№22 რა მოხდა ამ დღეს
28 მაისი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 585 წელი – ამ დღეს საბერძნეთსა და წინა აზიაში მოხდა პირველი დოკუმენტურად დადასტურებული მზის სრული დაბნელება.
1742 – ლონდონში გაიხსნა პირველი გადახურული საცურაო აუზი.
1964 – დაარსდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, რომლის ლიდერი გახდა იასირ არაფატი.
29 მაისი
1953 – დედამიწის ყველაზე მაღალი მთა, ჯომოლუნგმა, პირველებმა დალაშქრეს ედუმუნდ ჰილარიმ და თენცინგ ნორგეიმ.
1960 – ინგლისში აღსდგა მონარქიული წყობილება.
30 მაისი
1431 – კოცონზე დაწვეს ჟანა დ’არკი.
1982 – ესპანეთი, დიდი ხნის უშედეგო მცდელობების შემდეგ, გახდა „ნატოს“ წევრი.
31 მაისი
1859 – დროის ათვლა დაიწყო „ბიგ ბენის“ საათმა ლონდონში.
1918 – გაერთიანდნენ ჩეხეთი და სლოვაკეთი ერთ სახელმწიფოდ, რომელსაც ეწოდა ჩეხოსლოვაკია.
1 ივნისი
1876 – დაიწყო ბულგარეთის აჯანყება თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ.
1958 – საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდა შარლ დე გოლი.
2 ივნისი
1289 – კამპადილიოსთან ბრძოლაში საბრძოლო ნათლობა მიიღო დანტემ.
1859 – იაპონიაში დაარსდა ქალაქი იოკოჰამა.
3 ივნისი
1846 – ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებმა მექსიკელებს წაართვეს ქალაქი იერბა-ბუენა, რომელსაც სან-ფრანცისკო უწოდეს.
1875 – ალექსანდრ ბელმა და თომას უოტსონმა გამოიგონეს ტელეფონი.
1944 – საბჭოთა კავშირში ბოლო დრომდე ყველამ იცოდა, რომ ფაშისტებმა ამ დღეს გადაწვეს და დედაბუდიანად ამოწყვიტეს სოფელი პირჩიუნიაი (ლიტვა). გაირკვა, რომ სინამდვილეში ეს საბჭოთა ნაწილებმა გააკეთეს.