კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1968 წლის 21 თებერვალს, დილის 9-დან 10 საათამდე. რა არის ჩემი კარმული მისია?
პასუხი:
თქვენი კოსმიური მისიაა მუდმივი კავშირი უცხოეთთან. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეძლებთ იქ ცხოვრებას, ეს სასიკეთოდ წაგადგებათ. სამშობლოში კი, გირჩევთ, იმუშაოთ უცხოურ ფირმაში ან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი უცხოეთთან. ეს თქვენთვის წარმატების მომტანია. ასევე, უნდა იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, მებრძოლი სულისკვეთება. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, იყავით კომუნიკაბელური. ეს ყოველივე თქვენი კოსმიური მისიაც არის და ცხოვრებაში წარმატების მომტანიც.
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 11 მაისს, დილის საათებში. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი:
უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია. იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის მისაღებია: პორტუგალია, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, პაკისტანი, კუნძული მალტა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, ჩრდილო და დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, საბერძნეთი, კუნძული სარდინია, ნორვეგია.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 19 იანვარს, ღამის 3 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის განსაკუთრებულად კარგი?
პასუხი:
თქვენთვის კარგია და მისაღები: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო სისტემები, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი, შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო-საგამომგონებლო საქმე, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია.
კითხვა: დავიბადე 1992 წლის 29 დეკემბერს. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და სასურველი, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყანაში მირჩევთ წასვლას?
პასუხი:
თქვენი კოსმიური მისიაა უცხოეთთან კონტაქტი. კარგია ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი მხარე, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, ესპანეთი, პორტუგალია, კუნძული მალტა, იტალიის სამხრეთი ნაწილი, უნგრეთი, იტალია, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია. პროფესიებიდან კი კარგია და მისაღები: პოლიტიკის ფართო სპექტრი, დიპლომატია, იურისპრუდენცია, პედაგოგიური სფერო, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი. ეს პროფესიები თქვენთვის მეტად წარმატებული და მისაღებია.
скачать dle 11.3