კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რა კრიტერიუმებით შეიძლება შეარჩიოს კომისიამ „ქართვლის დედის“ სტატუსის მფლობელი ქალები და რაზე ვერ დაიყოლია დეპუტატი სიმონ ნოზაძე ცოლმა

ნინო კანდელაკი თამუნა ნიჟარაძე


გასულ კვირას დეპუტატ სიმონ ნოზაძის  იდეა – ხუთ ან  მეტშვილიან დედებს „ქართვლის დედის“ სტატუსი მიანიჭონ – საზოგადოების  ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. იდეას მომხრეებიც გამოუჩნდნენ და მოწინააღმდეგებიც, მათ შორის ისეთები, ვინც  დეპუტატის ამ მოსაზრებას ქილიკით და  ხალისიანი ისტორიებით  შეხვდნენ და  მას ქართული ეროვნული ხასიათის სიმბოლოს  „დაკნინებაში“ დასდეს ბრალი. იმ ფონზე, როდესაც პარლამენტიდან  დროდადრო ერთობ უცნაური ინიციატივების „ხმა“ ისმის, სიმონ ნოზაძის ინიციატივაც ხანმოკლე, მაგრამ მაინც სკანდალის თემა აღმოჩნდა. ბატონი სიმონი იძულებული გახდა, „ქართვლის დედის“ სტატუსის ვერსია „გმირი დედის“, „საქართველოს დედის“ სტატუსით შეეცვალა.
 სიმონ ნოზაძე: მინდა დავაზუსტო, რომ ეს არ ყოფილა საკანონმდებლო ინიციატივა.   არ მესმის, რატომ მოჰყვა აჟიოტაჟი  ამ ამბავს, ეს იყო ჩემი იდეა,  მოსაზრება, სურვილი,  რომელსაც თავზე არავის ვახვევ. ამაზე   საკმაოდ ბევრ მეცნიერთან, დემოგრაფთან, სოციოლოგთან მისაუბრია  დემოგრაფიული პრობლემების განხილვისას. ახლა, ჯანდაცვის  კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტში „მრავალშვილიანი მშობლის  სტატუსის“ შესახებ ცვლილებების განსაზღვრა ხდებოდა, დიმიტრი ხუნდაძის წინაშე ეს იდეა გავახმაურე.  ბატონ დიმიტრის ვკითხე,  ხომ არ გიფიქრიათ, მრავალშვილიანი დედებისთვის „ქართვლის დედის“  სტატუსზე-მეთქი, რაზედაც მისგან მივიღე პასუხი, რომ არ აპირებენ ამ სტატუსის დაწესებას, რის შემდეგ კითხვაც აღარ დამისვამს. ჩავთვალე, რომ საკითხი ამოიწურა, თუმცა ამას მოჰყვა გაგრძელება ჟურნალისტებისა და საზოგადოების მხრიდან. სხვათა შორის, გამომეხმაურნენ სხვადასხვა არასამთვარობო ორგანიზაციები, მრავალშვილიანი ოჯახები, მრავალშვილიანი დედები, მათ შორის ერთმა მითხრა, რომ 12 შვილი  ჰყავს. ბევრს მოეწონა ეს იდეა. მე მიმაჩნია, რომ მრავალშვილიანი დედებისთვის სტატუსის კანონმდებლობით განსაზღვრა და ამით ჩვენი პატივიცემის გამოხატვა ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
– რა კრიტერიუმებით უნდა მიენიჭოს მრავალშვილიან ქალს „ქართვლის დედის“ სტატუსი?
–   ეს აზრი დაიბადა მეცნიერებთან მსჯელობის დროს. ადრე, კომუნისტების დროს ხომ არსებობდა „გმირი დედის“ წოდება, რომელსაც  ყველას კი არ ანიჭებდნენ, გარკვეული კრიტერიუმები იყო,  თუ არ ვცდები, 10-12 შვილის ყოლის შემთხვევაში აძლევდნენ „გმირი დედის“ სტატუსს. „ქართვლის დედის“ სტატუსი კანონით, 90-იან წლებში, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ განისაზღვრა, მაგრამ ეს ნორმა არ ამოქმედებულა. ახლა ეს მოდელი თანამედროვე სიტუაციას უნდა მოვარგოთ, რადგან დემოგრაფიული პრობლემები უფრო გამძაფრებულია. კარგი იქნება, თუ  ახლაც რაიმე სტატუსით გამოვარჩევთ მრავალშვილიან დედებს. რაც  შეეხება იმ ამბავს, რაც ქართვლის დედის ხსენებას  მოჰყვა,  მე  პირობითი სახელი ვთქვი, შეგვიძლია, დავარქვათ საქართველოს დედა, დამსახურებული დედა, ისევ გმირი დედა იყოს, ოღონდ რამე სტატუსი შევარჩიოთ. მე ქართვლის დედა მოვიფიქრე, მეტი ფანტაზია არ მეყო,  ფანტაზია ჟურნალისტებს რომ გაქვთ, ისეთი უნდა, თქვენ მოიფიქრეთ უკეთესი სახელი,  ცუდი იდეა ხომ არაა?  პარლამენტში იმდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი, საქმეებს მივხედავ. იმისთვის, რომ კამერების წინ დავფიქსირდე, არასდროს არაფერს ვამბობ. თუ ვატყობ, რომ ჩემი გამოსვლა საჭიროა, მაშინ გამოვდივარ სიტყვით.  ეს სტატუსი უნდა მოიცავდეს გარკვეულ თანხას, ფულად წახალისებას, სხვადასხვა ფორმის მოფიქრება შეიძლება. პატრიარქის ავტორიტეტს მე კი არ შევედრები, მაგრამ პატრიარქმა რომ გამოაცხადა, ყველა მესამე ბავშვის მონათვლის შესახებ, ამან  ბევრს გაუჩინა დამატებითი სტიმული, ამ  სტატუსმა ას ქალბატონს რომ გაუჩინოს სურვილი, ათი შვილი იყოლიოს, ცუდი იქნება?!  
ჩემი მოსაზრება ასეთი იყო: „ქართვლის დედის“ სტატუსი უნდა მიენიჭოს საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი ეროვნებისა და აღმსარებლობის იმ ქალს, რომელიც  ხუთ ან მეტ შვილს გაზრდის და მათ შორის, არც ერთი ნასამართლევი არ იქნება. ეს სტატუსი მიენიჭება იმ დედას, რომელიც ღირსეულ თანამოქალაქეებს აღუზრდის სამშობლოს. ღმერთმა დამიფაროს ჰომოფობიური ან ქსენოფობიური აზრისგან. მე ისეთ სამსახურში ვმუშაობდი, ამ მხრივ ისეთი კონტაქტები მქონდა, ყველას მიმართ პატივისცემა მაქვს.  შეიძლება, დედა  ბაპტისტი იყოს, კათოლიკე ან მუსლიმი, შეიძლება იყოს სომეხი ან აზერბაიჯანელი, მთავარია, მათ ღირსეული შვილები აღზარდონ. შერჩეული ოჯახი არა მხოლოდ „წესიერებით“ უნდა გამოირჩეოდეს, არამედ მეზობლებთანაც კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. ასეთ ოჯახებში  აღზრდილ შვილს ქართულ ენაზე გამართულად საუბარი და თანამედროვე აზროვნებაც შეუძლია, იცის ქვეყნის ისტორია და ტრადიციებიც. სტატუსის კანდიდადატი  დედა კომისიური შერჩევით უნდა აირჩიონ. ამ კომისიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ სახელმწიფო და საჯარო უწყებები, მათ შორის, შსს, განათლების სამინისტრო, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტი და სახალხო დამცველი. სტატუსი კი, თავად პრეზიდენტმა უნდა მიანიჭოს.
– რატომ გამოყავით განსაკუთრებულად ნასამართლობა, ისიც კი თქვით, თუ შვილმა დანაშაული 40 წლის ასაკში ჩაიდინა, ქალს ეს სტატუსი მაინც  უნდა  გაუუქმდესო.
– დამნაშავეობა და ნასამართლობა, ამ შემთხვევაში, ძალიან  მნიშვნელოვანია. მოძალადე,  მკვლელი ან  კრიმინალი  შვილის გაზრდა არ არის უგულვებელსაყოფი. ამ სტატუსის განსაზღვრის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ადგილობრივი ხელისუფლების მოსაზრება, უნდა არსებობდეს ინფორმაცია, თუ როგორ ოჯახზეა საუბარი.  ეს უნდა იყოს სანიმუშო ოჯახი. მე იმას კი არ ვგულისხმობდი, რომ ყველა 5-შვილიან დედას მიენიჭოს ეს სტატუსი. გამორჩეულ ოჯახებს, სადაც ოჯახში არის ერთმანეთთან სრული ჰარმონიული ურთიერთობა, რომლის შვილებიც ქართული ცნობიერებით არიან გაზრდილნი და რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია.
– თქვენ ირგვლივ ბევრ „ქართვლის დედობის“ კანდიდატს იცნობთ? თქვენი მეუღლეც ხომ არ იქნება ამ სტატუსის პრეტენდენტი?
– ასეთს ჩემ ირგვლივ ძალიან ცოტას ვიცნობ. სამწუხაროდ, ბევრი ოჯახი ვერ აჩენს ბევრ შვილს, იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც აქვთ. არც ჩემს ცოლს შეხვდება  ეს  სტატუსი –  მე იმ ეპოქიდან მოვიდავარ, ორი შვილი რომ იყო მოდაში,  ჩემს ცოლს ძალიან უნდოდა მესამე შვილიც რომ გვყოლოდა, მაგრამ ვერ დამითანხმა.  80-იანი წლები იყო, არეულობა დაიწყო, უშიშროებაში ვმუშაობდი მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო პოზიციებზე. დღე და ღამე ტყეში ამბოხებულებთან ვიყავი გაჭრილი მოლაპარაკებებზე, ამ ყველაფერმა ვეღარ გამაბედინა მეტი შვილის გაჩენა - რამე რომ მომსვლოდა, ჩემს შვილებს ვინ გაზრდიდა? მაშინ შიში გამიჩნდა, მაგრამ მერე ბევრჯერ ვინანე, ბევრ შვილს რა სჯობია, უფრო ბედნიერი არ ვიქნებოდი, ექვსი შვილი რომ გვყოლოდა?  რომ მცოდნოდა, იმ არეული წლებიდან ცოცხალი გამოვიდოდი, რა თქმა უნდა, მესამე შვილსაც ვიყოლიებდი. ქალს, დედობაზე მეტად რა უხდება. ორსული ქალების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და პატივისცემა მაქვს, ორსულ ქალებს რომ ვხედავ, გულში ჩუმად ვლოცავ, შვილო, ღემერთმა კარგად ჩაგამთავრებინოს ორსულობა-მეთქი. სადღეგრძელოშიც მიყვარს ამის თქმა.  
–  ბიძინა ივანიშვილს მოეწონებოდა თქვენი იდეა? ამბობენ, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გაქვთ.
–  რატომ არ უნდა მოეწონოს?! ეს იდეა ყველას მოეწონება, ვისაც დიდი ოჯახისა და ქალბატონების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა აქვს.  ბიძინა ივანიშვილს სულ ხუთჯერ შევხვდი, ხუთჯერ მაქვს ჩამორთმეული ხელი. ადრე – სამჯერ, ორჯერ კი ახლა ვნახე, დაბრუნების შემდეგ კომიტეტების და ფრაქციების ხელმძღვანელებს რომ შეგვხვდა. იქ სიტყვითაც გამოვედი, მოვიკითხე კიდეც. პირველად  ბიძინა ივანიშვილს მაშინ  შევხვდი, როდესაც ის პოლიტიკაში აპირებდა მოსვლას, ანზორ ჩუბინიძემ წარუდგინა ჩემი თავი, უშიშროების გენერალიაო, უთხრა. ისე მომესალმა, მივხვდი, რომ ჩემზე ჰქონდა ინფორმაცია. მაშინ დახმარება მთხოვეს, რეკომენდაციების სახით სახელმწიფო დაცვის  სამსახურის მიმართულებით, რადგან იცოდნენ ჩემი გამოცდილების შესახებ  –  წლების წინ, როცა სამთავრობო დაცვის სამსახური შეიქმნა ერთ-ერთი ვიყავი, ვინც მის სათავეებთან ვიდექი, შექმნის დღიდან იქ ვმუშაობდი.

скачать dle 11.3