კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რომელ მინერალს ძალუძს, იხსნას ადამიანი სტრესის, შიშის, ბოროტი ძალებისგან

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

„ალისასას, მალისასას, მე გილოცავ თვალისასას, თვალის ღალოობისასა, შინაურისასა, არეულისასა...“ – უშუალოდ ბებიის ან დიდი ბებიისგან თუ არ ახსოვს ვინმეს, მხატვრული ფილმებიდან მაინც დაუდგება თვალწინ კადრი: როგორ ასრულებს გამოლოცვის რიტუალს შეშინებული ბავშვისთვის თალხი თავშლით შუბლწაკრული უცნაური ბებო. წინ წყლით სავსე ჯამი უდგას, ხელში ნახშირი უჭირავს და შავტარიანი დანით ანაფხეკ ნაფხვენებს თასში ყრის. შელოცვის დასრულებისას კი, გამოლოცვილს შუბლზე ნახშირით ჯვარს უსვამს და რაც მთავარია, თუ მას, ან იქ დამსწრეს, რიტუალის მსვლელობისას  დაამთქნარა, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი მართლაც გათვალული იყო, შელოცვამ კი გაჭრა და უკვე არგო. მიხვდით, ალბათ, რომ დღეს სწორედ ამ მაგიური რიტუალის ერთ-ერთი „მონაწილის“, ნახშირის შესახებ გვექნება საუბარი. თუმცა, მხოლოდ ამითაც არ შემოვიფარგლებით და მასთან ერთად, განვიხილავთ არანაკლებ მაგიურ მინერალს, გიშერს. რატომ დავუკავშირეთ ისინი ერთმანეთს? – შემადგენლობისა და თვისობრივი მონაცემების გამო: გიშერი ხომ გაქვავებული ნახშირია. თემასთან დაკავშირებით კი, ჩვენი რესპონდენტი გახლავთ ეზოთერიკოსი, ქალბატონი ეთერი.   
– შელოცვის რიტუალის შესახებ, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი ნახშირია, თითქმის ყველამ იცის. მაგრამ, საინტერესოა, ნახშირით, იმ უცნაური შემლოცველი ბებოს გარეშე, თავადვე თუ შეგვიძლია, ჩავატაროთ რიტუალი?
– საერთოდ, მაგიური რიტუალებიდან ყველაზე პოპულარულია ის, რომელიც სურვილის ასრულებას ემსახურება და ოჯახურ გარემოში შეიძლება მისი ჩატარება. ძირითად მაგიურ ატრიბუტად საოჯახო პროდუქტებისა თუ ნივთების ისეთი სახეობაც კი შეიძლება, იქნას გამოყენებული, როგორიცაა: ცოცხი, ქურა, მარილი, სახლის პარმაღი... და მათ რიცხვშია ნახშირიც. თუმცა, არა როგორც რიგითი – ნახშირი ხომ ცეცხლის შედეგია, ცეცხლი კი, ამირანსაც თუ გავიხსენებთ, ცოდნისა და ცივილიზაციის სიმბოლოა კაცობრიობისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, განა სახლი ვარგა „ოჯახური კერის“ გარეშე? კერას კი, მოგეხსენებათ, ისევ და ისევ ცეცხლთან და ნახშირთან მივყავართ. ახლა კი, მოდი, ფილოსოფიიდან (იცინის) უშუალოდ, რიტუალზე გადავიდეთ, რომლის ჩასატარებლად, უმჯობესია, თუ ნახშირს რცხილის შეშით დანთებული კოცონიდან აიღებთ. სამკითხაოდ წიწვოვანი ხის ნაკვერჩხალი ნამდვილად არ გამოდგება. საუკეთესო ვარიანტია, ამისთვის ნახშირი ბუნებაში, დასვენებისას დანთებული კოცონიდან წამოიღოთ, მით უმეტეს, უკვე დადგა სეზონი პიკნიკებისა და ბუნებაში გასვლისთვის. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ ყველაფერი სასიამოვნოდ, პრობლემური სიტუაციების გარეშე ჩაივლის. მაგრამ, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, არც ესაა დაბრკოლება. თავს ნუ მოიკლავთ და სპეციალურად, ნახშირის საშოვნელად ნუ აიჩემებთ სადმე გამგზავრებას. აიღეთ ნებიმიერი ხის მასალის დანახშირებული ნატეხი – რისი მოპოვებაც ოჯახურ პირობებში შეძელით და შეახვიეთ ქაღალდში ან ნატურალურ ქსოვილში – ხელოვნური არ გამოდგება. რიტუალი უნდა ჩაატაროთ მზარდი მთვარის დროს, ანუ სავსემთვარობამდე. რიტუალის დაწყებამდე, ჯერ საცხოვრებელი უნდა გაწმინდოთ: ანთებული სანთლით შემოიარეთ ოთახი საათის ისრის მიმართულებით. შემდეგ აიღეთ სანაყი ან ლითონის ჭიქა და გაქენით მასში ნახშირი შელოცვის სიტყვებთან ერთად: „ნახშირო, ჩემო ნახშირო, სამხრეთიდან აღმოსავლეთისკენ მოვდივარ და ზურგის ქარი მისურვე, რომ სურვილი შემისრულდეს და ბედნიერებას ვეწიო“. სანამ ნახშირს მთლიანად დაფხვნით, ხმამაღლა, მოკლედ და გარკვევით, უარყოფითი ფორმის გარეშე, წარმოთქვით თქვენი სურვილი. შემდეგ გაქნილი ანუ ნახშირის ფხვნილი სუფთა ფურცელზე დააყარეთ და ოთხივე კუთხე შემოუკეცეთ. შემდეგ პირი აღმოსავლეთისკენ ქენით და 3-ჯერ შეუბერეთ ნახშირიან პაკეტს. გაიმეორეთ იგივე დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებითაც. ამის შემდეგ, ნახშირიანი პაკეტი მოფარებულ ადგილას დადეთ და მოგეცემათ თუ არა შესაძლებლობა, ცეცხლში ჩააგდეთ. მაგრამ ისე, რომ არავინ შენიშნოს. მთავარია: ქაღალდის ფურცელი, რომელშიც ნახშირის მტვერი შეახვიეთ, იყოს სრულიად სუფთა და ქათქათა, თქვენი სურვილის ზედ დაწერა საჭირო არ არის.
– ახლა გიშერზეც გკითხავთ. პატრონის ნაცვლად, ავ თვალს რომ თავად იღებს და ნიშნად ამისა, ბევრს მისგან დამზადებული სამკაული სწორედ ტარებისას გადაუსკდა – ეს ყველამ იცის და ისიც: ჩვილს ხელზე რომ აბამენ გიშრის მარცვალს, თვალი არ ეცესო... სხვას რას გვეტყვით?
– დავიწყოთ იმით, რომ გიშერი ორგანული მინერალი და გაქვავებული ნახშირის ნაირსახეობაა. ხასიათით ჰგავს ჩვეულებრივ ნახშირს, რადგან წიწვოვანი მცენარეების დანახშირების ნიადაგზე ჩამოყალიბდა. გიშრის გამორჩეული, მაგიური თვისება სითბოს გაცემაა, რასაც ადამინის გათბობა ძალუძს. ამიტომ, მას მასაჟის კაბინეტებშიც იყენებენ. განსაკუთრებით ეფექტურია გიშრის ბურთულებით თავის მასაჟი – ხსნის თავის ტკივილსაც და გაფანტავს ნაღვლიან ფიქრებსაც. გიშრის სითბური თვისება მას პლასტიკურს ხდის, რაც ხელსაყრელია გამოყენებითი ხელოვნებისთვის. მისგან ამზადებენ სუვენირებს, ბოკალს, ზარდახშას, ცხოველთა ფიგურებს, ქანდაკებებს, ლარნაკებს, დანის ტარს, სურათის ჩარჩოს, ასევე, ძეგლს საფლავზე.
– ეს თვისებები გასაგებია. მაგრამ, გარდა ზემოაღნიშნულისა, უშუალოდ რისგან გვიცავს გიშერი და როგორ უნდა მოვეპყრათ მას ამისთვის?
– ეს ქვა ნებისმიერი ნეგატივისგან დაგიცავთ. განსაკუთრებით გამოყენების დიდი ასპარეზი მოიპოვა მან კავკასიაში. უძველესი დროიდან მოყოლებული მისგან ამზადებდნენ დამცავ სამკაულებს და ასევე: ჯვრებს, კრიალოსნებს. ამ ნივთების საშუალებით კი, მისი მაგიური ძალა ადამიანს უხსნის: სტრესსა და ტკივილებს, ბრაზსა და იმედგაცრუებას, შფოთსა და შიშს; იცავს: ავი თვალის, ბოროტი ზრახვებისა და ჯადოსგან; ათავისუფლებს კარმული ტვირთისგან; მატებს ძალასა და თავდაჯერებულობას. ასევე, განდევნის შენობიდან ეშმაკს, ავ სულსა და მოჩვენებებს; უხმობს გარდაცვლილთა სულებს ცოცხალ ნათესავთა დასახმარებლად და ქალების გასაგონად ვიტყვი, გიშრის სამკაულის წყალობით, მამაკაცს ჭკუასაც დააკარგვინებთ. გიშერი, ასევე, პატრონს აფრთხილებს მოსალოდნელი უბედურების შესახებ, იცავს ფიზიკური ძალადობისგან, ააშკარავებს სიცრუესა და ტყუილს და თქვენ წარმოიდგინეთ, ხელს უშლის ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებს, რადგან შესწევს ძალა, სექსუალური აუტანლობა გაუჩინოს მფლობელს მსგავსი სქესის მიმართ. ეს მინერალი გაჩუქებთ ღრმა და მშვიდ ძილს, გიხსნით ღამის კოშმარებისგან და ამ ყველაფრისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ ის, როგორც სამკაულის სახით, ასევე, განათავსოთ შენობაში მისი ფიგურები ან უბრალოდ, გიშრის ქვები დაალაგოთ ოთახში. ეს ისეთი დამცავი ფარია, თავად ეშმაკიც ვეღარ გაგთვალავთ. მაგრამ, გახსოვდეთ! ოქრო გიშერს მაგიურ თვისებებს უკარგავს. ამიტომ, მხოლოდ ვერცხლი და სპილენძი გამოიყენეთ სამკაულისთვის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გიშრის სამკურნალო მაგია: ქალური დაავადებებისა და ნერვულ-ფსიქიკური აშლილობისას. ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო: დალიეთ წყალი, რომელშიც წინასწარ იდო ეს მინერალი. მისი საშუალებით კარგად ჩაივლის მშობიარობაც. ასევე, საკმარისია, გიშრის ქვა ხელში დაიჭიროთ ან მისივე ფირფიტა მიიდოთ მტკივნეულ ადგილას, რომ მაშინვე იგრძნობთ შვებას – მოგეხსნებათ დაავადების სიმპტომები. გახურებული გიშრის ქვა კი, აფრქვევს სამკურნალო არომატს, რომლის შესუნთქვაც სხვადასხვა დაავადებას შველის.
– სიყვარულში არ ერევა გიშერი?
– როგორ არა და ამისთვის იყენებს უნარს: ერთი ადამიანისგან მეორეს გადასცეს ენერგია. გიშრის ქვა უნდა დამუხტოთ თქვენი ენერგიით, შთააგონოთ სიყვარული და შემდეგ შეყვარებულს აჩუქოთ. ოღონდ გახსოვდეთ, როცა გიშერს სამკითხაოდ იყენებთ, წარსულს ნუ გაქექავთ, მხოლოდ მომავლისკენ იყურეთ.
скачать dle 11.3