№22 ბრძნული აზრები
ჩაპეკი: შეთანხმება არსებობს იმისთვის, რომ ის უფრო სუსტმა შეასრულოს.
ო’ჰენრი: ბევრი თითოეულ დოლარს სხვის ჯიბეში პირად შეურაცხყოფას აღიქვამს.
ფროიდი: ყველაზე დაუცველი მაშინ ვართ, როდესაც გვიყვარს.
ჩერჩილი: ჩემს ქვეყანაში საამაყოა, იყო სახელმწიფოს მსახური და სირცხვილად მიიჩნევა, გაბატონდე საკუთარ ხალხზე.
ჰიტლერი: ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეჩვიოთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერც ფორმალობად ქცეული ლოცვით დავიბრუნებთ და ვერც ერთა ლიგის იმედზე ყოფნით. ეს მხოლოდ იარაღის ძალით მოხდება.
ჩესტერტონი: დალიე, როცა ბედნიერი ხარ და არასოდეს გაეკარო სასმელს, როცა ხარ უბედური.
რიუნოსე: სინდისი მკაცრი ხელოვნებაა.
გოეთე: არაფერია უმრავლესობაზე ამაზრზენი.
ვოლტერი: ზოგჯერ სახელმწიფოს გადასარჩენად ერთი დიდი ადამიანიც კმარა.
სოლომონი: სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.
ტალეირანი: ჩვენ გვწამს მხოლოდ იმათი, ვისაც საკუთარი თავის სწამს.
პლუტარქე: ჩავყურებ ისტორიას, როგორც სარკეს და საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას ვცდილობ.
მონტენი: ძალადობის ორი მშვიდობიანი ფორმა არსებობს: კანონი და წესიერება.
დიდრო: თუ ერს დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდა, ესე იგი დაბერდა.
მონტესკიე: ფრანგებს პარიზი ქმნის.
რობესპიერი: მოქალაქის უმთავრესი თვისება უნდობლობა უნდა იყოს.
ფელინი: ტკივილი ცოდნაა და ყოველგვარი ცოდნა – ტკივილი.
შოუ: ვეფხვების გალიაში შესულ მომთვინიერებელთა სიმამაცეზე მაღალი წარმოდგენის არასოდეს ვყოფილვარ, ისინი ხომ ამ დროს ადამიანების თავდასხმისგან არიან დაცული.
ნაპოლეონი: მხოლოდ სიმართლეა შეურაცხმყოფელი.
მოლიერი: ყველაზე ძვირი ის ქალები ჯდებიან, რომლებიც ფულზე არ იყიდებიან.
შანელი: ქალი დარდობს მომავალზე, სანამ გათხოვდება, ხოლო მამაკაცი – ცოლის მოყვანის შემდეგ.