კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ შეუთავსებს საქართველო გეოპოლიტიკური ცენტრისა და ტურისტებისთვის სათამაშო და ნარკოსამოთხის ფუნქციებს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ცნობილია, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესი ყვავის და ამის მიზეზი მხოლოდ ქართველების აზარტული თამაშებისადმი სიყვარული არაა. ჩვენ გარშემო რეგიონში, თითქმის ყველგანაა აკრძალული აზარტული თამაშები, ამიტომაც საქართველო მათთვის ერთგვარი სათამაშო სამოთხეა და ამითაცაა განპირობებული ამდენი ხუთვარსკვლავიანი და, ზოგადად, მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობაც (ფართოჯიბიან მოთამაშეებს კომფორტიც უყვართ). მეორე მხრივ, ტურისტების სიმრავლეც თვალშისაცემია – ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა 3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს არც ურიგო ციფრია და ტურისტების არც თუ ურიგო რაოდენობა (რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი წინაპრების დამსახურებაა: ეს ტერიტორიაც მათ შეინარჩუნეს და კულტურული მემკვიდრეობაც მათ შექმნეს). სავარაუდოდ, ამას უკავშირდება საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში ნარკოტიკების ლეგალიზაციის საკითხის დაყენება (ნარკოტურისტების კომფორტისთვის, უპირველესად). შემოსავალი, ცხადია, ბიუჯეტშიც ხვდება და მოქალაქეების ჯიბეებშიც, თუმცა მაინც დგება საკითხი: თუკი საქართველო ჰედონიზმის, ანუ განცხრომის ადგილად გადაიქცევა (თუნდაც, ისეთი კეთილშობილური მოტივით, როგორიცაა ტურიზმის განვითარება), როგორ მოახერხებს, შეუთავსოს ამ ამპლუას თავისი გეოპოლიტიკური ფუნქცია, რომელიც მისი უსაფრთხოების ლამის ერთადერთი გარანტიაა?! ამ თემაზე აკაკი ასათიანთან ერთად ვისაუბურებთ.
– თავისუფლებასთან ნარკოტიკების მიღება-არმიღების შესაძალებლობასთან  გაიგივება სპონტანურია „ელ გე ბე ტეს“ თემის წამოწევის არ იყოს, რადგან ჩვენი წარსულისთვის არც ერთი უცხო ხილი არ იყო. თუ მაინც მიზანადსახულია საქართველოს ტურისტულ მექად ქცევის კონტექსტში, პათოსით, ტურისტს ნარკოტიკის მოხმარების კომფორტიც უნდა ჰქონდეს?
– საბჭოთა კავშირის დროს ჩამოდიოდა ცამეტი მილიონი ადამიანი. ქვეყანა პირდაპირ შემოსავალს არ იღებდა, იმიტომ რომ საკავშირო საგზურები იყო, მაგრამ დიდი ფული მაინც რჩებოდა.
– და ხალხიც იყო დასაქმებული იმ სანატორიუმებში და ბინებსაც აქირავებდნენ.
– წყალტუბოში სწორედ ამის წყალობით დგას სასახლეები, თორემ ახლა მკვდარ ქალაქადაა ქცეული. ძველი იმპერიის დედაქალაქი გეგონება, ისეა განადგურებული. ასე რომ, ჩვენ დავიტევთ 15 მილიონამდე ტურისტს და ამის პრეცედენტი არის: საბერძნეთი, ხორვატია, ესპანეთი, საფრანგეთი. ჩვენი ტურიზმის პრობლემა სხვა რამაა: სერვისი და კიდევ ბევრი, რაც განუვითარებელია. რვა მილიონამდე ტურისტი შემოვიდა, წესით, თითო მათგანს, ნორმალური სტანდარტით, საშუალოდ 1 000 დოლარი უნდა დაეტოვებინა. სინამდვილეში კი ბიუჯეტში 2-3 მილიარდია შემოსავალი. ეს მაინც დიდა ამბავია და ადასტურებს, რომ ტყუილია, ტურიზმი ვერ გვაცხოვრებსო. გვაცხოვრებს, ისევე, როგორც „ბორჯომი“ გვაცხოვრებს, თუმცა ევროპულ მოძრაობაზე ქილიკობდნენ. უბრალოდ დღეს „ბორჯომი“ რამდენიმე კაცს აცხოვრებს მხოლოდ, მაგრამ ბიუჯეტიც ხომ იღებს შემოსავალს. ერთი სიტყვით, რაც ბუნებით აქვს ამ ქვეყანას, ნელ-ნელა ის იწყებს მუშაობას და ეს არ არის არც ერთი ხელისუფლების დამსახურება. ეს არის გეოგრაფია, კლიმატი, ბუნება, ისტორია, ძეგლების რაოდენობა, მთელი კავკასია რომ მოკრიბო ერთად, მაინც ყველაზე მეტი ძეგლი გვაქვს, არათუ კავკასია, მთელი საბჭოეთი შუა აზიის რამდენიმე ქალაქის გამოკლებით. ეს არის ამ ქვეყნის წინასწარი მოცემულობა და ჩვენი ხალხი, რომელიც, მიუხედავად გაჭირვებისა, მაინც გულღიაა. „ევრონიუსიდან“ ასეთი ფრაზა ჩამრჩა: რეკლამა კი არ იყო, ამ ხალხს, მგონი, დღემდე სჯერა, რომ სტუმარი ღვთისააო. ტურისტთა რაოდენობა თანდათან გაიზრდება, მაგრამ მომსახურებაა ისეთი ცუდი, რომ თითო ტურისტი, საშუალოდ, მხოლოდ 500 დოლარს ხარჯავს. ესე იგი, შემოდის ღარიბი ტურისტი ან ირანელი, რომელსაც სული ეხუთება ირანში და ეს მათთვის ევროპაა. აზიისთვის ევროპა ვართ, ევროპისთვის – აზია. ჩვენი ეს საუკუნოვანი პრობლემაც პლუსად იქცა. ამდენად, ტურიზმის განვითარება შემოსავლის სერიოზული წყარო იქნება. ამ ფონზე, მართალი ხართ, სტრიქონებს შორის ისმის, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია ტურიზმსაც შეუწყობს ხელს.
ერთი ჰოლანდიაში ვიცი ლეგალიზებული ნარკოტიკების მოხმარება და, ისეთი ლეგალიზება, რასაც ჩვენთან ითხოვენ, არის ურუგვაიში და მთელი მსოფლიო უყურებს ამ ექსპერტიმენტს. კიდევ, პორტუგალიაშია რაღაც პირობებით ლეგალიზებული და არაფერი მოუტანია. იქ ამას სხვა ფორმა აქვს, სხვა ვითარებაა და ტურიზმით ლეგალიზაციის გამართლება უტვინობაა. ვინც აქტიურობს, ისინი უშუალოდ უკავშირდებიან ამ ბიზნესს და გამომსვლელების სტიმულიც ეგ იყო, რაშიც თანხა დაიხარჯა.
– ვინც ჩახედულია საპროტესტო აქციის მოწყობის ტექნოლოგიაში, იცის, რომ ასეთი პროტესტი უცებ ვერ მზადდება და აპარატურისა თუ გადასახური საშუალებების ასე ოპერატიულად მოტანა მცირე თანხას არ მოითხოვს, მეგაფონებიც ჰქონდათ.
– მაგას ვამბობ, ვერ გაქაჩეს, იმიტომ რომ საპროტესტო აქციის გამართვა სხვა რამაა, ცოდნა უნდა და ბარში ჯდომა და მანჭვა-გრეხა არ არის. სერიოზული ამბავია მიტინგი, მთავრობასთან დაპირისპირება, მშვიდობიანზე ვამბობ. ამას მომზადება სჭირდება და ის ხალხი ამისთვის მზად არ არის. რაც შეეხება „ელ გე ბე ტეს“ თემას, ამის პროპაგანდისტები ფულს იღებენ, თვითონ ის ადამიანები კი, როგორც სჩვევიათ მცირერიცხოვანსა და შემტევ ჯგუფებს, აგრესიულად ცდილობენ თავის დამკვიდრებას. მესმის, რომ უმცირესობის ხვედრი ასეთია, მაგრამ არც ის უმცირესობა უნდა იყოს ასე აგრესიული. მე უფრო ფართო კონტექსტში და სტრატეგიულად ვუყურებ ამ საკითხს. ავიღოთ ამ ხალხის გამუდმებული დაპირისპირება ეკლესიასთან: ეს არის ორიათასწლიანი ბრძოლა წარმართობისა ქრისტიანობასთან. აი, სიმონ მოგვი რომ მივიდა მოციქულებთან და უთხრა, ფულს მოგცემთ და მასწავლეთ, ხალხს როგორ კურნავთო. სიმონ მოგვია, ჯადოქარი, ჰაერში დაფრინავდა და ფოკუზებს აკეთებდა და რომ ვერ გაიგო, რატომ უთხრეს უარი, იმ დროიდან დაიწყო ეს დაპირისპირება და გაბოროტება ამ სარწმუნოების მიმართ. უნდა ნახოთ, რა საძაგლობებს წერენ მეორე-მესამე საუკუნეებში ანტიკური თუ ებრაელი ავტორები. გაშმაგებულები არიან, იმიტომ რომ გვიანი ანტიკურობა იყო აღვირახსნილობის ხანა: მოშლილია ურთიერთობები, სქესობრივი, საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი. რომის იმპერიის ბოლო ხანაა, როდესაც წელიწადში შვიდი იმპერატორი იცვლება. არადა რომის იმპერია იყო ყველაზე მოწესრიგებული და სამართლიანი იმპერია დედამიწის ისტორიაში. ავტომობილი არ ჰქონდათ და თვიმფრინავი, თორემ მეორე საუკუნეში რომ კომფორტში ცხოვრობდა რომის იმპერია, ისე კაცობრიობას არც მაშინ და არც მერე არ უცხოვრია. წარმოიდგინეთ, მონები არ გარბოდნენ. დღესაც ეს ბრძოლაა. ეკლესიის მსახურები რომ ეუბნებიან, ეშმაკი გყავთ შეჩენილიო, პასუხად ამბობენ, რა ჩამორჩენილები არიანო.
– თითქოს ეშმაკი მართლაც ჩლიქებიანი და რქებიანი რამ იყოს.
– ნიშანდობლივია, რომ ეკლესიურად, ეშმაკის ხსენების სწორედ ეშმაკის მსახურებს ეშინიათ. პირველი სერიოზული ერესი რომ გაჩნდა, მეოთხე საუკუნის დასაწყისში არიოზი ამბობდა: მამა ღმერთი მეტია, ვიდრე ძე, იმიტომ რომ ჯერ მამა იყოო. ეკლესიის მამები კი, უსაზღვროდ განათლებული ანტიკური ცოდნით და რწმენით განათებულები პასუხობდნენ, ეს არის ელინური, პრიმიტიული ლოგიკა, რომ ეს დაიწყო და ის გაგრძელდა და ვერ ითვისებს ტვინი სამებას, რადგან რთული ამბავია. ასევე, წესრიგიც რთული გასაგებია. ეკლესია გულისხმობს გარკვეულ წესრიგს, რომ ადამიანი ჩარჩოში მოაქციოს. ნების თავისუფლება ჩვენი სარწმუნოებითაა, თორემ არის სარწმუნოებები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყველაფერი განსაზღვრულია და მაშინ რატომ ცხოვრობენ, გაუგებარია. ჩვენი გაგებით, უფალმა შექმნა ეს სამყარო და ჩვენ ვირჩევთ, რას ვაკეთებთ. უსაზღვრო თავისუფლება ქრისტიანობამ მოიტანა, ქრისტიანობამ მოიტანა ადამიანის უფლებები, ჩვენ რომ დღეს ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი არ ვიყოთ, ვნახავდი ამათ უფლებებს. იყო არაქრისტიანული პერიოდი და ხოცავდნენ და იჭერდნენ არატრადიციული ორიენტაციის ხალხს, ამხანაგ სტალინის მეთაურობით, თორემ ლენინი და კრუპსკაია გალაღებულები იყვნენ მაგ საკითხებში. მე არ ვარ შეთქმულების თეორიის მომხრე, რომ სამი კაცი ზის და გეგმავს, რა მოხდება მთელ მსოფლიოში. მაგრამ უწესრიგობა არის ველურობა. როდესაც არაფერი გზღუდავს, ეს გადადის პირუტყვობაში, და თუ ვინმეს უნდა დაბრუნება გამოქვაბულში, დაბრუნდეს. მოკლედ, ეს ძველთაძველი ამბავია და ხან გაძლიერდება, ხან დასუსტდება. გასული საუკუნის 90-ან წლებში გააუქმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პუნქტი, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ავადმყოფობა. ანუ ეს სახადია და, საბოლოოდ, ყველა თავის ადგილს იპოვის.
– თუ სახადია, სახადის მერე გადარჩენის შანსი როგორია?
– ჩვენთან მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების მიჯნაზე წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა მაგ მხრივაც. იმ არანორმალური მდგომარეობიდან ქვეყანა გამოიყვანა, უპირველესად, ეკლესიამ და ალექსანდრე დიდმა, იმიტომაცაა დიდი, თორემ დაპყრობითი ომები კი არ გადაუხდია?! იმ ეპოქის წყაროებისკენ მიბრუნება არ მინდა, ისეთი ამბებია. მაგრამ ესეც ჩვენი ისტორიაა, ისევე, როგორც კინტოები. ვინმემ არ იცის, ვინ იყვნენ კინტოები და რომ მათი კულტი იყო თბილისში?! ესეც, როგორც ქართული კულტურის მცირე ნაწილი, შეიძლება, გაიაზროს ადამიანმა. აუცილებლად განვვითარდებით ამჯერადაც: თუ ვინმეს უნდა, უფრო სწრაფად, თუ არ უნდა, მაინც. უბრალოდ, რამდენიმე თაობა იცხოვრებს ძალიან ცუდად.
– საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის მისი სტრატეგიული მდებარეობა, ორივე ერთად გამოვა: გეოპოლიტიკური ცენტრიც და ჰედონისტური, ანუ განცხრომის ადგილი?
– დედამიწა ისეთი გახდა, რომ ხმელეთი რომ გააერთიანო, ჩვენ ცენტრი ვართ. მოვლენები კი ისე ვითარდება მსოფლიოში, რომ ჩვენ გარეშე რაიმეზე ფიქრი, ელემენტარული საერთაშორისო ინტერესები თუ გაქვს, გამორიცხულია. ჩინეთი – საიდან სადაო და მოგვადგა. ინდოეთი სხვა ტიპის სახელმწიფოა, მაგრამ ვითარდება. რუსეთი კბილებს გვიკრაჭუნებს, მაგრამ ეს მათი ბოლო კრაჭუნია – ორ ათწლეულს თუ გაგრძელდება მათი იარაღის ჟღარუნი. ევროპას თავისი ვერ გაურკვევია, მაგრამ ეკონომიკურად, კულტურულად ვუახლოვდებით ერთმანეთს და კიდევ უფრო დაჩქარდება ტემპი. უბრალოდ, ჩვენ ვართ ცოტა მეტიჩრები და წამხედურები, თორემ მათ კი არ უნდა გადავასწროთ სიგლახეში?! იმ საზოგადოებებსაც აქვთ პრობლემები და ამან გამოიწვია ნაციონალისტური ძალების გაძლიერება. ჩვენთან რომ უკვირთ, ეს ევროპული რეაქციაა ცუდად გაგებულ ლიბერალიზაციასა და გლობალიზაციაზე. მოვიდა ტრამპი და დაამტკიცა, რომ, თურმე, ასე არ არის. ეკონომიკაშიც დაამტკიცა: ქვეყანა აყვავდა ერთ წელიწადში. მკვდარი ქალაქები გაცოცხლდა და პოლიტიკაში: პუტკუნა ჩრდილო კორეელს ეყო ჭკუა, მიმხვდარიყო, რომ ვითარება შეიცვალა და წავიდა კომპრომისზე. იგივე მოხდა ჩინეთთან დაკავშირებითაც. ანუ ყველა უკან იხევს. გახსოვთ, რა ბაქი-ბუქი იყო, სირიას თუ ესვრისო?! ჩინეთმა ფლოტიც კი გამოიყვანა, ამან ისროლა და ჩინეთმა ფლოტი შეიყვანა. რუსებმა თქვეს, კიდევ ერთხელაც რომ ისროლოს, ნახავთ, რას ვიზამთო. არადა, ეს კიდევ ესვრის და ისინი არაფერსაც არ იზამენ.
– ჩემთვისაც არგუმენტია, რომ უარესიც მომხდარა და რაოდენობრივად, იყო პერიოდი, მილიონიც არ ვიყავით. შესაძლოა, იყოს მტერ-მოყვრის ინტერესი, რომ ეს იყოს მხოლოდ ნარკოტიკების სავაჭრო და აზარტული თამაშების ტერიტორია, რაც მეტად ღარიბი და ნარკოტიკით გამოთაყვანებული ხალხი იცხოვრებს, იოლად სამართავიც იქნება და მისათვისებელიც.
– დიახ, თუ წავხდებით, მტერი მტრობით არ იტყვის უარს და არც მოყვარე – ვინ იტყვის უარს ამ მდებარეობაზე? ამიტომ ესეც უნდა გვახსოვდეს. სომხეთში კარგი ამბავი მოხდა, ფაშინიანი ტერ-პეტროსიანთან იყო, მას კი სწორად ესმოდა საქართველოსთან ურთიერთობა. აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობა ცნობილია – ცოტა გაცივდა, მაგრამ ისე ვართ დაკავშირებულები ისტორიის ამ მონაკვეთზე, რომ ამის გაწყვეტა არ გამოვა. ერდოღანი რაღაც სისულელეებს ამბობს ხოლმე საარჩევნოდ, მაგრამ მათი სახელმწიფო კორექტულია. თუმცა, მაინც არავინ იტყვის უარს ამ ტერიტორიაზე, თუ ნახეს, რომ არ ვარგიხარ – გაბრუებული დადიხარ და არც ზნეობა გაქვს, არც სარწმუნოება და ადამიანსაც არ ჰგავხარ. ვთქვათ და, ახდა ამ, სამედიცინო მნიშვნელობით, დეგენერატების ოცნებები, ვინ იტყვის უარს?! მაგრამ ჩვენ მათ ვერაფერს შევასმენთ, მთელი კაცობრიობაც რომ ამოწყდეს, არ იდარდებენ, ოღონდ თავისას მიაღწიონ. ამიტომაც არსებობს სახელმწიფო, მის სათავეში კი უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც დროის ამ მონაკვეთს უყურებენ, როგორც ხიდს წარსულსა და მომავალს შორის. ხელისუფლებაში მყოფებს არ ეტყობათ ხოლმე, რომ ამას ხვდებიან, მაგრამ ინერციით ჯერჯერობით მაინც ასე ხდება.
скачать dle 11.3