კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ქრისტესისხლა – კიბოს, ეგზემისა და სხვა პათოლოგიების სამკურნალოდ

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


ქრისტესისხლას ნაყენი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ძილსა და მადას. 7 დღის განმავლობაში მისი რეგულარული გამოყენების შემდეგ საჭიროა ორდღიანი შესვენება. ნაყენის სმის პერიოდში რეკომენდებულია დღეში ერთი სადილის კოვზი გახეხილი სტაფილოს მიღება. ჩაყარეთ 500-გრამიან ქილაში ახალდაკრეფილი ბალახი – იმდენი, რომ ქილა სანახევროდ გაივსოს. დაასხით მდუღარე წყალი და დაახურეთ თავსახური. თუ ნაყენის მოსამზადებლად გამხმარ ბალახს გამოიყენებთ, ნედლეულმა ქილა მეოთხედამდე უნდა შეავსოს. გაცივების შემდეგ ნაყენი მზადაა. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, 100 მილილიტრი, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.
ქრისტესისხლას ნაყენის ჭინჭარსა და გულყვითელასთან კომბინაცია აფერხებს მეტასტაზების ზრდა-განვითარებას. ამ მიზნით თანაბარი რაოდენობით იღებენ სამივე ბალახს, აქუცმაცებენ და ერთმანეთში ურევენ. ერთ სადილის კოვზ ნარევს ყრიან თერმოსში, ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 1-2 საათით აჩერებენ. ნახევარ ჭიქა ნაყენს დილით, უზმოზე იღებენ, ნახევარს კი – ვახშმამდე ერთი საათით ადრე.
ეგზემის სამკურნალოდ:  20 გრამი მშრალი, დაქუცმაცებული მცენარე მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავსახური და დადგით წყლის აბაზანაზე დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურის პირობებში 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და გადაასხით მინის ჭურჭელში, რომელსაც თავზე მჭიდროდ ეხურება. მიღებული ნახარში წაისვით. სხეულის დაავადებულ ნაწილებზე. მისი შენახვა ორ დღეზე მეტხანს არ შეიძლება.
ცხვირ-ხახისა და წიაღების პათოლოგიების დროს: 2-3 წვეთი წვენი ჯერ ერთ ნესტოში უნდა ჩაიწვეთოთ, 5 წუთის შემდეგ, როდესაც წვის შეგრძნება გაგივლით – მეორეში, აუცილებლად დაწოლილმა. თუ წვენი ყელში გადაგივიდათ, შეგიძლიათ, გადაყლაპოთ.
დაავადებული ღრძილების სამკურნალოდ: წვენი დღეში 2-3-ჯერ უნდა წაისვათ ღრძილებზე, თითო ჯერზე – ხუთჯერ (ანუ, წაისვამთ – შეიშრობთ, ისევ წაისვამთ და ასე – ხუთჯერ) ან პირის ღრუში დაიგუბოთ ღრძილებზე კონცენტრირებით, 20-25 წუთის შემდეგ კი გადააფურთხოთ. პოდაგრისა და რევმატიზმის დროს: წვენი მტკივან ადგილებზე უნდა წაისვათ, ხოლო ნაყენი დალიოთ. გრიპის საწინააღმდეგოდ: პირის ღრუში ხუთჯერ უნდა გამოივლოთ წვენი და დალიოთ ნახევარი ჭიქა ნაყენი.
ქრისტესისხლას ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ ერთი სუფრის კოვზი გამხმარი ფოთოლი. მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ცხელი, ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ, შეავსეთ მიღებული ნაყენი ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას, არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ან ცოტა ნაკლები დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ 15 წუთით ადრე.
კიბოს მკურნალობისთვის: 1 სუფრის კოვზი მშრალი და დაქუცმაცებული ქრისტესისხლა მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1–1,5 საათი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ორი სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 20–30 წუთით ადრე.
ფსორიაზისთვის ძლიერი საშუალებაა ქრისტესისხლას ფესვის ნახარში. მას ჯერ აჩერებენ ცხელ წყალში დარბილებამდე, შემდეგ ადუღებენ ნახევარი საათი, აციებენ, ურევენ და სტერილური დოლბანდით საფენებს 2–3 საათით იკეთებენ.

კრაზანა – თქვენი ჯანმრთელობისთვის
კანის მოდუნებისა და ნაოჭების წინააღმდეგ დაამზადეთ კრაზანის ნაყენი – აიღეთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი, დაქუცმაცებული კრაზანა, დაასხით 1
ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გააცივეთ და გაყინეთ ყინულისთვის განკუთვნილ სპეციალურ ფორმებში. ყოველ დილით სახის დაბანის შემდეგ, ყინულის ნატეხით გაიწმინდეთ სახე და დეკოლტე.
ღვიძლის დაავადებებისა და ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობისას გამოიყენება ნარევი: კრაზანა 40 გრამი, მატიტელა - 30 გრამი, ნეგო - 40 გრამი, სააფთიაქო გვირილა - 10 გრამი და ხეჭრელის ქერქი - 20 გრამი. ამ კომპონენტთა ნარევი აიღეთ 4 სადილის კოვზი, დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი და მთელი ღამის განმავლობაში დადგით, დილით კი, 7-10 წუთის განმავლობაში ხარშეთ ნელი დუღილით. დალიეთ ერთი დღის განმავლობაში 5-ჯერ. დილით უზმოზე ერთ ჭიქა, რაც დარჩება, 4 ნაწილად გაყავით და ნაწილ-ნაწილ დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. კერძოდ, ყოველი ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. ამასთან, ღვიძლით დაავადებულთათვის რეკომენდებულია დიეტა,  ღვიძლის არეში კი სათბური დაიდეთ.
თირკმელების მწვავე და ქრონიკული ანთებისას იყენებენ ნარევს: დათვიყურას ფოთლები - 40 გრამი არყის კვირტები - 30 გრამი, ქაფუნა - 20 გრამი, კრაზანა - 40 გრამი, სიმინდის მდედრობითი ყვავილის ულვაში - 20 გრამი, თავშავას ყვავილები - 20 გრამი, შვიტა - 30 გრამი, მატიტელა - 20 გრამი, ანწლის ფესვები - 20 გრამი, სააფთიაქო გვირილა - 15 გრამი, შეკრულობისას უმატებენ 30 გრამ ხეჭრელის ქერქს (რომელიც ერთი წლის წინანდელი შეგროვილი უნდა იყოს. ახალი პირღებინებას იწვევს). მომზადებისა და მოხმარების წესი იგივეა, რაც პირველი რეცეპტის შემთხვევაში.
შარდმდენი ნარევი, გამოიყენება სისხლის გასაწმენდად: შვიტა - 40 გრამი, ლობიოს ჩენჩი - 20 გრამი, შვრიის ჩალა - 20 გრამი, კრაზანა - 40 გრამი, მატიტელა - 20 გრამი, ანწლის ყვავილები - 30 გრამი, ღიღილოს ყვავილები - 30 გრამი. მოხმარება და გამოყენება იგივე, რაც პირველი რეცეპტის დროს.
კრაზანის ნახარშსაც ისევე იყენებენ, როგორც ნაყენს. ნახარშის მოსამზადებლად აიღეთ 1,5 სადილის კოვზი მცენარე და დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. გამოიყენეთ მხოლოდ მომინანქრებული ან მინის ჭურჭელი. ამის შემდეგ წყლის აბაზანაზე გააცხელეთ 20–30 წუთის განმავლობაში, მაგრამ არ აადუღოთ. ნახარში გამოიყენეთ გარეგანად, დაბანის დროს, კანის გასაწმენდად, გადაივლეთ თმაზე, ხოლო შინაგანად მიიღეთ ნაწლავური ინფექციების, ფაღარათის დროს.
კრაზანას ასევე, აყენებენ არაყზე ან სპირტზე, თანაფარდობით 1:7 ან 1:10. აჩერებენ ბნელ ადგილას სამი ან მეტი დღით. ნაყენი უნდა გამოიყენოთ წყალში გაზავებული: ერთი ჩაის კოვზი გააზავეთ 50 მილილიტრ წყალში. გამოიყენება ასევე, პირის ღრუში გამოსავლებად და ინჰალაციისთვის. სპირტზე დამზადებული ნაყენი ძალზე ეფექტურია კუნთებისა და სახსრების ტკივილისას, კომპრესის სახით.
კრაზანა სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, მაგრამ საშიშია ცხოველებისთვის.
გაითვალისწინეთ: კრაზანის მიღება არ შეიძლება ორსულებისა და ჰოპერტონიით დაავადებულებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ამ მცენარის გამოყენებამ შეიძლება, გამოიწვიოს ტკივილი ღვიძლში, ჭინჭრის ციება, ცუდი გემო პირის ღრუში, რადგან მცირედ ტოქსიკურია (ძველად პირში ცუდი სუნის დროს კრაზანას ღეჭავდნენ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში). ასევე, კრაზანის დიდი ხნით მიღება მამაკაცებში დროებით იმპოტენციას იწვევს, რაც მისი შეწყვეტიდან, რამდენიმე კვირაში აღდგება.
კრაზანის გამოყენებისას ადამიანის კანი ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მგრძნობიარე ხდება. უნდა მოერიდოთ მზეზე ყოფნას, რადგან შეიძლება, გაჩნდეს დერმატიტი და კანის დამწვრობა. კრაზანის ძლიერი ჩაი კუჭის ტკივილს იწვევს.
გთავაზობთ კრაზანის ზეთის მომზადების რეცეპტს:
ახალმოკრეფილი (და არა გამხმარი) კრაზანის ყვავილები მოათავსეთ გამჭვირვალე მინის ჭურჭელში, დაასხით მცენარეული ზეთი ყვავილების დონიდან ერთი თითის სიმაღლემდე და დადგით მზეზე 14-დან 20 დღემდე. შემდეგ გაწურეთ. სასურველია, ზეთი მოამზადოთ ზაფხულში. გაწურვის შემდეგ 1 საათი გააჩერეთ. ამ დროს ზეთი სამ ფენად იყოფა. ფსკერზე ჩნდება თხელი ღია ფერის, უსიამოვნო სუნის ნალექი –  ეს საფუარია, მის ზემოთ კი – თხელი წყლის ფენა. სწორედ ეს ფენა უნდა გადმოასხათ ფრთხილად სხვა ქილაში და შეინახოთ მაცივარში. ზეთი უნდა იყოს ლალისფერი. პარალელურად, დაამზადეთ კრაზანის ფესვების ნაყენი: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 300 მილილიტრი ქაფქაფა, მდუღარე წყალი და შეფუთეთ. გააჩერეთ 2 საათი და შემდეგ გაწურეთ.
10 დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, მიიღეთ ჭამამდე 40 წუთით ადრე 1 სადილის კოვზი კრაზანის ზეთი; 40 წუთის შემდეგ კი – 50 მილილიტრი კრაზანის ფესვების ნაყენი ჭამიდან ჭამამდე შუალედში. მკურნალობა გაიმეორეთ 3-ჯერ, ყოველი 10 დღის შემდეგ, 3-დღიანი შესვენებებით.


ჰაიმორიტის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის საშუალებები

ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა – ბაქტერია ან ვირუსი ცხვირის ღრუს გავლით ან სისხლის მეშვეობით ჰაიმორის წიაღში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს. ჰაიმორიტის განვითარებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს: ყველა ის მდგომარეობა, რაც ცხვირით სუნთქვას არღვევს – ძგიდის გამრუდება, ვაზომოტორული რინიტი, ჰიპერტროფიული რინიტი (ცხვირის ნიჟარების გადიდება), ადენოიდები, ცხვირის ალერგიული დაავადებები;  იმუნური სისტემის დასუსტება, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი ქრონიკული დაავადებით, ალერგიული მდგომარეობით და სხვა; ბანალური გაციების, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, რინიტის დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობა; ბაქტერიამატარებლობა; ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები.
ჰაიმორიტის დროს შეიძლება, გამოიყენოთ შემდეგი მალამო: შეურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის კოვზი ყოჩივარდას ძირხვენის წვენი, ხახვის წვენი, თაფლი, კალანჰოეს წვენი, ალოეს წვენი და ვიშნევსკის მალამო. დაასველეთ ამ ნარევში 2 ბამბის ტამპონი (ტამპონის გასაკეთებლად ასანთის ღერზე დაახვიეთ ბამბა), ჩაიდეთ ნესტოებში და გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. 20-დღიანი მკურნალობის შემდეგ ჰაიმორის ღრუ გაგისუფთავდებათ.
 ჰაიმორიტის სამკურნალო ეფექტური საშუალების მომზადება ქოთნის ყოჩივარდისგანაც შეიძლება. აიღეთ 2-3 წლის ბოლქვი, გარეცხეთ, წვრილ სახეხზე გახეხეთ და გაწურეთ. ეს წვენი მაცივარში 1 წლის განმავლობაში ინახება. ცხვირში ჩასაწვეთებლად აიღეთ მომზადებული წვენის 2 წვეთი, დაუმატეთ 10-10 წვეთი წყალი და მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნის), მომინანქრებულ ჭურჭელში კარგად აურიეთ და ჩაიწვეთეთ 2-2 წვეთი ორივე ნესტოში, დილა-საღამოს, 1-2 თვის განმავლობაში. შემდეგ ერთი თვე დაისვენეთ და მკურნალობის კურსი გაიმეორეთ. 4-5 თვეში ჰაიმორიტი აღარ შეგაწუხებთ.
მოხარშეთ კარტოფილი მრგვლად, გადაასხით წყალი. დახარეთ თავი ქვაბზე, გადაიფარეთ პირსახოცი და ისუნთქეთ ცხელი კარტოფილის ორთქლი.
გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ თბილი წყლით, რომელსაც დაუმატებთ მცირე რაოდენობის იოდის ხსნარს ან კალიუმის პერმანგანატს (ეგრეთ წოდებული, მარგანცოვკა).
1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში ცალ-ცალკე მოხარშეთ შემდეგი მცენარეები: 15 გრამი დაკეპილი კრაზანა, 10 გრამი გვირილის ყვავილები და 10 გრამი ბერულა. ნაყენები შეაერთეთ და ჩაიწვეთეთ 5-5 წვეთი თითოეულ ნესტოში, დღეში 3-ჯერ. ამ ნარევის გამოყენება შეიძლება 5-წუთიანი ინჰალაციისთვისაც. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-12 პროცედურას.
ჰაიმორიტის დროს მტკივნეული ადგილის ზემოთ კანი დაიზილეთ ნივრით და შემდეგ შეიზილეთ არყის ხის ნახშირისა და ახალი ოროვანდის ფესვების წვენის ნარევი 20-30 წუთის განმავლობაში. აუცილებელია 2 ასეთი პროცედურის ჩატარება.скачать dle 11.3