კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 საიდუმლო ორგანიზაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #13-21(908)


​გენერალი პრეზიდენტის ბუნკერის ფეშენებელურ აპარტამენტებში შევიდა და პრეზიდენტს მიესალმა.
– აბა, რა სიახლე მოიტანე? – უთხრა პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურის უფროსს.
– ჯერჯერობით მნიშვნელოვანი სიახლე არ გვაქვს. ჩვენი სამსახურები მთელი დატვირთვით მუშაობენ და იმედია, პირველი შედეგებიც მალე იქნება.
– საარჩევნო ციებ-ცხელებასთან დაკავშირებით რა სიახლეა? ბევრი აღმოჩნდა ჩემი ადგილის მაძიებელი?
– არც თუ ისე ბევრი. სერიოზული თითქმის არავინაა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მსოფლიო მთავრობის ნებას.
– უკვე გამოჩნდენ  მსოფლიო მთავრობის გამოგზავნილები?
– ჯერჯერობით არა.
– პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი როგორაა? გააქტიურდა მაინც? – ირონიით იკითხა პრეზიდენტმა.
– პირიქით, შეუძლოდაა და სახლშია. იმედია, რომ ხვალისთვის უკვე მწყობრში იქნება, – უთხრა გენერალმა პრეზიდენტს და დააყოლა, – იმედია, რომ თქვენი გეგმა ეფექტურად იმუშავებს. მსოფლიო მთავრობის დესპანები მალე გამოჩნდებიან მოსკოვში. საკუთარ თავსაც გაშიფრავენ, თავის ხალხსაც და თქვენც გამოჩნდებით.
– იმედია... მაგრამ ჩემი გამოჩენა ჯერ ადრეა. მთელი სურათი ხელისგულზე დავიდოთ და მხოლოდ ამის მერე განვახორციელოთ იერიში, – უთხრა პრეზიდენტმა გენერალს, გაუღიმა და დააყოლა, – შეგიძლია, წახვიდე. წადი, დაისვენე. დილამდე არ დამჭირდები.
***
მეცამეტე ობიექტი, შეთანხმებისამებრ, შუაღამეს მივიდა აეროდრომზე, სადაც მას ხარა და უზრუნველყოფის ჯგუფი ელოდებოდა. ახალმოსული თვითმფრინავში შეიყვანეს და მწვანე აბი გადააყლაპეს. შემდეგ სპეციალური ფოლადის ნემსით მუცელში მიკროჩიპი შეუყვანეს და საიმედოდ მიუმაგრეს. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ  გააღვიძეს და ხარამ უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. მაკონტროლებელი ჩიპი დაგიმაგრეთ.
მეცამეტე ობიექტმა თავი დაუქნია და იკითხა:
– რამდენ ხანში ჩავფრინდებით ადგილზე?
– მალე. ნუ ღელავთ. დაბრძანდით და დაისვენეთ. მეუფეები უკვე გელოდებიან და მოუთმენლად სურთ თქვენი ნახვა.
– მათ მეუფეებს უწოდებთ?
– მსოფლიოს პატრონებს სხვა სახელი მოუხდება? – კითხვა შეუბრუნა ხარამ მეცამეტე ობიექტს, რომელმაც თავი გააქნია იმის ნიშნად, რომ ის მართალი იყო.
***
ოთახი, სადაც „ცამეტეული“ იკრიბებოდა, მეუფეებით იყო სავსე. ხარამ მეცამეტე ობიექტი მეუფეებთან მიიყვანა და ლოჟის წინ სავარძელში დასვა. თავად კი ტრიბუნაზე ავიდა და თქვა:
– აი, მოგიყვანეთ, მეუფეებო, ის ადამიანი, ვისაც წლების განმავლობაში მისადგომი გზა და საშუალება ვერ მოვუძებნეთ. დღეს კი ის საკუთარი ინიციატივით მოვიდა ჩვენთან. ყველა ჩვენი პირობა უსიტყვოდ მიიღო. ის უკვე ჩიპიანია. თანაც, მზადაა, საიდუმლოებებიც გაგვანდოს. ერთი სიტყვით, იცნობდეთ და პატივი ეცით მას.
მეცამეტე ობიექტი სავარძლიდან წამოდგა და თავი დაუკრა მეუფეებს, რომლებიც მას თვალს არ აშორებდნენ. მეუფე დიდოსტატმა კი ახალმოსულს ტრიბუნისკენ ანიშნა, ადიო და უთხრა:
– აბა, გისმენთ, მეგობარო, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები და გადაგვიშალეთ გული. გვითხარით, რატომ გინდათ ჩვენთან შეხვედრა?
 – მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას ვემსახურო. მთელი არსით ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ მსოფლიო სიკეთეს ემსახურებით, ხოლო რუსეთის მთავრობა და მისი პრეზიდენტი კი – არა.
– მერე და, მეგობარო, აქამდე სად იყავით და მანამდე რატომ არ ისურვეთ ჩვენთან შეხვედრა? მით უმეტეს, რომ მთავრობა და პრეზიდენტი მსოფლიოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ და მსოფლიო წესრიგს არღვევდნენ?
– ვყოყომანოდი. ვფიქრობდი. მაშინ არ ვიყავი საამისოდ მომწიფებული მენტალურად.
– და, თვალები აგიხილათ და გონება გაგინათათ პრეზიდენტის დაღუპვამ? – თქვა მეუფე დიდოსტატმა და დააყოლა, – თუ, უბრალოდ, მაშინ გეშინოდათ, ახლა კი შიში აღარ გაქვთ, რადგან თქვენი ყოფილი პატრონი ცოცხალი აღარაა?
– არა, ბატონო ჩემო. მშიშარა არასოდეს ვყოფილვარ და არც ახლა მეშინია რაიმესი. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტი არ დაღუპულა და ის ცოცხალია. საიდუმლო ბუნკერს აფარებს თავს და ეს ყველაფერი მის მიერ მოფიქრებული შოუა.
მეცამეტე ობიექტის სიტყვებმა ისეთი ეფექტი მოახდინა მეუფეებზე, რომ მათ ერთდროულად წაუვიდათ სახეზე ფერი და ტრიბუნაზე  მდგომს უხმოდ მისჩერებოდნენ. სტუმარი კი მშვიდი სახით უყურებდა მსოფლიოს ბედის მიწიერ  განმგებლებს და ისეთი შინაგანი განცდა ჰქონდა, რომ თითქოს ზეციდან იყო მოვლენილი ღმერთის მიერ, რათა დედამიწის მმართველები შეეჯანჯღარებინა. სამარისებური პაუზა წუთ-ნახევარი გაგრძელდა, მაგრამ მეუფეებსა და ხარას ეს დრო საუკუნედ მოეჩვენათ. ყველაზე ადრე უხუცესი მეუფე მოვიდა გონს. მან თავისი უზარმაზარი ხის ჩაქუჩი სკამის ზურგს ძლიერად დაჰკრა და დანარჩენ მეუფეებს მიმართა:
– მეგობრებო, დროა, გამოფხიზლდეთ. შეკრება გრძელდება. სკამებზე დასხედით.
მეუფეები სკამებზე დასხდნენ. ფეხზე მდგომმა დიდოსტატმა კი ტრიბუნაზე მდგომს უთხრა:
– ეჭვგარეშეა, რომ ძმები კენედებისა და პრემიერ ულოფ პალმეს ლიკვიდაციების შემდეგ ჩვენი ორგანიზაცია ასე ახლო არ ყოფილა თავის მიზანთან, – დიდოსტატმა დანარჩენი მეუფეებისკენ გაიშვირა ხელი, თან დააყოლა, – ჩემი კოლეგებიც სწორედ ამ განცდის გამო გაოცდნენ და ენები ჩაუვარდათ. თქვენ კი, თქვენი ინფორმაციით უკვე აბსოლუტური ნდობა მოიპოვეთ ჩვენში და ჩვენი ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრობამდე ერთი პატარა ნაბიჯიღა დაგრჩათ.
– სრულუფლებიან წევრობაში რა იგულისხმება? – იკითხა ტრიბუნაზე მდგომმა.
–– მსოფლიო მთავრობის წევრი იქნებით, გადამწყვეტი სიტყვის უფლების გარეშე და ცამეტეულის რომელიმე წევრის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, პირველი თქვენ დაიკავებთ მის ადგილს, – მშვიდად თქვა დიდოსტატმა.
– თუ სწორად გავიგე, ყველა საკითხის განხილვა-გადაწყვეტაში მივიღებ მონაწილეობას, მართალია?
– აბსოლუტური სიმართლეა, – დაუდასტურა დიდოსტატმა.
– მხოლოდ ხმის უფლების გარეშე? – იკითხა სტუმარმა.
– არა, ხმის უფლება გაქვთ, მაგრამ გადამწყვეტი და მთავარი ხმის უფლება მხოლოდ ცამეტეულის წევრებს გვაქვს. ანუ, თუკი რომელიმე ჩვენგანი ვეტოს დაადებს რაიმე საკითხს და წინააღმდეგი იქნება, ეს საკითხი თავიდან უნდა განვიხილოთ. ანუ, თქვენ ვეტოს უფლება არ გაქვთ.
– ესე იგი, ჩემს ხმას არანაირი ფასი არ აქვს და ის ფორმალობაა.
– არანაირი ფორმალობა და თქვენ ხმას ძალიან დიდი ფასი აქვს. დავუშვათ, ცამეტეულის კენჭისყრაზე ექვსი მომხრეა, ექვსი წინააღმდეგი და ერთმა თავი შეიკავა. მაშინ ხდება მთავრობის წევრების გაფართოებული კენჭისყრა და თქვენ ხმას დიდი ფასი ედება, – განუმარტა დიდოსტატმა სტუმარს.
– გასაგებია, – მშვიდად თქვა სტუმარმა და დააყოლა, – ახლა კი იმ ნაბიჯზე მითხარით, რომლის გადადგმის მერეც მსოფლიო მთავრობის სრულუფლებიანი წევრი გავხდები.
მეუფე დიდოსტატმა პაუზა გააკეთა. ტრიბუნაზე მდგომს შეხედა და მშვიდად უთხრა:
– რადგან პრეზიდენტი უკვე კრემლის კედელთან წევს, ნიშაში და მთელმა მსოფლიომ იცის ეს, არ ღირს მისი მკვდრეთით აღდგომა. არც იმ ადამიანებმა უნდა ამოიღონ ხმა, ვინც ამ საიდუმლოს ფლობს.
– გასაგებია, – მშვიდად მიუგო დიდოსტატს მოსკოველმა სტუმარმა...
***
პრეზიდენტის ბუნკერის საიდუმლო აპარტამენტებში ყველა ის ადამიანი იყო შეკრებილი, ვისაც ქვეყნის მეთაური ბოლომდე ენდობოდა და მხოლოდ ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ სინამდვილეში პრეზიდენტი ცოცხალი იყო. ოთხი გენერლის გარდა, რომელთა შორის ერთი ქალი იყო, პრეზიდენტთან უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრიც იმყოფებოდა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დაცვის უფროსი – გენერალი, რომელიც საიდუმლო სამსახურსაც ხელმძღვანელობდა. თავად პრეზიდენტი ძვირფას სავარძელში იყო მოკალათებული და მის წინ მსხდომებს ესაუბრებოდა. მან თვალი მოავლო შეკრებილებს და თქვა:
– მოკლედ ასე, ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ბოლომდე თვალდახუჭული ვენდობი და იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება თქვენში. ამიტომ, როგორც შევთანხმდით, მოქმედებას ვიწყებთ ზუსტად თექვსმეტ საათსა და ნულ-ნულ წუთზე, ანუ ზუსტად სამი საათის შემდეგ. მას მერე, როდესაც ჩვენი პატიოსანი, ერთგული, – პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურის უფროსისკენ გაიშვირა ხელი, – ვლადისლავის რეკომენდაციით ურალში გადავფრინდებით რეაქტიული თვითმფრინავით, რომ იქაური საკომანდო პუნქტიდან ვმართოთ გლობალური მოვლენები და ერთად ვიზეიმოთ ჩემი მკვდრეთით აღდგომა.
გენერალს პრეზიდენტის სიტყვებზე სხეულში უსიამოვნო  ჟრუანტელმა დაუარა და ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა, მაგრამ არ შეიმჩნია და პრეზიდენტს გაუღიმა. პრეზიდენტმა კი მწველი მზერა მიაპყრო გენერალს და უთხრა:
– რაო, გენერალო, ღიმილით გინდა, მომთაფლო და ცდილობ, თავი დაიძვრინო, შე ნაძირალავ!
– ბატონო პრეზიდენტო... – თქვა გენერალმა, მაგრამ უიარაღო საიდუმლო სამსახურის უფროსს პრეზიდენტმა ზიზღნარევი ხმით დაუყვირა, – შე დამპალოო, შემდეგ კი უშიშროების მინისტრს უბრძანა:
– დააპატიმრე გენერალი ვლადისლავ სმერტინი, ეს ნაძირალა მოღალატე და სამშობლოს მტერია.
გენერალს უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრებმა ხელბორკილები დაადეს, პრეზიდენტის წინ დააგდეს. მან კი საიდუმლო სამსახურის ყოფილ უფროსს უთხრა:
– საკუთარი თავივით გენდობოდი, მაგრამ მიღალატე, სამშობლო გაყიდე და პატრიოტული იდეალები ქარს გაატანე. ამისთვის კი სასტიკად განადგურდები.
– მაინც მოგსპობენ, ისეთი ხალხია ამ საქმეში ჩართული, რომ უკან არასდროს იხევენ და კომპრომისზე არ მიდიან. ამიტომ, თქვენც სულ მალე უკან მომყვებით, – მიუგო პრეზიდენტს გენერალმა, რომელიც მიხვდა, რომ უკვე აღარაფერი ეშველებოდა.
– ტყუილად ფიქრობ მასე, – გაეცინა პრეზიდენტს და დააყოლა, – ჩვენი საუკეთესო სპეცრაზმი უკვე ადგილზეა და წუთი წუთზე გაანადგურებს ცამეტეულს. მაგთან სველ ადგილსაც კი არ დატოვებს და ჩემთვის გამოტანილი განაჩენიც ძალას დაკარგავს. გასაგებია?
– ეს ყველაფერი საიდან შეიტყვეთ? – იკითხა თვალებგაფართოებულმა გენერალმა.
– ხარასგან, გენერალო. ხომ იცნობ მას?
– და, რატომ უღალატა მან თავისიანებს?
– იმიტომ, რომ ისინი არასდროს ყოფილან მისიანები. მათ მისი შვილები ჰყავდათ მძევლებად, ჩვენ კი ისინი გავათავისუფლეთ. გასაგებია ახლა?
– ჩემს ოჯახს რა ბედი ეწევა? – იკითხა გენერალმა.
– ისინი ვერ შეიტყობენ, რომ მათი მოღალატე მამა და ქმარი ვირთხებმა შეჭამეს ცოცხლად და ნორმალურად გააგრძელებენ ცხოვრებას, – თქვა პრეზიდენტმა და დააყოლა, – წაიყვანეთ და ვირთხებს ჩაუგდეთ. ჩვენი ერთგული ადამიანები კი აქ მომგვარეთ.
გენერალი თავდაცვის მინისტრმა ბუნკერიდან გაათრია. აპარტამენტებში კი ხარა და გოგიჩა შემოვიდნენ, რომლებსაც პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა. დაცვას შეჰპირდა და გაისტუმრა. შემდეგ კი, უზარმაზარ ეკრანს მიაჩერდა, ონლაინ-რეჟიმში, მასზე უკვე ჩანდა მოიერიშე სპეცრაზმელები, რომლებიც „ცამეტეულის“ ციტადელს შესეოდნენ და საიდუმლო ორგანიზაციის ხერხემალსა და ტვინს ანადგურებდნენ.
პრეზიდენტმა ჩაი მოსვა. შემდეგ რბილ სავარძელში უფრო მოხერხებულად მოიკალათა და „ცოცხალი კინოს“ ყურება განაგრძო, თან, დროდადრო, ჩაის ყლუპებით  სვამდა და თავის ამალასთან ერთად სპეცრაზმის ონლაინ-მოქმედებას თვალს არ აშორებდა. მათ მოქმედებებს კომენტარს უკეთებდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ამაღლებულ ხასიათზე იყო.
– კიდევ ერთხელ იგემებენ ჩვენი მტრები ჩვენს ძალას და დარწმუნდებიან, რომ ჩვენთან ჭიდილი წყლის ნაყვაა, – თქვა პრეზიდენტმა, როდესაც ეკრანზე გამოჩნდა, თუ როგორ ააფეთქეს უნიფორმიანმა ჯარისკაცებმა დაჯავშნილი კარი და ლიფტის შახტაში სწრაფად დაეშვნენ.
ირგვლივ მყოფმა ამალამ მორჩილად დაუკრა კვერი პატრონს, რომელიც მუქარანარევ სიტყვებს არ იშურებდა ანტირუსული „მსოფლიო მთავრობის“ მიმართ. ამ ყოფაში იყო პრეზიდენტი, როდესაც ბუნკერის ერთ-ერთმა ტელეფონმა დარეკა.
– ჩემი ცოლი იქნება. უთხარი, რომ დაკავებული ვარ და თავადვე დავურეკავ. ნერვყიულობს საბრალო. ასე მითხრა, – მეშინია, არ მოგკლან ამ ავაზაკებმაო, – უთხრა პრეზიდენტმა თანაშემწეს და წითელი, ღერბიანი ტელეფონისკენ მიუთითა.
პრეზიდენტის თანაშემწე წითელი ტელეფონის ყურმილს დასწვდა, რომ პრეზიდენტის მეუღლისთვის ეპასუხა. მაგრამ სახეზე ფერი ეცვალა. ყურმილს ხელი დააფარა და პრეზიდენტს უთხრა:
– ეს თქვენი მეუღლე არ არის.
– ეგ როგორ, ამ ტელეფონით მხოლოდ მას შეეძლო დარეკვა. აბა, ვინაა?
– ასე ამბობს, – მეუფე დიდოსტატი ვარო, – მიუგო პრეზიდენტს მისმა თანაშემწემ.
– მეუფე დიდოსტატი? – გაიმეორა პრეზიდენტმა, თან გიგანტურ ეკრანზე მიმდინარე მოქმედებებს შეაპვლო თვალი. შეცბა და ჩაილაპარაკა, – ესენი ხომ მიწასთან უნდა იყვნენ გასწორებულები... შემდეგ სავარძლიდან წამოდგა, ტელეფონთან მივიდა და უპასუხა:
– გისმენთ.
ბუნკერში მყოფი პრეზიდენტის ამალა სულგანაბული მისჩერებოდა პატრონს, რომელსაც რადიკალურად შეეცვალა გუნება-განწყობა და მისი ღიმილიანი სახე ბრაზიანმა გამომეტყველებამ შეცვალა.
– დღე მშვიდობისა თუ, რა თქმა უნდა, ეს დღე თქვენთვის მშვიდობიანი იქნება, – მოესმა პრეზიდენტს წითელი ტელეფონის ყურმილში.
– ვისი ყეფა-ყმუილის მოსმენის პატივი მაქვს? – „წაიიაზვა“ პრეზიდენტმა.
– გაგონილი გექნებათ, ალბათ, მეუფე დიდოსტატის სახელი, – მოესმა პრეზიდენტს.
– რითი დაამტკიცებ ამას?
– თუნდაც იმით, რომ ახლა წითელ ტელეფონზე გირეკავთ და თქვენ, ალბათ, საკუთარი მეუღლე გეგონეთ – ეს ერთი, თანაც, მაგ უზარმაზარ ეკრანზე რასაც უყურებთ, მხოლოდ და მხოლოდ ვირტუალური რეალობაა და თქვენი არწივები ცრუ კვალს დაადგნენ, – მოესმა პრეზიდენტს. შეცბა და ბუნკერში გასუსულ თავის ამალას გახედა, ყურმილში კი მცირე პაუზის შემდეგ კვლავ დინჯი ხმა გაისმა:
– ალბათ, მოღალატის ამოცნობას ცდილობთ და ამიტომ უყურებთ თქვენიანებს, ხომ?
პრეზიდენტმა ჩვეული სიდინჯე დაკარგა და ყურმილში იღრიალა:
– ვინ ხარ და საიდან იცი, მე რას ვაკეთებ?
– ვინ ვარ, უკვე გითხარით, მაგრამ ყველაზე მთავარი ახლა ჩაია, – მოესმა პრეზიდენტს.
– რა ჩაი, რის ჩაი, რას ბოდავ? – უფრო აუწია ხმას პრეზიდენტმა.
– ახლავე განგიმარტავთ – ის ჩაი, რომელსაც ახლა თქვენ ყლუპებით სვამთ. მაგ ჩაიში გარეული ნივთიერების ანტიდოტი, ანუ გამანეიტრალებელი ნივთიერება მხოლოდ ჩვენ გვაქვს და თუკი რვა საათის განმავლობაში მას არ მიიღებთ, ინსულტით დაიღუპებით.
პრეზიდენტს სახე წამოეჭარხლა, მაგრამ თავი შეიკავა და თქვა.
– ჩემს შეშინებას ცდილობ, ბლეფობ...
– სულაც არა. თქვენ ძაღლს დაალევინეთ, თუნდაც, ერთი წვეთი და ის უმალვე მოკვდება. ძაღლს ეს საწამლავი ეგრევე კლავს. ადამიანზე კი მხოლოდ რვა საათის მერე მოქმედებს.
პრეზიდენტმა ჭიქაში ჩარჩენილი ჩაი თავის ერთგულ ძაღლს ლამბაქზე დაუსხა. ძაღლმა ენა აუსვა და ადგილზევე დალია სული. ამ სურათმა პრეზიდენტი უკიდურესად შეაძრწუნა. ტელეფონის ყურმილში კი ჩასძახა:
– რა გინდა ჩემგან?
– გატყობ, რომ დარწმუნდით ჩემი სიტყვების სიმართლეში. ახლა კი ყურადღებით მომისმინეთ: თქვენთვის ცნობილ კერძო აეროდრომზე ვერცხლისფერ თვითმფრინავში ახვალთ და ჩვენთან ჩამოხვალთ. პილოტი გაფრთხილებულია. იჩქარეთ. უკვე შვიდი საათი დარჩა და თუკი ვერ მოვილაპარაკეთ და შეთანხმება არ შედგა, ანტიტოქსინს ვერ მიიღებთ.
ერთი საათის შემდეგ პრეზიდენტი ვერცხლისფერი თვითმფრინავით იმ საიდუმლო ორგანიზაციასთან  მოსალაპარაკებლად მიიჩქაროდა, რომელსაც „მსოფლიო მთავრობას“ უწოდებდნენ.
(დასასრული)скачать dle 11.3