№22 თუ სწრაფად დაკლება გსურთ...
ეს დიეტა მათთვისაა გათვლილი, ვისაც სწრაფად დაკლება სურს და თან საკუთარ ჯანმრთელოაბსაც უფრთხილდება. დიეტა ერთკვირიანია და თქვენ, დაახლოებით, 6 ზედმეტ კილოგრამს ჩააბარებთ წარსულს.
1-ლი დღე
მთელი დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ ხილი, რომელიც გიყვართ. იკრძალება, მხოლოდ ბანანი. ასევე, დღეში, დაახლოებით 2-2,5 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ.
მე-2 დღე
ეს დღე, ბოსტნეულს უნდა დაუთმოთ. კარგია როგორც უმი, ისე მოხარშული ბოსტნეული, ოღონდ, ნებისმიერი დანამატის, მაგალითად ზეთის ან მარილის გარეშე. დღის განმავლობაში, დალიეთ 2-2,5 ლიტრი წყალი.
მე-3 დღე
მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული, გარდა ბანანისა და კარტოფილისა. უნდა დალიოთ 2-2,5 ლიტრი წყალი.
მე-4 დღე
მთელი დღის განმავლობაში უნდა გადაანაწილოთ 6 ცალი ბანანი და 3 ჭიქა რძე. ასევე, სვით წყალი.
მე-5 დღე
მიირთვით 100 გრამი მოხარშული ბრინჯი და 5 ცალი პომიდორი 5 საათამდე. სვით წყალი.
მე-6 დღე
დღის განმავლობაში გადაანაწილეთ 100 გრამი მოხარშული ბრინჯი და უმი ბოსტნეული, კარტოფილის გარდა. ასევე, სვით წყალი.
მე-7 დღე
შეგიძლიათ, დღის განმავლობაში მიირთვათ ნებისმიერი ხილი, ბანანის გარდა. სვით ახალგამოწურული ხილის წვენები.