კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რის გამო ვერ ახერხებს ზოგიერთი ქალი ქმართან ბედნიერად ცხოვრებას

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

არის შემთხვევები, როცა ადამიანები თავად უშლიან ხელს  საკუთარ ბედნიერებას. არსებობენ ქალები, რომლებსაც უბრალოდ, არ გამოსდით ქმრის გვერდით ბედნიერი ცხოვრება. ფსიქოლოგები ქალების ამ კატეგორიას მიაკუთვნებენ ცოლებს, რომლებიც ძალიან ბევრს ითხოვენ პარტნიორებისგან. კერძოდ, ცდილობენ მათ გადაკეთებას ან იწვევენ ღალატის პროვოცირებას მაშინ, როცა შესაძლოა, ქმარი არც აპირებდა ღალატს.

თიკა (32 წლის): მიჭირს იმის აღიარება, რომ ყველა პრობლემა, რაც თავზე დავიტეხე, მხოლოდ ჩემი მიზეზით იყო გამოწვეული და სხვისი ბრალეულობა უმნიშვნელოა. გაცილებით სჯობდა, ადრევე შეულამაზებლად მიმეღო რეალობა და ბუზი სპილოდ არ გადამექცია. სამწუხაროა, რომ ქმარს ტყუილად ვუშლიდი ნერვებს მთელი ამ ხნის განმავლობაში და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ სერიოზულად დავაზარალე ჩვენი ურთიერთობა.
– საკუთარ თავს რაში ადანაშაულებთ? იმის თქმა გინდათ, რომ ის იდეალურია, თქვენ კი – უამრავი ნაკლის მქონე?
– იდეალური არავინ არის, მაგრამ შენ არ უნდა ეცადო, ადამიანში უარყოფითი მხარეები გაააქტიურო. ჩემი გაუაზრებელი საქციელით სწორედ ეს გავაკეთე. ახლა ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია. მე შევუშალე საკუთარ თავს ხელი იმაში, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. არადა, ყველაფერი მქონდა ამისთვის. ქმარს ვუყვარდი, პატივს მცემდა და რითაც შეეძლო, მანებივრებდა. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც წარმოუდგენელ სიურპრიზებს მიწყობდა, მაგრამ თავისი გრძნობის გამოხატვას ცდილობდა. რატომ ვიყავი ბრმა და რატომ ვერ ვხედავდი ამ ყველაფერს? უფრო სწორად, ვხედავდი, მაგრამ არ ვაღიარებდი.
– აღიარებაში რას გულისხმობთ?
– იმას, რომ საკუთარ თავთან არ მქონდა პრობლემა.  პრეტენზიებს მხოლოდ ქმარზე გამოვთქვამდი. იცით, რაზე ვლაპარაკობ? შენს თვალში დირეს რომ ვერ ხედავ, სხვისაში კი ბეწვსაც ამჩნევ. ქმარი არ არის „გადასაკეთებელი“ ნიმუში. ის მოცემულობით უნდა მიიღო და იცხოვრო თანხმობაში. თუ გიყვარს „ასეთი“, ბოლომდე უნდა გინდოდეს „ასეთი“! ერთი შეხედვით, ვითომ, მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ მე ვერ გავიგე, სანამ ქმართან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები არ შემექმნა.
– კონკრეტულად რა გაფუჭდა, ურთიერთობას ვგულისხმობ.
– დავიწყებ იმით, რომ არცერთ კაცს არ მოსწონს წუწუნა, ბუზღუნა, ნერვიული და მუდმივად უკმაყოფილო ქალი. მე ახლა ვამბობ ამას, თორემ მანამდე საკუთარი თავი სრულიად უდანაშაულო მეგონა. ვიცოდებდი კიდეც თავს – ჩემს ქმარს არ ესმის, არ უნდა გაიგოს, რით ვარ უკმაყოფილო-მეთქი და  ვერ ვხვდებოდი, რა შეცდომას ვუშვებდი ამით. სანამ ერთ დღეს თვალები არ ამეხილა – უფრო სწორად, ამიხილეს. ეს იყო ჩემი მეუღლე. მართალია, ამის მერე კარი გაიჯახუნა, მაგრამ ჩემთვის დროული იყო. ეს გაჯახუნება მეხის გავარდნასავით ჩამესმა და შემეშინდა, ძალიან შემეშინდა. მივხვდი, რომ ქმარს დავკარგავდი. თანაც, ეს საშიშროება უკვე ძალიან რეალური იყო.
– შეგეშინდათ, ქმარი მარტო იმიტომ მიგატოვებდათ, რომ ეწუწუნებოდით?
– არა, არა, მე ასე არ მითქვამს. წუწუნიც ცუდია, მაგრამ არა მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი. ყველაზე ძალიან ჩემი ქმარი გააღიზიანა და დაღალა იმან, რომ წლების განმავლობაში ვცდილობდი მის გადაკეთებას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
– გადაკეთებას როგორ ცდილობდით?
– ყველანი ხომ ვართ ინდივიდუალურები და გვაქვს ჩვენი ახირებები, ჩვევები, „წიკები“, რაღაც კონკრეტული ქცევის მანერა. ნებისმიერ ადამიანს უნდა, საკუთარ სახლში მაინც იყოს სრულიად თავისუფალი, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე. სადღაც ხომ უნდა იყოს ის, რაც არის და არ ითამაშოს, არ შეიზღუდოს. ქალებსაც მოსწონთ ეს და კაცებს ხომ მოსწონთ და მოსწონთ. ჩემმა ქმარმა მითხრა: რა გინდა, რატომ ვერ ირგებ იმას, რაც გაქვს. რატომ უშლი ხელს საკუთარ ბედნიერებას, შენი თავის მტერი ხარ თუ მაზოხისტიო.
– თქვენ ფიქრობთ, რომ მისი ეს სიტყვები სამართლიანი იყო?
– დიახ. სამართლიანი იყო. მე არ ვუტყდებოდი საკუთარ თავს, თორემ დიდი ხნის განმავლობაში უკვე ვგრძნობდი, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდი. თუ მანამდე მხოლოდ ქმარს ვადანაშაულებდი ჩვენი ურთიერთობის არევაში, ერთბაშად აღმოვაჩინე, რომ მიზეზი მე ვყოფილვარ. რას ვერჩოდი ამ ადამიანს? რატომ ვუყენებდი იდიოტურ მოთხოვნებს? ის ხომ არ მეუბნებოდა, შეიცვალე და გამაოცე ამ  ცვლილებითო. ვუყვარდი ისეთი, როგორიც შემიყვარა. თავიდან მეც ასე ვიყავი, მერე გამიჩნდა პრეტენზიები მის მიმართ. გაურკვეველი ხასიათის მოთხოვნები და შედეგმაც იჩინა თავი. ჩემი ქმარი ან საერთოდ აღარ მეკონტაქტებოდა, ან ოხრავდა ჩემს შენიშვნებზე.
– რა შენიშვნებს აძლევდით?
– „ეს აქ რატომ დაყარე“, „როგორ ზიხარ მაგიდასთან“, „ნამცეცებით მთელი მაგიდაა დასვრილი“, „ტანსაცმელს ადგილი აქვს და შენ მთელ სახლს ურევ...“  სტანდარტულ შენიშვნებზეა საუბარი, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ქმარს ამრეზით ვუყურებდი. საცოდავს თავს ვესხმოდი და დღეს ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ. დაეყარა ის ტანსაცმელი ოთახში უწესრიგოდ, რა მოხდებოდა, ან ისე დამჯდარიყო მაგიდასთან, როგორც თვითონ მოსწონდა. ხომ ხვდებით, არაფრისგან რომ შევქმენი ქარიშხალი ჭიქაში. სამარცხვინოდ მოვიქეცი. საკუთარი ბედნიერება გავანადგურე. ახლა რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი. ქმარმა ჩემ მიმართ ნდობა დაკარგა. არ სჯერა, რომ გულწრფელად ვნანობ და ყველაფრის შეცვლა მინდა, სიმშვიდე და მასთან ერთად ტკბილი ცხოვრება.

скачать dle 11.3