№22 კითხვა-პასუხი
კითხვა: მართალია, რომ მარილიანი წყლით პირის დაბანა კანს აჯანსაღებს და ერთ ფერზე აყენებს?
პასუხი: მხოლოდ მარილიანი წყლით პირის ჩამობანა ვერ გიშველით. თუ გინდათ, შედეგს მიაღწიოთ, 1 ჩაის კოვზი მარილი ჩაყარეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში. კარგად გახსენით და შემდეგ, მასში დაასველეთ პატარა პირსახოცი. ხელის მსუბუქი მოძრაობით გაიწმინდეთ ან, უბრალოდ, დაიფინეთ და გაიჩერეთ სახეზე 10 წუთის განმავლობაში. მისი საშუალებით სახის კანი განახლდება და ჯანსაღი იერი მიეცემა. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ, კვირაში 3-4 ჯერ.
კითხვა: მითხრეს, რომ ნუშის ზეთი ტუჩის მოცულობას ადიდებს. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?
პასუხი: თუ გსურთ ტუჩის მოცულობა ოდნავ გაზარდოთ, ნუშის ზეთი ტუჩებზე კბილის ჯაგრისით, ნელი, წრიული მოძრაობით წაისვით. შემდეგ, ზეთი ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ და გადაისვით ვაზელინი. შედეგად, თქვენი ტუჩები უფრო სქელი გამოჩნდება.
კითხვა: შველის თუ არა თაფლის წასმა სახეზე გამონაყარს? არ ვარ ალერგიული.
პასუხი: თუ სახეზე გამონაყარი გაქვთ, თქვენს პრობლემას თაფლი სწრაფად გადაწყვეტს. პრობლემურ ადგილას წაისვით მცირეოდენი თაფლი და გაიჩერეთ, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში, ხოლო შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ამის შემდეგ სახეზე ზეითუნის ზეთს წაისვამთ, კანი უფრო გლუვი, რბილი და სუფთა გახდება. გაიკეთეთ სახეზე მასაჟი ხელის მსუბუქი მოძრაობით 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ. ამ პროცედურის გაკეთება დღეში რამდენჯერმე შეგიძლიათ.
კითხვა: თვალის ქვეშ მაქვს შავი ლაქები. რა ვუშველო ამ პრობლემას? ასევე, ხშირად მაწუხებს თმის ჩაბრუნება გაპარსულ ადგილას. იქნებ, ამაზეც მირჩიოთ რამე?
პასუხი: თვალის ქვეშ შავი ლაქების საწინააღმდეგოდ კარგი და უსაფრთხო საშუალებაა საჭმლის სოდა. გახსენით საჭმელი სოდა თბილ წყალში და წაისვით თვალის ქვეშ, პრობლემურ ადგილას. რამდენიმე წუთი აცადეთ, სანამ არ გაშრება და შემდეგ, ფრთხილად დაიბანეთ, რომ წყალი თვალში არ ჩაგივიდეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ დილით და მალე ნახავთ, რომ პრობლემა აღარ შეგაწუხებთ. ჩაბრუნებული თმის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, საჭმელი სოდა და შვრია დაგეხმარებათ. თითო სუფრის კოვზი საჭმელი სოდა, შვრია და წყალი შეურიეთ ერთმანეთს და მიღებული მასა პრობლემურ ზონაზე წაისვით, აცადეთ გაშრობა და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.