემდა გასაკვირად, საზოგადოება, რაღაცნაირად, მინდობს და ჩემს ფოტოებზე  ნეგატივს არ გამოხატავს (იცინის). სულ ვამბობ, მე როგორ ფოტოებსაც ვიღებ და ვდებ, ეს რომ სხვამ გააკეთოს, ჯვარზე გააკრავენ, მაგრამ მე მინდობენ. რასაკვირველია, მომწერეს, რითი ახსნით ამ თქვენს ფოტოსო, თუმცა ფოტოს გარკვევით ეწერა თავზე – ჰომოფობიის წინააღმდეგ! მოკლედ, ამ ფოტოთი მინდოდა მეთქვა, რომ ცისარტყელას  ფერები ყველასია და ამ საზოგადოებაში ყველა თანასწორუფლებიანია, მიუხედავად ორიენტაციისა. სხვათა შორის, მე და ტატო სამოგზაუროდ ვიყავით და გადავიღეთ ფოტო, სადაც საწოლზე ვდგავართ შიშვლები და ბალიშები გვაქვს აფარებული. ესეც დავდე სოციალურ ქსელში და მისი ქვეტექსტი იყო: თანამედროვე სიყვარული, როცა სულ ერთად ვართ. ამ ფოტოს გადაღების იდეა ტატოს მოუვიდა – მოდი, სანამ ჩავიცვამთ, ფოტო გადავიღოთო. კიდევ ვამბობ, ჩვენ ყველაფერს გვპატიობენ და არც ამ ფოტოზე დაწერეს ნეგატიური კომენტარები. ვფიქრობ, კარგია შიშველი სხეულის გამოჩენა და ფოტოზე დაფიქსირება, ოღონდ, რასაკვირველია, ის უხამსი არ უნდა იყოს, სწორად უნდა მიაწოდო და საზოგადოებაც არ მიიღებს ცუდად.
– რომ თქვი, ბაჟეში თავჩარგულ, მოთენთილ ადამიანებს, მოცეკვავე ჩემი თაობა მირჩევნიაო, რას ერჩი ძველი თაობის წარმომადგენლებს?
–  არც არაფერს ვერჩი, პირიქით, დიდ პატივს ვცემ. თუ ის თაობა კარგია, ეს თაობაც კარგია და როცა თავი გაქვს ბაჟეში ჩარგული, მოცეკვავე ადამიანს არ უნდა ერჩოდე. ბაჟეში თავჩარგული, გარშემო რა ხდება, ვერ ხედავ და ამიტომ, სხვაზე არ უნდა ილაპარაკო. მოცეკვავე ადამიანი არ არის ნარკომანი, გაუბედურებული და წიხლს ქვეშ მოსაქცევი.
– რახან, ბოლო დროს განვითრებულ მოვლენებს შევეხეთ, გკითხავ, თავად თუ გაქვს გასინჯული ნარკოტიკი?
– არ დაგიმალავთ, ამერიკაში, კლუბში ვიყავი მეგობრებთან ერთად, შევიძინე ნარკოტიკი და გავსინჯე. ვერ ვხვდები, რატომ უნდა დავმალო – დიახ, გამისინჯავს ბევრი რაღაცები, მაგრამ ვიცოდი, ნარკოდამოკიდებული არ გავხდებოდი. არ მინდა, პროპაგანდასავით გამომივიდეს, მაგრამ ნარკოტიკს რომ იღებ, იმხელა სიამოვნებაა, თუ დროულად არ „მოტვინე“ და „შეასტოპე“, დაიღუპები. ამიტომ, შესაძლოა, გასინჯო, მაგრამ დროულად გაჩერდე და არ გახდე მასზე დამოკიდებული. ნარკოტიკთან დამოკიდებულებაში ვერ ვიქნები ძლიერი, უბრალოდ, მე არ მიყვარს, როცა რაღაცაზე ვარ დამოკიდებული, არც ნარკოტიკზე და არც სასმელზე. მე, ერთადერთი, მუსიკაზე ვარ დამოკიდებული და ეს ყველაზე დიდი ნარკოტიკი და „კაიფია“ ჩემთვის. ასე რომ, ერთზე მეტჯერ მაქვს ნარკოტიკი მიღებული, მაგრამ მუსიკის „კაიფი“ უფრო მაგარი აღმოჩნდა ჩემთვის. საქართველოში, კლუბებში რომ სპეცოპერაცია ჩატარდა, მაშინ დავწერე სოციალურ ქსელში: „ხალხი ხე არ არის, ვერ მოჭრი! ხალხი სადაც კარგად გრძნობს თავს, ვერც იმას მოჭრით!“. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ ძალადობა დაუშვებელია. კლუბი იგივე რესტორანია, უბრალოდ ჩაბნელებული, სადაც ბაჟე და გოჭის ხორცი არ არის და სხვა სტილის მუსიკა უკრავს. სხვანაირი თაობა წამოვიდა და მათი დროა. მე ვფიქრობ, რესტორნის ნარკოტიკი სასმელია, კლუბური კი – ის მუსიკა, რომელზეც ცეკვავს ახალგაზრდობა. კიდევ ვამბობ, მე არ მჭირდება კლუბში ნარკოტიკი, მუსიკით ვიღებ „კაიფს“ და ეს ყველაზე ჯანმრთელი ნარკოტიკია. და ის, რომ კლუბში დავდივარ, არ არის აუცილებელი, ნარკოტიკზე ვიყო დამოკიდებული.  ვფიქრობ, დრო ყველაფერს დაალაგებს, საქართველო ყოჩაღი ქვეყანაა, მიუხედავად ამდენი ომისა და ბრძოლისა, მაინც ფეხზე დგას.
– ამ სამყაროში შენი ადგილი იპოვე?
– კი, ვიპოვე: ვარ თავისუფლების ქვეყანაში, მაქვს სიყვარული, ვარ ჯანმრთელი, ვაკეთებ საყვარელ საქმეს და მყავს შვილი... მაგრამ მეტი მინდა მოვასწრო, შევქმნა და დავტოვო.
– შვილი ახსენე და გკითხავ, ასეთი რამ თქვი: მე შვილთან ნარკოტიკების თემაზე აუცილებლად ვისაუბრებო. რატომ?
– ჯერ პატარაა – სამი წლის, მაგრამ აუცილებლად დაველაპარაკები ნარკოტიკებზე, მის შედეგებზე და თავად გაიაზრებს, სჭირდება თუ არა. და, იმაზეც დაველაპარაკები, რომ გეიადამიანი, არ არის ცუდი, თუმცა, ეს უკვე იცის, რადგან ჩემი გეიმეგობრები ძალიან უყვარს.
скачать dle 11.3