კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ექიმის რჩევები

ნინო კანდელაკი მაია ნუცუბიძე

კითხვა: არ მიყვარს ონკანის წყალი და ორგანიზმის წყლით შევსებას მინერალური გაზიანი სასმელებით (მაგალითად, „საირმე“) ვცდილობ. დღეში, დაახლოებით, 1 ლიტრს ვსვამ. მაინტერესებს, ეს საფრთხეს ხომ არ შეუქმნის ჩემს ჯანმრთელობას?
პასუხი:
მინერალური წყალი მოქმედებს კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე (იწვევს მისი მჟავიანობის ცვლილებას). სასმელი მინერალური წყლები, განსაკუთრებით დაბალი მინერალიზაციისა („ბორჯომი“, „საირმე“, „ნაბეღლავი“), გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნითაც, როგორც სუფრის წყალი. მათ აქვთ მადის მომგვრელი თვისება, აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას და ამავე დროს, ორგანიზმზე ძლიერ გამღიზიანებლად არ მოქმედებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი სისტემატური (ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე) მიღება რეკომენდებული არ არის. წყლის მაგივრად და საერთოდ, მხოლოდ მინერალური წყლის დალევა სასარგებლო ვერ იქნება.
კითხვა: თვალის სიმშრალემ რა შეიძლება გამოიწვიოს? ხომ არ იმოქმედებს მხედველობაზე, თუ თვალის წვეთებს არ გამოვიყენებთ?
პასუხი:
უპირველესად, უნდა გაირკვეს თვალის სიმშრალის მიზეზი.  მიზეზიდან გამომდინარე, აუცილებელია მკურნალობის დანიშვნა, რადგან მშრალი თვალის დროს ზიანდება რქოვანა, უარესდება მხედველობა, თვალი მოკლებულია დამცველობით ფუნქციას და იქმნება ინფექციურ-ანთებითი პათოლოგიების განვითარების საფრთხე.
კითხვა: 9 წლის გოგონას აქვს ჭინჭრის ციება (უშუპდება ტუჩი, თვალი). ექიმი გვეუბნება, რომ მტვერზე და ყვავილებზე აქვს ალერგიაო. რეალურად კი ჭამის დროს სივდება. მირჩიეს, დავალევინო ჭინჭრის ნახარში და მასში დავბანო კიდეც. თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი:
ჭინჭრის ციება ჭინჭრის ნახარშით არ იკურნება. უნდა გაკეთდეს ალერგიული სინჯები და განისაზღვროს ის ალერგენები, რომელიც ასეთ რეაქციას იწვევს. შესაბამისად, ექიმი-ალერგოლოგი მოგცემთ რჩევებს და დაგინიშნავთ მკურნალობასაც, რომელიც დაგეხმარებათ ამ მდგომარეობის მართვაში.
კითხვა: 4 წლის წინ გავიკეთე ბუასილის ოპერაცია. ამჟამად არაფერს  ვუჩივი და ვარ 5 თვის ორსული. მაინტერესებს, შემიძლია ფიზიოლოგიური მშობიარობა?
პასუხი:
ჩატარებული ბუასილის ოპერაცია ბუნებრივი გზით მშობიარობის უკუჩვენება არ არის.
კითხვა: ძლიერი ემოციის ან განცდის დროს ყელზე, დეკოლტეს არეში და მუცელზე მაყრის წითელი ლაქები, ასე ვთქვათ, კანი წითლად მიჭრელდება, რასაც ვერ ვაკონტროლებ. რა არის ეს, როგორ შეიძლება ვიმკურნალო ან ვის მივმართო?
პასუხი:
მიზეზი არის ნეიროცირკულატორული, ანუ ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია. სისხლძარღვების ნორმალური ტონუსის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია, კონტრასტული შხაპი, ცურვა, ფიზიკური ვარჯიში და რაც მთავარია, უნდა შეძლოთ ემოციების მართვა. სასურველია ნეიროფსიქოლოგთან კონსულტაცია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3